განათლება
ბავშვებისთვის წართმეული ცეკვის გაკვეთილები
4 წლის ილია დვალიშვილს ძალიან ეწყინა, როდესაც გაიგო, რომ ახალი სასწავლო წლიდან ცეკვის გაკვეთილი დროებით შეწყდა.
დღეს ბაღების გაერთიანების ახლადდანიშნიულმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ილიას და მისი თანატოლების მოლოდინი ფუჭია. ხუთ წლამდე პატარებს არ ეცეკვებათ და მათი საყვარელი გაკვეთილები აღარ აღდგება.

დავით წიტაიშვილის გადაწყვეტილება გაუგებარი და მიუღებელია მშობლეთა ნაწილისთვის. ჩვენთან საუბარში ისინი აღნიშნავენ, რომ მათი შვილებისთვის ცეკვის გაკვეთილები ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც სხვა აქტივობები.

"რატომ არ უნდა ასწავლონ ქართული ცეკვა, მუსიკას ხომ ასწავლიან და ამიტომ მინდა რომ პროფესიონალმა ასწავლოს ცეკვაც. ახალა არის ცალკე წრე, სადაც საფასური 20 ლარია. მე იქ ბავშვი ვერ დამყავს, სამწუხაროდ, თუმცა სურვილი ნამდვილად მაქვს, - ამბობს ანა ქათამაძე.

"ჩვენ, ასე რომ ვთქვათ გიჟი მშობლები ვართ, ყველგან გვინდა ვატაროთ შვილი და ამიტომ, ძალიან მინდა იცოდეს ცეკვა და კარგი მოძრაობები ", - ამბობს მარიკა ვაჭარაძე.

"კი კარგი იყო, ცეკვის გაკვეთილები, როდესაც ზეიმი იყო სხვადასხვა როლებს აძლევდნენ, უფრო სახალისო და კარგი სანახავი იყო", - გვიყვება ვალიდა დვალიშვილი.

"საწყენია რომ აღარ გაგრძელდება, რადგან ბაღში მიღებული მცირე გამოცდილებაც ბავშვისთვის მნიშვნელოვანია. ჩემს შვილს მოსწონდა ცეკვა. ძალიან მოტივირებული იყო როდესაც გაკვეთილები უტარდებოდა და რა თქმა უნდა, ეწყინება რომ ვერ იცეკვებს ბაღში", - ამბობს იზა ფურცხვანიძე.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდის შესახებ კანონით საბავშვო ბაღებში დაშვებულია ალტერნატიული ფასიანი წრეების ფუნქციონირება, სადაც მშობლები სურვილის მიხედვით ატარებენ აღსაზრდელებს. ქუთაისის ბაღებში ეს წრე უფასო იყო და ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

"ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში" განმარტავენ, რომ ცეკვის პედაგოგები ოცდაჩვიდმეტ საბავშვო ბაღში კონტრაქტით მუშაობდნენ. ცეკვის გაკვეთილები ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 2016 წლის ნოემბერიდან დაიწყო. თითოეულ ფილიალში პედაგოგს, ხელფასის სახით, 250 ლარი ერიცხებოდა. 2017 წლის სექტემბერში გაერთიანებას ცეკვის მასწავლებლებლებისთვის დროებით ხელშეკრულება აღარ გაუგრძელებია. აიპპ-ის ახალი ხელმძღვანელი კი ცეკვის გაკვეთილების აღდგენას აღარ აპირებს. რას მოახმარს ცეკვის გაკვეთილების გაუქმებით დაზოგილ თანხას ჯერ-ჯერობით დავით წიტაიშვილმა არ იცის. 


ამავე თემაზე:

"ახლა ბაღებში ისეთი სიტუაცია არ გვაქვს, რომ გვეცეკვებოდეს" - ბაღებში ცეკვის გაკვეთლები უქმდება
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იმერეთის მუნიციპალიტეტში შემდეგი სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გეგმავს.
11:18 / 17-12-2017
მართვის მოწმობის მისაღებად მოქალაქეებმა გამოცდა ქუჩაში ავტომობილით გადაადგილებაშიც უნდა ჩააბარონ.
17:58 / 16-12-2017
ამირან არიშვილი ერთ-ერთია ვისაც დღეს მანქანა დანადგარები უსასყიდლოდ გადასცეს. ის პროფესიით ინჟინერია და მშენებლობაში მცირე ბიზნესის დაწყებას გეგმავს.
14:35 / 16-12-2017
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიმდინარე წელს ტენდერების
გზით 144 000 ლარის ავეჯი შეიძინა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიმდინარე წელს ტენდერების გზით 144 000 ლარის ავეჯი შეიძინა.
10:39 / 15.12.2017
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბულინგთან (ჩაგვრა) ბრძოლა
მასწავლებელებს საკუთარი გამოცდილების მიხედვით უწევთ, რადგან
განათლების სამინისტროს არ აქვს კონკრეტული მითითება თუ როგორ უნდა
გამოავლინონ და შემდეგ აღმოფხვრან მოსწავლეებს შორის დაძაბულობა.
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბულინგთან (ჩაგვრა) ბრძოლა მასწავლებელებს საკუთარი გამოცდილების მიხედვით უწევთ, რადგან განათლების სამინისტროს არ აქვს კონკრეტული მითითება თუ როგორ უნდა გამოავლინონ და შემდეგ აღმოფხვრან მოსწავლეებს შორის დაძაბულობა.
11:40 / 12.12.2017
სიკეთე გადამდებია - ეს სლოგანი არაერთ საქველმოქმედო აქციას
ახლავს.
სიკეთე გადამდებია - ეს სლოგანი არაერთ საქველმოქმედო აქციას ახლავს.
17:01 / 08.12.2017
2024 წლიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმების მსურველს
უმაღლესი განათლება მოეთხოვება.
2024 წლიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმების მსურველს უმაღლესი განათლება მოეთხოვება.
09:55 / 23.11.2017
2024 წლიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმების მსურველს
უმაღლესი განათლება მოეთხოვება.
2024 წლიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმების მსურველს უმაღლესი განათლება მოეთხოვება.
14:06 / 21.11.2017
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.