გართობა
იაფი და მარტივი შემოდგომის კერძი
FaceBook
კერძი, რომელიც ყვავილოვანი კომბოსტოთი მზადდება ძალიან სასარგებლოა. მეტიც, გემრიელი ბოსტნეული დაბალკალორიულია. ასე, რომ საჭმელი, რომელიც კარგად დაგანაყრებთ, არ გაგასუქებთ. 

ინგრედიენტები:

1 კილოგრამი ყვავილოვანი კომბოსტო
400 გრ მაიონეზი 
100 გრ არაჟანი
4-5 კბილი ნიორი
3 ცალი კვერცხი
1 ჭიქა ორცხობოლის საფანელი, ან მჭადის ფქვილი
ნახევარი ჭიქა ზეთი 
1 ჭიქა წყალი
1 ჩაის კოვზი საცივის სურნელი
ნახევარი ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი (ზაფრანა)
მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ყვავილოვანი კომბოსტო და ადუღებულ მარილწყალში მოვათავსოთ 3-4 წუთით. (მოწალვა) შემდეგ ამოვიღოთ და გაგრილებამდე დავტოვოთ საწურზე. დაწრეტილი კომბოსტო დავანაწევროთ პატარა - პატარა ტოტებად. 

დანაწევრებული კომბოსტოს ტოტები (ყვავილები) ამოვავლოთ მარილთან ერთად ათქვეფილ კერცხში,  ამოვავლოთ ორცხობილის საფანელში და შევწვათ ზეთში - 3 წუთის განმავლობაში. როცა კომბოსტო ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს,
შეწვა მეორე მხრიდან განვაგრძოთ. 

შემწვარი კომბოსტოს ტოტები დავალაგოთ ჭურჭელში და მოვასხათ სოუსი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება. 

მაიონეზი, არაჟანი, ნიორი, სანელებლები და წყალთან ბლენდერში ავდღვიბოთ. მიღებული სოუსი დავასხათ შემწვარ კომბოსტოს. 

მიირთვით გემრიელად.

რეცეფტი "ქუთაისიპოსტს"  ქ–მა იამ მოაწოდა.


ამავე თემაზე: 

ქათმის ფილეს უცნობი და გემრიელი კერძის რეცეფტი, რომელსაც 15 წუთში მოამზადებთ (ფოტო)
Print