ჯანდაცვა
საკვები, რომელიც ბავშვებში კალცის დეფიციტს შეავსებს
FaceBook
სადღეღამისო რეკომენდირებული კალციუმის ნორმა 300 მილიგრამს შეადგენს.

პედიატრების რჩევით, კალცით და სხვა ვიტამინებით მდიდარი საკვები ბავშვების ყოველდღიურ რაციონში აუცილებელად უნდა იყოს.

კალციუმით მდიდარი საკბევი პროდუქტებია:

1. რძის პროდუქტები - მაწონი, რძე, კეფირი, ხაჭო, ნადუღი.
2. თევზი - განსაკუთრებით მდიდარია კალცით წითელი თევზი, მაგალითად, ორაგული, სარდინა.
3. მწვანილი და სალათის ყველა სახეობა.
4. ლობიო, ოსპი, ბარდა.
5. კვერცხი კალცის წყაროა, თუ მასზე ბავშვს ალერგიული რეაქციები არ აქვს.
6. თხილეული, მარცვლეული და ჩირეული მდიდარია არა მხოლოდ კალციუმით, არამედ ნივთიერებებით, რომლებიც ორგანიზმში მის ათვისებას უწყობენ ხელს.

ბავშვებში კალცის ნაკლებობა ძილის დროს გაძლიერებულ ოფლიანობას, აღგზნებადობას და მოუსვენრობას იწვევს.

პედიატრების რჩევით, კალცის პრეპარატების თვითნებურად მიღება, შესაძლოა სხვადასხვა პრობლემის გამომწვევი გახდეს, ამიტომ ბავშვისთვის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პრეპარატისა და დოზების მიღება ექიმის რეკომენდაციით უნდა მოხდეს.

ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 1000-1200 გრამამდე კალციუმს და მათგან 90% ძვლებშია. სადღეღამისო რეკომენდირებული კალციუმის ნორმა 300 მილიგრამს შეადგენს.

Print