ვალუტა
EUR
EUR
1
2.5405
GBP
GBP
1
3.5136
RUB
RUB
100
4.3209
USD
USD
1
2.3049
განათლება
ერთი, ორი შუალედური გამოცდის ნაცვლად - ცვლილებები წერეთლის უნივერსიტეტის საგამოცდო სისტემაში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მიმდინარე თვიდან ორი - ორი შუალედური გამოცდის ნაცვლად ერთს ჩააბარებენ.


რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მეექვსე კვირის ნაცვლად, მათ შუალედური გამოცდა სწავლის დაწყებიდან მერვე კვირას ანუ მიმდინარე წლის 13 ნოემბრიდან დაეწყებათ. ეს ის ცვლილებაა, რომელიც სასწავლებლის ადმინისტრაციამ არსებულის არაეფექტური შედეგის გამო მიიღო. ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ
სიახლე სწავლის შედეგზე დადებითად აისახება და შეფასების ამ სისტემით სტუდენტი იძულებული იქნება დაესწროს ლექციებს და შეიძინოს ის უნარები, რაც მას ნამდვილად სჭირდება.

პრეზენტაციები, ქუიზები, დისკუსიები, ჯგუფური მუშაობები, კითხვების დასმა, ვერბალური გამოკითხვა - ეს იმ აქტივობების ძირითადი ჩამონათვალია, რომელშიც აწსუ-ს სტუდენტებს, მიმდინარე წლის სემესტრიდან, ქულა დაეწერებათ.


ამავე უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევებით, რომელიც სტუდენტების, კურსდამთავრებულების, აკადემიური პერსონალისა და დამსაქმებლების გამოკითხვას მოიცავდა, გამოიკვეთა, რომ ძველმა სისტემამ შედეგი ვერ დადო.

მათივე დასკვნით, აქამდე 2006-2007 სასწავლო წლიდან, როდესაც ორი შუალედური გამოცდა სწავლის დაწყებიდან მე-6 და მე-12 კვირას ტარდებოდა, სასწავლო პროცესის პარალიზებას იწვევდა და ხუთი კვირა არ იყო დროის ის მოცულობა, სადაც სტუდენტებს რაღაც ცოდნის დაგროვება შეეძლოთ.

გიორგი აბაზაძე წერეთლის უნივერსიტის ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტია. ის ცვლილებებს მიესალმება, რადგან ამბობს, რომ აუდიტორიული მუშაობა, აქტივობის ქულა მას ლექცია-სემინარებზე სიარულის სტიმულს აძლევს.


"ფაქტობრივად, ზეპირი გამოცდის დატვირთვა გადაიბარა ამ ახალმა სისტემამ. ქულების მოპოვება ყველა სტუდენტს არა ერთი გამოცდით, არამედ სემესტრის აქტივობით უწევს, რაც კონკურენციასა და უკეთესობის სურვილს ზრდის", - ამბობს სტუდენტი, გიორგი აბაზაძე.

იგივეს ფიქრობს ამავე სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი, ნუკრი კოკაია. მისი თქმით, ერთ სემესტრში სამი გამოცდის არსებობა მათ სრულფასოვანი მეცადინეობისთვის დროს არ უტოვებდა და პრაქტიკულად ისინი მხოლოდ გამოცდიდან გამოცდებამდე საკითხების მომზადებით იყვნენ დაკავებულნი.

"ზოგჯერ ისე გადიოდა დრო ერთი შუალედურიდან მეორემდე, ვერც ვამჩნევდით. თან გამოცდის ერთი კვირა დაკარგული იყო, რადგან ამ დროს ლექციები არ ტარდებოდა. წინასწარ ვერ შევაფასებ ზუსტად, მაგრამ მგონია, რომ არსებულისგან განსხავებით ახალი სისტემა კარგი მოდელია", - ამბობს სტუდენტი, ნუკრი კოკაია.


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების განყოფილების გამგე, ნატო ალავიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ პრეზენტაცია იქნება ეს, აქტივობა თუ ქუიზი პროგრამასთან რელევანტური უნდა იყოს, ხოლო სწავლის შედეგების მიხედვით შეფასება ადექვატური.

"მაგალითად, თუ სტუდენტმა იცის რეაქციის ჩატარება, თეორიულად კი არა, ცხადია, ის სადღაც უნდა დადასტურდეს და ეს ლაბორატორიულ მეცადინეობის დროს უნდა მოხდეს. ამიტომ, ეს ლაბორატორიული მეცადინეობაც ქულად არის გაწერილი და სტუდენტი ამაში შეფასებას მიიღებს", - ამბობს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების განყოფილების გამგე, ნატო ალავიძე.


რაც შეეხება, კურსის შეფასების სისტემას, შეუალედური და დასკვნითი გამოცდა პედაგოგის გადაწყვეტილებით შეიძლება იყოს კომბინირებული, ზეპირი და წერითი. ამას კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე პედაგოგები თავად გადაწყვეტენ. თუმცა, ლექტორებმა ის დეპარტამენტთან, ფაკულტეტთან და ბოლოს ხარისხის სამსახურთან უნდა შეათანხმონ. ამის შემდეგ კურსის შეფასების სისტემა აკადემიურ საბჭოზე მტკიცდება.



ნატო ალავიძის თქმით, სხვა ფაკულტეტებზე, სადაც ამის პილოტირება გაკეთდა შედეგები გაცილებით უკეთესია.

მეორე ცვლილებით, რომელიც მიმდინარე წლის 16 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა, ფინალური გამოცდის ზღვარიც გაიზარდა და ის თუ აქამდე 11 ქულა იყო, ახლა დიაპაზონი 15-დან 25-მდეა. მაგალითად, უმეტეს სპეციალობებზე სიმარტივისთვის სტუდენტი პირველ შუალედურზე 30 ქულით ფასდებოდა, ამდენითვე მეორეზე და დასკვნით გამოცდაზე 40-ით. რადგან დასკვნითი გამოცდის ქულა 40 იყო, მინიმუმ 11 ქულის მქონე სტუდენტი დაიშვებოდა გამოცდაზე. ახალი რეგულაციით, პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სპეციალობები თვითონ გადაწყვეტენ ზღვარი 15 ქულა იქნება თუ 25.


"მაგალითად, სამედიცინო მიმართულება, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტს ფინალური გამოცდა ეთვლება ჩაბარებულად თუ ის 15 დან 25 ქულას მიიღებს. პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე ეს ქულა სხვადასხვანაირია", - განმარტავს ნატო ალავიძე.

მისივე თქმით, ახალი ცვლილებები სტუდენტს საშუალებას არ მისცემს არ დაესწროს ლექციებს, არ იყოს აქტიური და მოვიდეს მარტო შუალედურ გამოცდებზე.

ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი და ამავე მიმართულების ასოცირებული პროფესორი, მზია თადუმაძე სტუდენტების შეფასების ორშუალედურიანი ფორმიდან ერთზე გადასვლას მიესალმება, რადგან მისი თქმით, სემესტრში სამი გამოცდა, პირველი და მეორე შუალედური და ბოლოს დასკვნითი გამოცდა, სასწავლო პროცესის დაპაუზებას იწვევდა.

"სასწავლო პროცესი არ უნდა იყოს ცალმხრივი პროცესი. სტუდენტის ჩართულობა მეცადინეობებზე გაცილებით უკეთესი შედეგის მომცემი იქნება", - ამბობს მზია თადუმაძე.

თუ როგორ გაამართლებს ახალი მეთოდი ამას მომდევნო სემესტრების აკადემიური ანალიზი აჩვენებს.

 

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა სიახლეები
დღის სიახლეები
ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვო ბაღში რვა ადამიანი მოიწამლა.
23:08 / 19-10-2017
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე სოფელ როკითისა და დიდველას მოსახლეობას შეხვდა.
12:57 / 19-10-2017
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თემქის მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ტალიაშვილი ამავე რაიონში მდებარე პედიატრიულ კლინიკა "პრივატს" ესტუმრა და მედპერსონალს თბილისის მერიის ჯანდაცვის მუნიციპალურ პროგრამებში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
10:54 / 19-10-2017
ზესატფონის სოფელ კვალითში საცხოვრებელ სახლში მამაკაცი დაიწვა.
18:27 / 18-10-2017
მსგავსი სიახლეები
2017 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის
კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.

2017 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.

14:44 / 17.10.2017
განახლებული სასწავლო პროგრამები, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და
მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა, გაცვლითი პროგრამები და ევროპელი
ლექტორების ლექციები, კვლევითი ლაბორატორიები - ასეთი იქნება აკაკი
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018 წელს, იმ შემთხვევაში თუ ის
ავტორიზაციას წარმატებით გაივლის.
განახლებული სასწავლო პროგრამები, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა, გაცვლითი პროგრამები და ევროპელი ლექტორების ლექციები, კვლევითი ლაბორატორიები - ასეთი იქნება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018 წელს, იმ შემთხვევაში თუ ის ავტორიზაციას წარმატებით გაივლის.
13:29 / 05.10.2017

"ჰარი პოტერი", წიგნები მოგზაურობაზე, ქართველი და უცხოელი კლასიკოსები  - ეს იმ წიგნების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც მოსწავლეები საჯარო სკოლის ბიბლიოთეკებში ითხოვენ.

16:39 / 27.09.2017
11 წლიანი წყვეტის შემდეგ შრომის გაკვეთილები საქართველოს სკოლებში
ისევ განახლდება.

11 წლიანი წყვეტის შემდეგ შრომის გაკვეთილები საქართველოს სკოლებში ისევ განახლდება.

16:35 / 23.09.2017
2017-2018 სასწავლო წელს საჯარო სკოლების ნაწილობრივ ახალი
ინფრასტრუქტურით, განახლებული გეგმებით და პრიორიტეტებით ხვდება.

2017-2018 სასწავლო წელს საჯარო სკოლების ნაწილობრივ ახალი ინფრასტრუქტურით, განახლებული გეგმებით და პრიორიტეტებით ხვდება.

12:00 / 16.09.2017
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.