განათლება
აქტივობები განათლების სფეროში - მოსწავლეებისა და მერიის განსხვავებული პრიორიტეტები
ქუთაისის მერია, სკოლის მოსწავლეებისთვის გასართობი და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების მიზნით, 20-მდე აქტივობას ახორციელებს. რისთვისაც  ადგილობრივი ბიუჯეტიდან  195 000 ლარი  იხარჯება.

აქტოვიბებს შორისაა  მოსწავლეთა თეატრალური ფესტივალი, ინტელექტუალური კონკურსი, მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა, ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი კონცერტი და სხვა.

ასევე, საგანმანათლებლო ღინისძიებებში შედის ოლიმპიადებსა და სხვადასხვა ტურებში წარმატებული პედაგოგებისა და მოსწავლეების დაჯილდოებაც. 

ადგილობრივ თვითმმართველობაში მიაჩნიათ, რომ მათ მიერ შერჩეული და დაფინანსებული ღონისძიებები მოზარდებში ცოდნის დონის ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას ემსახურება.

თუმცა, სხვაგვარად ფიქრობენ თავად მოზარდები და პედაგოგები.
მათი თქმით, ყოველწლიურად მერია მოსწავლეებს, ძირითადად, გასართობ და საგანმანათლებლო–შემცენებით პროგრამებს სთავაზობს და არ აფინანსებს ისეთ ღონისძიებებს, რაც მოსწვალეების ეკონომიკურ ხარჯებს შეამცირებს. მაგალითად, ქალაქის ბიუჯეტში არ არსებობს მოსწავლეებისთვის მგზავრობის ხარჯების დაფინანსების პროგრამა, არ ფინანსდება სხვადასხვა წრეში სწავლა ან სპორტულ–გამაჯანსაღებელი აქტივობები.

"შეიძლება ამ 40 თეთრის მეტი მისმა პატრონმა არ გამოატანა არაფერი. ნაწილობრივ მაინც რომ დააფინანსოს მგაზვრობა, ბავშვებისთვის კარგი იქნება და დილის საათებში აუცილებელია, რომ ტრანსპორტი ხშირი ინტერვალით მოძრაობდეს, განსაკუთრებით გარეუბნებში", - ამბობს მეთორმეტე საჯარო სკოლის ქართული ენა და ლიტერატურის პედაგოგი, მაკა სართანია. მისივე თქმით, მერია უფრო მეტად უნდა ზრუნავდეს სკოლებში სპორტულ–გამაჯანსაღებელი პროგრამების შექმნასა და დაფინანსებაზეც.

"ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობას უყვარს ცურვა და ბევრ მათგანს, როგორც ვიცი, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ცურვის აბონიმენტი არც თუ ისე იაფია და სამწუხაროდ, მოზარდთა უმრავლეოსობა მოწყვეტილია ამ სიკეთეს", - ამბობს მაკა სართანია.

"სპორტული აქტივობები უნდა იყოს მეტად დაფინანსებული. მახსოვს ჩვენს დროს ბავშვებს ღონისძიებებში გამოსვლის სურვილი ჰქონდათ და ეს პრესტიჟი იყო მათთვის. კარგი იქნება თუ ამ კუთხით, მაგალითად, სპორტული ფორმებს შეუძენს თუ ინვენტარს, შეკრებები იქნება თუ გაგზავნები მერია მხარს დაუჭერს ფინანსურად", - ამბობს ამავე სკოლის ქართული ენა და ლიტერატურის პედაგოგი, ირმა დვალიშვილი.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი მშობელს, დაახლოებით, 400 ლარი უჯდება, რომლის გადახდაც უმრავლესობისთვის რთულია.
სკოლებში კომპიუტერული ტექნიკის სიმცირეზე საუბრობს 45-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო გაბრიჭიძე.

"სკოლებში სხვადასხვა წრე გვაქვს. ბავშვები სწავლობენ კულინარიას, სტილისტობას, დიზაინს და ასე შემდეგ, რაც დიდ დაინტერესებას იწვევს არამხოლოდ მოსწავლეებში, არამედ, მშობლებშიც.  მერიას შეუძლია შეუძინოს სკოლებს ეს საჭირო ტექნიკა და აჩუქოს", - ამბობს მათემატიკის მასწავლებელი, ნინო გაბრიჭიძე.

პედაგოგები ბავშვებში მძიმე ფსიქოლოგიურ ფონზეც მიუთითებენ და ადგილობირვ ხელისუფლებას ამ მიმართულებით გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.

"სკოლებში ფსიქოლოგიური ცენტრები უნდა გაფართოვდეს. მშობლების საზღვარგარეთ სამუშაოს წასვლის შემდეგ ბავშვები გაღიზიანებული არიან, სჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება, ხოლო, სკოლის ფსიქოლოგი ამას ვერ წვდება. თუ ფსიქოლოგიური ცენტრები მოიმატებს და მათი დაფინანსება გაიზრდება, პრობლემები ამ ბავშვებს ნაწილობრივ მოეხსნებათ", - ასე ფიქრობს მე-12 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ჯანიკო ბურჯანაძე.

პედაგოგებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული მოთხოვნები არც მოსწავლეებს აქვთ.

ადგილობრივ თვითმმართველობისგან ისინიც სახალისო სპორტული აქტივობისა და სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდას ითხოვენ.

"კონკურსები, ცეკვები, სკოლების შეჯიბრებები და ასე შემდეგ კარგი იქნება", - ამბობს მე-10 კლასელი, ანანო ამყოლაძე.

"ორი წლის წინ ურეკში საზაფხულო ბანაკში გამაგზავნეს. კონკრეტულად ამ ბანაკში დიდი არაფერი ცოდნა არ მიგვიღია. უფრო იყო გაცნობითი ხასიათის, ჯგუფური მუშაობები იყო ახალგაზრდები რომ დავახლოვებოდით ერთმანეთს, პრეზენტაციები საქართველოს კუთხეებზე და ასე შემდეგ. საჭმელი არ მოგვწონდა არც ერთ ბანაკში. ბაკურიანის ბანაკი უფრო სერიოზული იყო. ტრენინგ-სემინარებით იყო დატვირთული, დღეში ორი მაინც გვქონდა. ასევე, ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებაში გვეხმარებოდა ის მიღებული ინფორმაცია", - ამბობს ბანაკის მონაწილე, ქუთაისის საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ მოსწავლეებისა და პედაგოგების მოთხოვნები ხშირად განათლების პროგრამების პრეროგატივას სცდება და სოციალურ სფეროს მიეკუთვნება.
მერიის განათლების განყოფილების უფროსის, ვაჟა ჯუღელის თქმით, მერიის მიერ დაფინასებული აქტივობები წარმატებით მუშაობს, რასაც მისი თქმით, ის ფაქტი მოწმობს, რომ მათი უმრავლეობა ყოველწლიურად მეორდება.

"სხვადასხვა მიმართულებით უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ. ტრენინგების შემდეგ ახალგაზრდები თვითონ მუშაობენ პროექტებზე, წერენ მას და ასე შემდეგ. რაც შეეხება მერიის პროგრამებს, ისინი, ძირითადად, შეეხება სკოლის გარე ღონისძიებებს. სასკოლო ფორმები თუ უფასო მგზავრობის საკითხი ეს არის სოციალური სამსახურის პრეროგატივა და განათლების სფეროსთან არანაირ კავშირში არ არის", - ამბობს ვაჟა ჯუღელი.

ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლები და პედაგოგები იმედოვნებენ, რომ ქალაქის ხელისუფლება შემდგომში მაინც გაითვალისწინებს მათ რეალურ საჭიროებებს და ბიუჯეტში ყოველწლიურად გამოყოფილ თანხას მათი პრიორიტეტების შესაბამისად გადაანაწილებს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა სიახლეები
დღის სიახლეები
ქუთაისიპოსტი აგრძლებს სახალისო გამოკითხვებს.
17:02 / 21-04-2018
ქუთაისში, ე.წ. მწვანე ბაზრის მოვაჭრეები სუნელებზე დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ.
12:20 / 21-04-2018
ქუთაისში, მუხნარის ტყეში გვირილობის დღესასწაულის განსხვავებულად აღნიშვნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში აანონსებენ.
09:09 / 21-04-2018
ქუთაისიპოსტის სტუდია წარმოგიდგენთ მორიგი გადაცემის ჩანაწერს.
19:22 / 20-04-2018
მსგავსი სიახლეები






მიმდინარე წლის ზაფხულში აკაკი წერელთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აკადემიურ პერსონალს კონკურსის გავლა მოუწევს.
მიმდინარე წლის ზაფხულში აკაკი წერელთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს კონკურსის გავლა მოუწევს.
12:25 / 17.04.2018






თანამშრომლებში არათანაბრად გადანაწილებული სამუშაო, ყოველკვირეული
სამუშაო გეგმის არარსებობა, რესურსცენტრის შინაგანაწესის დარღვევა,
არასაჭირო ნივთების შეძენა (საუთაო მაგიდა, უთო, ფენი) ფინანსური
შეუსაბამობები
თანამშრომლებში არათანაბრად გადანაწილებული სამუშაო, ყოველკვირეული სამუშაო გეგმის არარსებობა, რესურსცენტრის შინაგანაწესის დარღვევა, არასაჭირო ნივთების შეძენა (საუთაო მაგიდა, უთო, ფენი) ფინანსური შეუსაბამობები
14:08 / 31.03.2018






2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება.
2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება.
13:58 / 15.02.2018






საქართველოს საჯარო სკოლებში ორი უცხო ენის სწავლება სავალდებული
იქნება.
საქართველოს საჯარო სკოლებში ორი უცხო ენის სწავლება სავალდებული იქნება.
10:16 / 14.02.2018






საბავშვო ბაღები, შესაძლოა, ფასიანი გახდეს.

საბავშვო ბაღები, შესაძლოა, ფასიანი გახდეს.

14:10 / 26.01.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.