რეკლამა
კახა კალაძემ საბურთალოს ამომრჩეველს საცობებისგან განტვირთვას და მეტ მწვანე სივრცეს პირდება (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ვეძისის, ზაქარიაძის ქუჩის და ვაშლიჯვრის მოსახლეობას შეხვდა და ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის შემუშავებული შვიდი პოლიტიკა წარუდგინა, რომელიც ითვალისწინებს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.

კახა კალაძემ ეკოლოგიურ გამოწვევებზე და მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სამი მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ითვალისწინებს პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციას, ახალი მწვანე სივრცეების შექმნას; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებას და განვითარებას, ასევე, მშენებლობის სტანდარტების დახვეწას.

თბილისის მერობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციასა და რადიოქალაქის გაშენებაზე.
კახა კალაძის განცხადებით, ეს იქნება საუკეთესო სივრცეები როგორც დასვენებისა და განტვირთვისთვის, ისე ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულებისთვის.
მისივე თქმით, ქალაქის ერთიანი ურბანული განვითარების გეგმა ითვალისწინებს საცობების პრობლემის გადაჭრასაც.

"არსებობს სპეციალური პროგრამა, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ნაკადებს, შესაბამისად, დაიდება კონკრეტული გეგმა, თუ რომელი არის ცხელი წერტილი და რა გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული მის აღსაკვეთად და რა პროექტები უნდა განხორციელდეს ", - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ საცობების პრობლემის მოსაგვარებლად გაფართოვდება გზები, აშენდება ხიდები და ესტაკადები, თუმცა პრობლემა კომპლექსურია და მთლიანად ვერ გადაიჭრება.

თბილისის მერობის კანდიდატმა, ასევე, ხაზი გაუსვა ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს და განაცხადა, რომ სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები განახლდება და განვითარდება.

"რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, თუმცა ჩვენი პრიორიტეტია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რათა ადამიანები დასაქმდნენ, თვითრეალიზება შეძლონ და ქალაქში სოციალურად დაუცველების რიცხვი დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ შემცირდეს" - აღნიშნა კახა კალაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.