რეკლამა
გიორგი ჭიღვარია:ხელს შევუწყობ მოსახლეობის დასაქმებასა და მათ ჩართულობას სახელმწიფო პროგრამებში (R)
FaceBook
,,ქვეყნის სწრაფი და თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება საქართველოს ხელისუფლების 4 პუნქტიანი გეგმის უმთავრესი მიზანი და პრიორიტეტია" -ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მან აქვე ისაუბრა ქალაქის განვითარების გეგმებსა და პრიორიტეტებზე, რომელიც მისი მერად არჩევის შემთხვევაში განხორციელდება.
,,ქუთაისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების უზრუნველსაყოფად განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები და მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამები.

ეკონომიის განვითარებასთან ერთად, გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მდგომარეობა. 2021 წელს ქუთაისი იქნება ცოდნის, მედიცინის კულტურისა და სპორტის ქალაქი. ქალაქი, რომელიც მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს თავისი გეოგრაფიული მდგომარეობით და ქალაქი რომელიც მხარს უჭერს ბიზნესს.

ქუთაისის მერია ხელს შეუწყობს მოქალაქეების დასაქმებასა და მათ ბიზნეს ჩართულობას სხვადასხვა, მათ შორის სახელმწიფო პროექტში. გაგრძელდება ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები - ,,აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა (ე.წ 5000 ლარიანი გრანტები) რომლის ფარგლებშიც, მომდევნო წლებში განხორციელდება კერძო ბიზნესის ინიციატივებისა და პროექტების მხარდაჭერა,"-განაცხადა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.