რეკლამა
არჩილ თალაკვაძე: კახა კალაძე მზადაა, საერთო დებატში მიიღოს მონაწილეობა (R)
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მზადაა, საერთო დებატში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც პარიტეტულ პრინციპზე იქნება აგებული, - ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ბევრი მედია საშუალება არსებობს, რომელთაც სურთ, მერობის კანდიდატებმა მათ არხებზე გამართულ დებატებში მიიღონ მონაწილეობა.

თალაკვაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" პრაქტიკულად, ყველა წინასაარჩევნო მედია ფორმატში მონაწილეობს, თუმცა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დებატებში კანდიდატების მონაწილეობასთან დაკავშირებით, მედიის ინტერესი იზრდება.

"ცხადია, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება მედიის ინტერესი და მოთხოვნა კანდიდატების დებატებში მონაწილეობაზე, განსაკუთრებით, თბილისის მერობის კანდიდატებთან მიმართებაში. ვინაიდან, არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ჩვენ ვთავაზობთ ყველა ძირითად მედიასაშუალებას, შეთანხმდენენ ერთობლივ ფორმატზე, რომელშიც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელსა და კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და მაყურებლისთვის ეთერი იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი საზოგადოებასა და მედიას პატივს სცემს და არ სურს, რომელიმე მედია საშუალება, ან მერობის კანდიდატი გამაორჩიოს.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მზადაა, მონაწილეობა მიიღოს საერთო დებატში, რომელიც პარიტეტულ პრინციპზე იქნება აგებული და ყველასთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს", - აღნიშნა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა სიახლეები
დღის სიახლეები
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ლაშა შალამბერიძე საუბნო კომისიებში "ქართული ოცნების" წევრების ნათესავების დასაქმებაზე საუბრობს.
11:53 / 19-09-2018
გაერთიანებული ოპოზიცია,  ქუთაისში, მუზეუმის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის,  ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას აპროტესტებს.
11:25 / 18-09-2018
ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ფონდებში რამდენიმე ათეული ხალიჩა -ფარდაგი ინახება.
14:22 / 16-09-2018
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყალში კონფლიქტის დროს 65 წლის ქალბატონი გარდაიცვალა.
14:14 / 16-09-2018
მსგავსი სიახლეები






როდესაც გია მოშიაშვილის ახალ პოეტურ კრებულს
„მრავალწერტილი“ვეცნობით, ვრწმუნდებით, რაოდენ გულწრფელი და ლამაზია
ქართველი ებრაელის კალმით გადმოცემული ფიქრები.
როდესაც გია მოშიაშვილის ახალ პოეტურ კრებულს „მრავალწერტილი“ვეცნობით, ვრწმუნდებით, რაოდენ გულწრფელი და ლამაზია ქართველი ებრაელის კალმით გადმოცემული ფიქრები.
13:03 / 09.09.2018






ქუთაისში იყიდება ავტომობილი Opel Vectra C.
ქუთაისში იყიდება ავტომობილი Opel Vectra C.
14:47 / 05.09.2018






ჰოსტელი Next Station ქუთაისში გთავაზობთ სიახლეს. ეს არის
საუკეთესო ადგილი წვეულებებისა და ღონისძიებების მოსაწყობად.
ჰოსტელი Next Station ქუთაისში გთავაზობთ სიახლეს. ეს არის საუკეთესო ადგილი წვეულებებისა და ღონისძიებების მოსაწყობად.
10:50 / 30.08.2018






იყიდება საცხოვრებელი ბინა ქუთაისში, ავტომშენებლის #30-ში,
სამსართულიანი სახლის პირველ სართულზე.
იყიდება საცხოვრებელი ბინა ქუთაისში, ავტომშენებლის #30-ში, სამსართულიანი სახლის პირველ სართულზე.
19:32 / 16.08.2018






სასწრაფოდ იყიდება 10 კვ.მეტრი კომერციული ფართი (მაღაზია) ქუთაისში,
სავაჭრო ცენტრ
სასწრაფოდ იყიდება 10 კვ.მეტრი კომერციული ფართი (მაღაზია) ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ "გრანდ მოლის" მესამე სართულზე, ესკალატორთან.
19:45 / 30.07.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.