განათლება
ევროპული სტანდარტებით სწავლება - წერეთლის უნივერსიტეტის გამოწვევები და მზადება ავტორიზაციისთვის
FaceBook
განახლებული სასწავლო პროგრამები, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა, გაცვლითი პროგრამები და ევროპელი ლექტორების ლექციები, კვლევითი ლაბორატორიები - ასეთი იქნება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018 წელს, იმ შემთხვევაში თუ ის ავტორიზაციას წარმატებით გაივლის. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთია იმ 29 უმაღლეს სასწავლებლებს შორის, რომლებმაც აკრედიტაცია 2018 წელს უნდა გაიაროს.  სასწავლებელში ამბობენ, რომ ავტორიზაცია, მათთვის მიმდინარე სასწავლო წლის მთავარი გამოწვევაა, რისთვისაც მზადება აქტიურად მიმდინარეობს.

ავტორიზაცია ეს არის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც ადგენს დაწესებულების თვითშეფასების შედეგების შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან.

თავის მხრივ, სახელმწიფო სტანდარტს კი განათლების განვითარების ეროვნული ცენტრი შეიმუშავებს, სადაც  განგვიმარტეს, რომ ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის.

ავტორიზაციის პროცესში ყურაღება ექცევა საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურას და მართვას, საგანმანათლებლო პროგრამებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს, ასევე, სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს, უნივერსიტეტების კვლევას, განვითარებას, ასევე მნიშვნელოვანია მათი მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღვთაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სასწავლებლების ავტორიზაციის სტანდარტები წინა პერიოდთან შედარებით გართულდა, რაც მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტს ყველა კუთხით მოუწევს საკუთარი თავის წარმოჩენა.

გიორგი ღავთაძის თქმით, ყურადღებას განსაკუთრებით იმ პრობლემებზე ამახვილებს, რომლებიც უნივერიტეტის კვლევითი პოტენციალის განვითარებას უკავშირდება.

"როგორც სტუდენტებისთვის, ასევ აკადემიური პერსონალისთვის აუცილებელია კვლევითი პოტენციალის გაზრდა, რაც ჩვენს უნივერსიტეტში ჯერ კიდევ პრობლემაა. ასევე, მინდა გაუმჯობესდეს უცხო ენის ცოდნის ხარისხი, როგორც სტუდენტებში, ასევე თანამშრომლებშიც", - ამბობს გიორგი ღავთაძე.

მისი თქმით, ავტორიზაციის პროცესი, მას სასარგებლო პერიოდად მიაჩნია, რადგან უნივერსიტეტი ავტორიზაციის მზადების მომენტშიც მნიშვნელოვნად ვითარდება. გიორგი ღავთძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ წერეთლის უნივერსიტეტი წარმატებით გაივლის ავტორიზაციის პერიოდს ის მიახლოებული იქნება ევროპულ უნივერსიტეტებთანთან.

„ავტორიზაციის დასრულება არ ნიშნავს, რომ დასრულდება სასწავლებეში განვითარების პერიოდი, ეს ნიშნავს, რომ მუდმივად მოგვიწევს ვიზრუნოთ განვითარებაზე. მოგვიწევს წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვა, ვინ ვართ დღეს და ვინ გვინდა ვიყოთ მომავალში, რაც ყველაზე მთავარია წელს ავტორიზაციის ერთ- ერთი მთავარი მოთხოვნაა უნივერისტეტის განვითარების გეგმის წარმოდგენა. ანუ როგორი უნდა ვიყოთ მომავალში",  -  განგვიმარტავს რექტორი.

ევროპული სწავლების მიმართულების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას განათლების განვითარების ეროვნულ ცენტრშიც. სწორედ, მათ მიერ არის შედგენილი მოთხოვნები, რომლებიც უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა დააკმაყოფილონ.

ცენტრის დირექტორის თამარ სანიკიძის განცხადებით, საქართველო 2005 წლიდან ბოლონიის პროცესის მონაწილეა. 2013 წლიდან ხარისხის ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციასთან აკრედიტებული ორგანიზაციაა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყანამ განათლების ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგირების პასუხისმგებლობა აიღო. მისი თქმით, განათლების ხარისხის განვითარების ერთ-ერთი შედეგი საქართველოში ევროპული განათლების ხელმისაწვდომობა არის.

თამარ სანიკიძის თქმით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ავტორიზაციის პროცესი ძირითადად ორ ეტაპად წარიმართება, დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და დაწესებულებაში ვიზიტი, რომელიც მკაცრად გაწერილი დღის წესრიგის ფარგლებში განხორციელდება.

"შეფასების შედეგად უნდა მივიღოთ უნივერსიტეტში მოწესრიგებული და სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, გაუმჯობესებული პროგრამები, სტუდენტური სერვისები, პერსონალი და მათი მართვის ეფექტური მექანიზმები, მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო რესურსები, გამართული კვლევითი კომპონენტი. მთავარი მიზანი არის სწავლის ხარისხის გაუმჯობესება. როგორ მოახერხებს ამას უნივერსიტეტი ეს ავტორიზაციის პროცესში გამოჩნდება, მაგრამ თუ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორები, სტანდარტი სხვადასხვა ნაწილში უნივერსიტეტმა უნდა მოაგვაროს“, - ამბობს თამარ სანიკიძე.

თამარ სანიკიძე აღნიშნავს, რომ უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის პროცესი შესაძლოა უნივერსიტეტების ნაწილისთვის მტკივნეული აღმოჩნეს, რადგან შედეგზე ორიენტირებული შეფასება გაცილებით რთულად დასაკმაყოფილებელია, ხოლო სტანდარტის ნაწილობრივ მაინც არ დაკმაყოფილება მათ ავტორიზაციაზე უარის თქმას ნიშნავს.

„იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხდება ავტორიზება, სასწავლებელს შეუჩერდება საგანმანათლებლო პროცესის განხორციელების უფლება, რის შემდეგაც ის აუცილებლად შეწყვეტს ფუნქციონირებას. ხოლო სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ მობილობით და სხვა უნივერსიტეტში გააგრძელონ სწავლა“, - ამბობს თამარ სანიკიძე.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბოლოს ავტორიზაცია 2011 წელს გაიარა. ამ დრომდე ავტორიზაციის პერიოდი 5 წელი იყო. ანუ უმღლესი სასწავლებელს ავტორიზაციის მიღების შემდეგ, სტატუსი 5 წლით უნარჩუნდებოდა.
შესაბამისად, სასწავლებს ავტოროზაციის გავლა მიმდინარე წელს უწევდათ. თუმცა, როგორვ წერეთლის უნივერსიტეტში განგვიმარტეს  ავტორიზაციის  გავლის ვადის გადავადება მოხდება.  ახლა კი ვადა 7 წლამდე გაიზარდა.

"მაგალითად, სასწავლებელები ახორციელებენ სამედიცინო პროგრამებს, რომლებიც 6 წლიანია, ხოლო მათი შეფასება გარკვეულ დროს მოითხოვს. გონივრულია, რომ ავტორიზაციის ციკლი არ იყოს საჭირო დროზე უფრო ხანმოკლე. სტუდენტიც უფრო დაცულია. საერთაშორისო პრაქტიკაც დაახლოებით ასეთია, საშუალოდ 6-7 წელია“,  -  განმარტავენ განათლების ხარისხის გავითარების ეროვნულ ცენტრში. 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 23 კორპუსია, აქედან, 19-ს დანარჩენი 6 აგრარული თუ საინჟინრო ფაკულტეტისთვის შექმნილი პრაქტიუკული კვლევებისთვისაა განკუთვნილი სასწავლო დანიშნულება აქვს და 11 000-მდე სტუდენტი იღებს განათლებას.

განათლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრში სასწავლებლებმა ავტორიზაციის დებულება  2018 წლის პირველ ექვს თვეში უნდა წარადგინონ რა დროშიც მათი განხილვა და შეფასება მოხდება. 

წერეთლის უნივერსიტეტში  განმარტავენ, რომ ავტორიზაციის განაცხადის წარდგენას 2018 წლის თებერვალში გეგმავენ. რის შემდეგაც, უნივერსიტეტში ავტორიზაციის შეფასებისთვის სპეციალურად შექმნილი ჯგუფის ვიზიტი განხორციელდება, რომლებიც შეხვედრებს გამართავენ, როგორც სასწავლებლის სტუდენტებთან ასევე, რექტორათან, ლექტორებთა და თანამშრომლებთან.

სასწავლებლის რექტორი იმედოვნებს, რომ ავტორიზაციას წარმატებით გაივლიან. ადმინისტრაციაში განმარტვენ, რომ ავტორიზებული უნივერსიტეტი ყველაზე მეტად სტუდენტებისთვის იქნება საინტერსო, რადგან მათ წინ ელოდებათ ევროპული სტანდარტებით სწავლება, განახლებული ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები, უცხოელი ლექტორების სალექციო კურსები.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.