ჯანდაცვა
საჩივრები ქუთაისიდან ექიმების წინააღმდეგ – სისტემური შეცდომა თუ დაბალი კვალიფიკაცია
ქუთაისში, მიმდინარე წელს ოთხ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეუჩერდა, ხოლო ხუთს წერილობითი გაფრთხილება მიეცა. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში ექიმების წინააღმდეგ ქუთაისიდან 2016 წელს 22, გასულ წელს კი 45 საჩივარი შევიდა. ხოლო ბოლო ერთი წლის მანძილზე სამ ექიმს შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება.

ექიმთა მიმართ პრეტენზიებს და საჩივრებს სისტემურ პრობლემად აფასებენ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ექსპერტები. სახელმწიფო რეგულირების საააგენტოში კი ადასტურებენ, რომ მათი კვალიფიკაციის პრობლემა რეალობაა, რომელთა მოგვარება კანონის დონეზე უნდა მოხდეს.

ექიმისთვის პროფესიული საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო იღებს, რომელიც ამჟამად 25 წევრისგანაა დაკომპლექტებული. თავის მხრივ, საბჭო ამ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონის "საექიმო საქმიანობის შესახებ" 77-ე მუხლის მიხედვით ახორციელებს.

კანონის მიხედვით, ექიმს იმ შემთხვევაში უჩერდება სახელმწიფო ლიცენზია, როცა სამედიცინო რეგულურების სააგენტოდან წერილობითი გაფრთხილება წელიწადში სამჯერ აქვს მიღებული.

თუმცა, კანონით განსაზღვრული არ არის, ერთ ექიმს, ზოგადად, რამდენჯერ შეიძლება შეუჩრდეს და ისევ აღუდგეს შესაბამისი სერთიფიკატი.

რეგულირების სააგენტოში განმარტავენ, რომ ექიმისთვის ლიცენზიის შეჩერების შემდეგ, პროფესიული განვითარების საბჭო მას რეკომენდაციას აძლევს, იმ ხნის განმავლობაში რა ვადითაც აქვს შეჩერებული საექიმო საქმიანობა, კვალიფიკაციის კურსები აიმაღლოს. სერთიფკატის აღდგენის პერიოდში კი სააგენტოში შესაბამისი სერთიფიკატი წარადგინოს.

თუმცა, უწყება არ ახორცილებს მონიტორინგს, რამდენად რეალურად გაიარა ექიმმა ესა თუ ის კურსი.

როგორც ირკვევა, პროფესიული განვითარების საბჭო კვალიფიკაციის აღმაღლების რეკომენდაციას ყველა შემთხვევაში არ გასცემს.

"იმ შემთხვევაში, თუკი საბჭო გადაწყვეტს, რომ შეცდომა არის განპირობებული ექიმის დაბალი კვალიფიკაციით, გაიცემა კვალიფაიკაციის ამაღლების რეკომენდაცია ექიმზე," - განმარტავს რეგულირების სააგენტოს პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის სერტიფიცირების სამმართველოს უფროსი, ხათუნა ზალდასტანიშვილი.

არსებული ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში ექიმები კვალიფიკაციის გავლის ნაცვლად, მაინც აგრძელებენ პროფესიულ საქმიანობას.

"როგორც წესი, სამედიცინო საქმიანობიდან ექიმის ჩამოშორების შემთხვევაში, ის აგრძელებს ე.წ უმცროსი ექიმის სტატუსით მუშაობას. აქ კი, ყველაფერი სამედიცინო დაწესებულების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, რომ არ მოხდეს ამ გადაწყვეტილების მხოლოდ ფორმალურად შესრულება", - განმარტავს ქუთაისიპოსტთან საუბარში "საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების" აღმასრულებელი მდივანი, არჩილ მორჩილაძე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პაციენტის უფლებების დაცვის ექსპერტი , საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, გივი ჯავაშვილი განმარტავს, რომ შეცდომების დიდი ნაწილი სისტემურია. მისივე თქმით, თუნდაც, ექიმის მიერ დაშვებული ესა თუ ის შეცდომა, კარგი მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის ადეკვატური სისტემების არსებობის შემთხვევაში, თავიდან იქნებოდა აცილებული.

"რაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემას ამჟამად აკლია, არის მართვის, განსაკუთრებით კი, ხარისხის მართვის კომპეტენცია. ცხადია, მნიშვნელოვანია, თვით სამედიცინო პერსონალის და უპირველესად, ექიმების პროფესიული კომპეტენციის ადეკვატურობის უზრუნველყოფაც. ამისათვის, გარდა სამედიცინო განათლებისა და პროფესიული მზადებისა, აუცილებელია უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის განახლება და მასში სამედიცინო პერსონალის მონაწილეობის მოტივაციის უზრუნველყოფა", - ამბობს გივი ჯავაშვილი.
ექსპერტების განმარტებით, არსებული ვითარებიდან გამოსავალი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება, უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემებში მონაწილეობაა, რომლის ვალდებულება მათ 2007 წლამდე ჰქონდათ.
ამის გარდა, "საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში" მიიჩნევენ, რომ სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციამ აუცილებელია მკაცრად დაიცვას ექიმის შრომისა და დასვენების პირობები, რომელზეც კონტროლი, შესაძლოა, სამომავლოდ, შრომის ინსპექციამ იტვირთოს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
ქუთაისში, შარტავს ქუჩაზე ხანძარია.
14:45 / 17-06-2018
კოალიციის "განათლება ყველასათვის – საქართველო" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული დასახელდა,
17:53 / 15-06-2018
ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი,
11:38 / 14-06-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.
18:52 / 13-06-2018
მსგავსი სიახლეები






მთავრობის გადაწყვეტილებით,  არასამეწარმეო იურიდიული პირი
იქმნება
მთავრობის გადაწყვეტილებით,  არასამეწარმეო იურიდიული პირი იქმნება
13:33 / 05.05.2018






2018 წელს იმერეთში წითელას ვირუსის გავრცელების ორი შემთხვევა
დაფიქსირდა.
2018 წელს იმერეთში წითელას ვირუსის გავრცელების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
13:57 / 16.02.2018






2017 წელს,  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტომ ქუთაისში სამედიცინო დაწესებულებებში 65 სამართალდარღვევის
ფაქტი დააფიქსირა.
2017 წელს,  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ქუთაისში სამედიცინო დაწესებულებებში 65 სამართალდარღვევის ფაქტი დააფიქსირა.
15:45 / 01.02.2018






საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტი ექიმებისთვის დიპლომის შემდგომი განათლების მიღების შესახებ
კანონპროექტზე მუშაობს.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ექიმებისთვის დიპლომის შემდგომი განათლების მიღების შესახებ კანონპროექტზე მუშაობს.
13:22 / 24.10.2017






ქუთაისში, მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე სამ ექიმს
სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება შეუჩერდა.  ექიმებს
სერთიფიკატი მოქმედების ვადა ორ–ორი თვით შეუჩერდათ. ხოლო 9 ექიმს
წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

ქუთაისში, მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე სამ ექიმს სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება შეუჩერდა.  ექიმებს სერთიფიკატი მოქმედების ვადა ორ–ორი თვით შეუჩერდათ. ხოლო 9 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

09:30 / 19.10.2017
რეიტინგული ამბები
"ეს არის დამოუკიდებლობა?" - აქციის პატარა მონაწილის ემოციური გამოსვლა (ვიდეო)
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ დილიდან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ.
15:30 / 01.06.2018
16 წლის რობი კაპანაძემ 6 წლის ბიჭის სოცოცხლე იხსნა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ექვსი წლის პაატა ღამბაშიძე მეათეკლასელმა რობი კაპანაძემ გამოიყვანა.
13:58 / 31.05.2018
ტყიბულის შახტში უსაფრთოხების ახალი სისტემა დამონტაჟდა (ფოტო)
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში ექსპლოატაციაში უსასფრთხოების ახალი სისტემა დაინერგა.
13:55 / 12.06.2018
კალენდარი
«« ივნისი 2018 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.