განათლება
კვება და ინფრასტრუქტურული პროექტები - ქუთაისის ბაღების გაერთიანების პრიორიტეტები
FaceBook
ქუთაისის საბავშვო ბაღებში მიმდინარე წლის მთავარი პრიორიტეტი კვება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილება იქნება. ამის შესახებ ჩვენთან საუბარში "ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელმა, დავით წიატიშვილმა განმარტა.

"კვების გაუმჯობესება არის სახელმწიფოს სტანდარტების ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ. ასევე, გვინდა სველი წერილების და საბავშვო ბაღის შენობამდე მისასვლელი გზების მოწესრიგებაც", - ამბობს დავით წიტაიშვილი.

გარდა კვების და ინფრასტრუქტურისა, გაერთიანების უფროსი ამბობს, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება ბაღის პედაგოგების გადამზადება და ბავშვებისთვის შემეცნებითი ღონისძიბების დაგეგმვაც.

"ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი რა სახით იქნება შემეცნებითი პროექტები. თუმცა,  დავაკვირდებით და საჭიროებიდან გამომდინარე აუცილებლად დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობები"- ამბობს დავით წიტაიშვილი.

ასევე, ამ დრომდე გაურკვევლია თუ რა თანხა დასჭიდება გაერთიანებას ამის განსახორციელებლად. სამაგიეროდ, ცნობილია თუ რისთვის დაიხარჯა გასული წლის ბაღების გაერთიანების 10 მილიონამდე ბიუჯეტი.

კვებისთვის დაიხარჯა - 1 485 032 ლარი, ხოლო ამ თანხაზე ხუთჯერ მეტი - 6 746541 ლარის არის გაცემული გაერთიანებაში დასაქმებულების ხელფასებისთვის.
Print