განათლება
გამოცდაზე საკუთარი კალმით - აბიტურიენტების დასამშვიდებლად დანერგილი სიახლე
ანი ასათიანს ეროვნულ გამოცდებზე საწერკალამი ორჯერ გაუფუჭდა, რის გამოც საგამოცდო ფურცლის გამოცვლა დასჭირდა.

ის გვიყვება, რომ გამოცდაზე შექმნილმა პრობლემამ მას დრო დააკარგვინა რამაც, მისი შედეგზეც უარყოფითად იმოქმედა. ანი თვლის, რომ კალმის პრობლემა რომ არ ყოფილიყო უფრო მეტ ქულას აიღებდა.

"არ წერდა კარგად, წყდებოდა ხოლმე მელანი. ძალიან ვინერვიულე, რომ ვერაფერს ვახერხებდი. გამოცდიდან რომ გამოვედი ხელები სულ მელანით მქონდა გაშავებული" , - გვიყვება ანი ასათიანი.

საგამოცდო ფურცლის გამოცვლა დასჭირდა მერი კოჩაძესაც, რომელიც გამოცდებს ასევე, 2017 წელს აბარებდა. მისი თქმით, გასულ წელს მსგავსი პრობლემები მის მეგობრებსაც შეექმნათ.

"ფურცელზე გადამესხა მელანი, პასუხის წაკითხვა ვეღარ ხერხდებოდა და მითხრეს, რომ უნდა გამომეცვალა. მეც გამოვცვალე პასუხების ფურცელიც და კალამიც. ჩემი მეგობარი გამოცდაზე გააფრთხილეს კიდეც, ეცადეთ დიდი ხანი ხელში არ დაიკავოთ კალამი არ აგიფეთქდეთო", - ამბობს მერი კოჩაძე.

ანის და მერის მსგავსად, 2017 წელს გელიან კალმებზე უკმაყოფილება ათასობით აბიტურიენტმა გამოთქვა.

გამოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ სწორედ აპლიკანტების მიერ გამოთქმული მოსაზრებები გახდა მთავარი მიზეზი ამ კუთხით ცვლილება შეეტანათ, რომლის საფუძველზე სტუდენტებს საკუთარი კალმით მისვლა შეუძლიათ.


"ეს გაკეთდა აბიტურიენტების დასამშვიდებლად. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავახვედრებთ ჩვენს გელიან კალმებს და ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ, ან თუ სურვილი ექნებათ საკუთარი კალმისტარით დაწერონ ყველა გამოცდა", - ამბობს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე.

მისი თქმით, სიახლეზე მუშაობის დროს განისაზღვრა რისკებიც, რომელიც აბიტურინტების მიერ მოტანილი გელიანი კალმის გამოყენებას შესაძლოა მოყვეს.
ივა მინდაძის თქმით, არსებობს გარკვეული სტანდარტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კალამი.

"იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი გადაწყვეტს საკუთარი კალმით მოვიდეს გამოცდაზე, ეს აუცილებლად უნდა იყოს შავი ფერის, გელიანი, იგივე ტუშაინსაც ეძახიან და მისი წერის სისქე უნდა იყოს 5-დან 8 მილიმეტრამდე. ყველაზე სასურველია თუ იქნება 6 ან 7 მილიმეტრის, რადგან გამოცდების ეროვნული ცენტრი სწორედ ამ მახასიათებლების მქონე კალმებს ახვედრებს აბიტურიენტებს გამოცდაზე" , - გვიხსნის ივა მინდაძე.

გიორგი ჟორჟოლიანი აბიტურიენტია და 2018 წლის გამოცდებისთვის აქტიურად ემზადება, ჯერ მომავალი პროფესია არ აურჩევია. სამაგიეროდ, იცის რომ გამოცდებზე საკუთარი კალმით მივა.

"აუცილებლად მივიტან საკუთარ კალამს, თუ ჩემით ვერ მოვახერხებ დაწერას ამ შემთხვევაში გამოვიყენებ გამოცდების ეროვნული ცენტრის კალმებს", - ამბობს გიორგი ჟორჟოლიანი.

მისი თქმით, მას და მის მეგობრებს მხოლოდ ის აშინებთ, რომ შესაძლოა მათ მიერ მიტანილი კალამი გამოცდების ეროვნული ცენტრის სკანერმა ვერ აღიქვას.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში არსებულ რისკებთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის დარიგებული კალმისტრები, რაიმე სპეციალური შეკვეთით არ მზადდება.

"კალამი, რომელსაც ჩვენ აბიტურიენტებს ვახვედრებთ გამოცდაზე, შესაძლოა, ნებისმიერ საკანცელარიო მაღაზიაში იქნას შეძენილი, გარდა ამისა, ჩვენ სიახლის დამტკიცებამდე შევამოწმეთ არაერთი კალამი და აღმოჩნდა, რომ ჩვენი სკანერი ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების მქონე გელიან კალმის ნაწერს უპრობლემოდ კითხულობს, ამიტომ თუ შესაბამისი სტანდარტების გელიან კალამს მოიტანენ აბიტურიენტებს ვფიქრობ პრობლემა არ შეექმნებათ", - ამბობს ივა მინდაძე.

2018 წლის მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტებს საკუთარი ე.წ. ტუშიანი კალმის მიტანის უფლება მიეცემათ.

აღნიშნული ცვლილება "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების ერთ-ერთი ნაწილია.

"აბიტურიენტს შეუძლია გამოცდაზე შეიტანოს შეფასებისსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციფიკაციების შესაბამისი გელიანი (ე.წ. ტუშის) კალამი, რომლის გამოყენება შეუძლია ტესტირების დროს, ცენტრის მიერ გადაცემული კალმის ნაცვლად", - ნათქვამია დოკუმენტში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა სიახლეები
დღის სიახლეები
წყალტუბოს სამუსიკო სკოლა 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტს გამართავს.
14:29 / 21-05-2018
ქუთაისის მერია ა(ა)იპ-ებში დასაქმებულების შესახებ "ევროპული საქართველოს" კვლევას ეხმაურება.
13:52 / 21-05-2018
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
13:14 / 21-05-2018
ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში, კოროხნალის მაღაროში სამთო მასალის ჩამოშლის შედეგად მუშა დაშავდა. შემთხვევა 20 მაისს მოხდა.
13:14 / 21-05-2018
მსგავსი სიახლეები
"ეს,  რა თქმა უნდა, საგანგაშო ციფრია“, – ასე შეფასდა საქართველოში მოსწავლეთა წაკითხულის გააზრების უნარის შემოწმების შემდეგ დადებული უახლესი შედეგები.
11:15 / 07.05.2018






მიმდინარე წლის ზაფხულში აკაკი წერელთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აკადემიურ პერსონალს კონკურსის გავლა მოუწევს.
მიმდინარე წლის ზაფხულში აკაკი წერელთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს კონკურსის გავლა მოუწევს.
12:25 / 17.04.2018






თანამშრომლებში არათანაბრად გადანაწილებული სამუშაო, ყოველკვირეული
სამუშაო გეგმის არარსებობა, რესურსცენტრის შინაგანაწესის დარღვევა,
არასაჭირო ნივთების შეძენა (საუთაო მაგიდა, უთო, ფენი) ფინანსური
შეუსაბამობები
თანამშრომლებში არათანაბრად გადანაწილებული სამუშაო, ყოველკვირეული სამუშაო გეგმის არარსებობა, რესურსცენტრის შინაგანაწესის დარღვევა, არასაჭირო ნივთების შეძენა (საუთაო მაგიდა, უთო, ფენი) ფინანსური შეუსაბამობები
14:08 / 31.03.2018






ქუთაისის მერია, სკოლის მოსწავლეებისთვის გასართობი და
საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების მიზნით, 20-მდე
აქტივობას ახორციელებს.
ქუთაისის მერია, სკოლის მოსწავლეებისთვის გასართობი და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების მიზნით, 20-მდე აქტივობას ახორციელებს.
13:31 / 18.03.2018






2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება.
2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება.
13:58 / 15.02.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.