რეკლამა
ირაკლი ხმალაძე: თბილისის მერიის ბიუჯეტის ზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა (R)
FaceBook
მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი ეკონომიკური ღონისძიებების შედეგად, მოსახლეობასთან ერთად, თბილისის მუნიციპალიტეტის შემოსავლებიც გაიზრდება , - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის გუნდის წევრმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

როგორც მან თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, აღნიშნული პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს შექმნა, ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალური ათვისება, ტურისტული ნაკადების ზრდა და ქალაქის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია იქნება.

"ეკონომიკური პოლიტიკის პირველი მიმართულების ფარგლებში, ჩვენი უმთავრესი ამოცანა ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის სწორი პოლიტიკის ჩამოყალიბებაა. უნდა შევძლოთ და დავამკვიდროთ საჯარო და კერძო სექტორის ეკონომიკურად გამართული, სწორი და მომგებიანი მოდელი. ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ გზით შევძლებთ, მრავალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რომელიც დედაქალაქის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკური პროექტების განხორციელებისას, ურბანული პოლიტიკის გენერალური გეგმა იქნება გათვალისწინებული, რათა თითოეული პროექტი მისი განხორციელების არეალთან თავსებადი იყოს.

"ეკონომიკური პოლიტიკის შემდეგი მიმართულების ფარგლებში, უმნიშვნელოვანესი რგოლია მუნიციპალური სერვისების განვითარება და ზოგადად, მუნიციპალიტეტის როლი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენს გუნდს შემუშავებული აქვს მართვის განსხვავებული პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც, შევძლებთ, რომ მუნიციპალუტეტის დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გავამარტივოთ და საზოგადოებისთვის მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ", - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

გარდა ამისა, ხმალაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, ეკონომიკური პროექტების იდენტიფიცირება, რომლის ფარგლებშიც, მუნიციპალიტეტის როლის განსაზღვრა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან და სხვა სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობა და ინვესტიციების ეფექტურად განხორციელება მოხდება.

ეკონომიკური პოლიტიკის შემდეგი მნიშვნელოვანი მიმართულება ტურისტული პოლიტიკის განვითარებაა, რომელიც ხმალაძის თქმით, დედაქალაქის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

"ოთხი წლის განმავლობაში, ტურისტულ უბნებში, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ვგეგმავთ. ეს არის ისტორიული და კულტურული ზონები, რომლის ფარგლებშიც, ეკონომიკური აქტივობა და უძრავი ქონების ღირებულება გაიზრდება. ასევე, მეტი ეკონომიკური შესაძლებლობა შეიქმნება დამწყები და მცირე ბიზნესისთვის და გაიზრდება შემოსავლები ჩვენი მოსახლეობისთვის", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება დედაქალაქის შემოსავლების ზრდას, კახა კალაძის გუნდის წევრმა განმარტა, რომ ეკონომიკური შემოსულობების ხარჯზე, თბილისის მერიის ბიუჯეტის ზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

"ჩვენი მიზანია, მომდევნო წლების განმავლობაში, მერიის ბიუჯეტი ერთ მილიარდ ლარამდე გაიზარდოს იმ ეკონომიკური პროექტებისა და აქტივობების ხარჯზე, რომლის განხორციელებასაც ჩვენი გუნდი გეგმავს. დღეს მერიის ბიუჯეტი დაახლოებით, 820 მლნ ლარს შეადგენს და საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ ჩვენ ეკონომიკური შემოსულობების ხარჯზე, მერიის ბიუჯეტის ზრდა შევძლოთ", - განმარტა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქის ეკონომიკური პოლიტიკის პრეზენტაცია დღეს, ტექნოპარკში გაიმართა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.