გართობა
მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელის - დრიფტშოუ ქუთაისში
FaceBook
წყვილთა რბოლა, 20 მაისს ავტო - მოტო კლუბ იმერეთის ორგანიზებით გაიმართება. 

ჩემპიონატი ქუთაისში ე.წ. სტეკლოტარის ხიდთან 12 საათიდან ჩატარდება. 

დასავლეთ საქართელოში ჩემპიონატის ორგანიზატორები ამბობენ, რომ დრიფტშოუს გარდა, მაყურებელს მოტოშოუ და სხვა საინტერესო აქტივობები ელოდება.

"ქუთაისში დაგეგმილი შოუ რიგით 22-ე  შეჯიბრია  ჩვენს კალენდარში. ეს არის ჩემპიონატის მეორე ეტაპი დასავლეთ საქართველოში. მონაწილეები იქნებიან მთელი საქართველოდან. ყველაფერი  სანახაობრივად ლამაზი იქნება წყვილთა რბოლა და  მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელის," - ამბობს ავტო - მოტო კლუბ იმერეთის პრეზიდენტი ნიკა სვანიძე.

დრიფ შოუ ქუთაისში პირველად 2016 წელს ჩატარდა.





Print