განათლება
დაწუნებული ახალი ავეჯი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიმდინარე წელს ტენდერების გზით 144 000 ლარის ავეჯი შეიძინა.

კარადები, მერხები, კომპიუტერის მაგიდები - ეს ინვენტარის მცირე ნაწილია, რომლებიც აუდიტორიებსა და კაბინეტებში შეცვალეს. მიუხედავად ამისა, სტუდენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი თქმით, ახალი მაგიდები არასტანდარტულია, რის გამოც ისინი დისკომფორტს განიცდიან. სტუდენტების პრენეზიას ავეჯის დამამზადებელი კომპანიებსა და უნივერსიტეტში არ იზიარებენ.

სოფო დოღონაძე ერთ-ერთია, ვინც სასწავლო მერხების გამო უკმაყოფილოა.

"მხოლოდ ის მომწონს, რომ ახალია, თორემ მოუხერხებელია. ძველ მერხებზე უფრო კომფორტულად ვისხედით, ახლა კი მოხრილი გვიწევს მუშაობა," - ამბობს მეოთხე კურსის სტუდენტი, სოფო დოღონაძე.

სტუდენტების ნაწილი მოუხერხებელი მაგიდების დამზადებაში, დამკვეთთან ერთად, შემსრულებელსაც ადანაშაულებენ.

"სამწუხაროა, რომ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე, რაშიც ბრალი მიუძღვის, როგორც დამკვეთს, ასევე შემსრულებელსაც. ფაქტობრივად, ორი მერხი ერთმანეთზეა დაჭედებული," - განმარტავს სტუდენტი, პაპუნა რევიშვილი.

სტუდენტების პრეტენზიებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ეხმაურება, რომლის ხელმძღვანელი, კახა კუპატაძე ამბობს, რომ ამ ტექნიკური დეტალის შეცვლა შესაძლებელია.

"როგორი ნახაზიც გადმოგვცა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების დეკანატმა, მისი შესაბამისი გავაკეთეთ," – განაცხადა კახა კუპატაძემ.

თუმცა, ნახაზების მათ მიერ შედგენას არ ადასტურებენ ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანატში. დეკანი, აკაკი ბაკურაძე განმარტავს, რომ მას ნახაზების შედგენის უფლება არ ჰქონდა და არ იცის, ვისი შედგენილია ისინი. ის, ამავე დროს ირწმუნება, რომ შემდგომში სტუდენტებისთვის მოსახერხებელ მაგიდებს შეუკვეთავს.

"ექვსი აუდიტორიის გარემონტება ვითხოვე, ორადგილიანი და სამადგილიანი მერხები შევუკვეთე და არა ისეთი, რომელზეც სტუდენტი მოუხერხებლად დაჯდებოდა," - ამბობს აკაკი ბაკურაძე.

წერეთლის უნივერსიტეტმა ავეჯის შესაძენად ტენდერი მიმდინარე წელს სულ ოთხჯერ გამოაცხადა. ჯამში მათი საწყისი ღირებულება 144 000 ლარს შეადგენდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებულებთან სახელშეკრულებო თანხამ 141 187 ლარი შეადგინა.

აწსუ-მ აუდიტორიების, ლაბორატორიებისა და კაბინეტების ავეჯის შესყიდვისთვის პირველი ტენდერი 2017 წლის 29 მაისს გამოაცხადა. მისი ღირებულება 37 000 ლარს შეადგენდა. ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი თბილისურმა კომპანიამ შპს "ჯეო გრუპმა" შეთავაზა, მაგრამ მას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიეცა და უნივერსიტეტმა ხელშეკრულება 28 320 ლარზე მომდევნო პრეტენდენტთან, შპს "ვან ვუდთან" გააფორმა. თუმცა, კომპანიამ ვაჭრობის ბოლო რაუნდში უნივერსიტეტს 24 000 ლარი შეთავაზა, მაგრამ დღგ-ს ჩათვლით ხელშეკრულება კომპანიასთან 28 320 ლარზე გაფორმდა.

როგორც გაირკვა, შპს "ვანვუდი" 30 აგვისტოს გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიაში, ხოლო 7 სექტემბრიდან ერთი წლის ვადით, გადამხდელთა შავ სიაშია შეყვანილი.

კომპანიას სასწავლო დაწესებულებისთვის ავეჯის მიწოდება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე უნდა განეხორციელებია.

თუმცა, წერეთლის უნივერისტეტის სატენდერო კომისიის წევრი, სიმონ კახიანი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ "ვანვუდმა" მათ ვერც ერთი პროდუქტის მიწოდება შეძლო და სწორედ ამ მიზეზის გამო მოხვდა ის გადამხდელთა შავ სიაში.

"საერთოდ არაფერი შემოუტანია. მივწერეთ წერილი, რომ სახელმწიფოს უნდა გადაუხადოს ეს თანხა და შესყიდვების სააგენტოში წარვადგინეთ შავ სიაში," - განმარტავს სიმონ კახიანი.

თუ რატომ ვერ შეძლო კომპანიამ მიწოდების განხორციელება არაერთი მცდელობის მიუხედვად ვერ დავადგინეთ, რადგან მის ხელმძღვანელს, ივანე ბოლოთაშვილს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

სიმონ კახიანი კი განმარტავს, რომ დანარჩენ სამ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა, დოკუმენტაციით გათვალისწინებული მიწოდება ვადებში მოახერხეს.
ავეჯის შეძენაზე მეორე და მესამე ტენდერი უნივერსიტეტმა 24 და 25 აგვისტოს გამოაცხადა. პირველი შესყიდვის ღირებულება 32 000 ლარი,მეორესი კი - 38 000 ლარი გახლდათ. ორივე მათგანში გამარჯვებულად შპს "გაგა 2015" გამოვლინდა, რომელსაც სასწავლო დაწესებულებამ, იმაზე მეტი გადაუხადა, ვიდრე კომპანიამ ვაჭრობის შედეგად მოითხოვა. პირველ შემთხვევაში 6 840 ლარით, მეორეში კი 3 900 ლარით მეტი. სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ზედმეტ თანხაში დამატებითი ღირებულების გადასახადიცაა გათვალისწინებული.

წერეთლის უნივერსიტეტმა ავეჯის შეძენაზე ბოლო, მეოთხე ტენდერი 11 სექტემბერს გამოაცხადა. მასში გამარჯვებულად ის კომპანია გამოვლინდა, რომელსაც მეორედ გამოცხადებულ ტენდერში ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიეცა. ცაგერში რეგისტრირებულ შპს "ოქრონიშთან" ხელშეკრულება 32 037 ლარზე გაფორმდა. ამ თანხაში, ასევე გათვალისწინებულია დამატებითი ღირებულების გადასადახი.

კომპანიის ხელმძღვანელი ჯიმშერ ელიანოვი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ 76 დასახელების ინვენტარი სასწავლო დაწესებულებას უკვე ჩააბარა. მისივე თქმით, არ იცის ვინ არის ავეჯის ესკიზების ავტორი.

"არ ვიცი ვინ არის ავტორი. ესკიზები ატვირთული იყო სატენდერო მოთხოვნებთან ერთად და ეს არის ჩვენთვის სახელმძღვანელო," -ამბობს ჯიმშერ ველიანოვი.
რაც შეეხება სტუდენტების მიერ მაგიდების არაკომფორტულობის შესახებ გამოთქმულ პრეტენზიას, შპს "ოქრონიშის" ხელმღვანელი ამბობს, რომ მისთვის ეს მიუღებელია.

"სტუდენტისგან ვერ მივიღებ პრეტენაზიას. პრეტენზია უნდა გამოთქვას დამკვეთმა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის მსგავსი საყვედურით ან პრეტენზიით არ მოუმართავთ," - ამბობს "ოქრონიშის" ხელმღვანელი, ჯიმშერ ველიანოვი.

ავეჯის ხარისხის შესახებ პრეტენზია არც წერეთლის უნივერსიტეტში აქვთ.

"ხარისხიანი თუ არ არის და არა ემთხვევა სატენდერო პირობების მოთხოვნებს, ასეთ ავეჯს ჩვენ უკან ვაბრუნებთ, არ ვიღებთ," - ამბობს სატენდერო კომისიის წევრი, სიმონ კახიანი.

მისივე თქმით, ინვენტარის ესკიზები სასწავლო დაწესებულებაში მოქმედ ავეჯის დამზადების კათედრაზე სპეციალისტების მიერ შეიქმნა და თოთოეული მათგანი, კონკრეტულად კი სასწავლო მერხები, დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება.

დაკო კვატალიანი
მარიამ ირემაძე
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზესტაფონში "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით, კრიმინალური ავტორიტეტები და "ქურდული სამყაროს" აქტიური წევრები დააკავა.
11:37 / 18-06-2018
ქუთაისში, შარტავს ქუჩაზე ხანძარია.
14:45 / 17-06-2018
კოალიციის "განათლება ყველასათვის – საქართველო" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული დასახელდა,
17:53 / 15-06-2018
ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი,
11:38 / 14-06-2018
მსგავსი სიახლეები






2018 წლის მე-12 კლასის საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილი 11 ათასი მოსწავლიდან
სამინისტროსთვის გამოწვევას 4% წარმოადგენს.
2018 წლის მე-12 კლასის საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილი 11 ათასი მოსწავლიდან სამინისტროსთვის გამოწვევას 4% წარმოადგენს.
09:47 / 30.05.2018
"ეს,  რა თქმა უნდა, საგანგაშო ციფრია“, – ასე შეფასდა საქართველოში მოსწავლეთა წაკითხულის გააზრების უნარის შემოწმების შემდეგ დადებული უახლესი შედეგები.
11:15 / 07.05.2018






მიმდინარე წლის ზაფხულში აკაკი წერელთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აკადემიურ პერსონალს კონკურსის გავლა მოუწევს.
მიმდინარე წლის ზაფხულში აკაკი წერელთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს კონკურსის გავლა მოუწევს.
12:25 / 17.04.2018






თანამშრომლებში არათანაბრად გადანაწილებული სამუშაო, ყოველკვირეული
სამუშაო გეგმის არარსებობა, რესურსცენტრის შინაგანაწესის დარღვევა,
არასაჭირო ნივთების შეძენა (საუთაო მაგიდა, უთო, ფენი) ფინანსური
შეუსაბამობები
თანამშრომლებში არათანაბრად გადანაწილებული სამუშაო, ყოველკვირეული სამუშაო გეგმის არარსებობა, რესურსცენტრის შინაგანაწესის დარღვევა, არასაჭირო ნივთების შეძენა (საუთაო მაგიდა, უთო, ფენი) ფინანსური შეუსაბამობები
14:08 / 31.03.2018






ქუთაისის მერია, სკოლის მოსწავლეებისთვის გასართობი და
საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების მიზნით, 20-მდე
აქტივობას ახორციელებს.
ქუთაისის მერია, სკოლის მოსწავლეებისთვის გასართობი და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების მიზნით, 20-მდე აქტივობას ახორციელებს.
13:31 / 18.03.2018
რეიტინგული ამბები
"ეს არის დამოუკიდებლობა?" - აქციის პატარა მონაწილის ემოციური გამოსვლა (ვიდეო)
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ დილიდან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ.
15:30 / 01.06.2018
16 წლის რობი კაპანაძემ 6 წლის ბიჭის სოცოცხლე იხსნა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ექვსი წლის პაატა ღამბაშიძე მეათეკლასელმა რობი კაპანაძემ გამოიყვანა.
13:58 / 31.05.2018
ტყიბულის შახტში უსაფრთოხების ახალი სისტემა დამონტაჟდა (ფოტო)
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში ექსპლოატაციაში უსასფრთხოების ახალი სისტემა დაინერგა.
13:55 / 12.06.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.