რეკლამა
კახა კალაძე აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას შეხვდა და თბილისის განვითარების ხედვა გააცნო (R)
"თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც განიცადეს ძალიან დიდი ტკივილი. მე მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ეს ორი რეგიონი არის საქართველო, ჩვენი სამშობლო, მაგრამ თბილისი ჩვენი დედაქალაქია და თითოეული ჩვენგანის სურვილია, ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო უკეთესი, მოწესრიგებული და ლამაზი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბევრი პრობლემაა ქალაქში და უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ისინი მოგვარდეს" - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებასთან შეხვედრისას გააკეთა.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან თბილისის განვითარების ხედვაზე, დაგეგმილ მიმართულებებზე და პროექტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ღონისძიებები სამი მიმართულებით განხორციელდება: პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია და ახალი მწვანე სივრცეების შექმნა; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება და განვითარება; მშენებლობის სტანდარტების დახვეწა ეკოლოგიის და უსაფრთხოების მიმართულებით.

თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი მერობის დროს გამოირიცხება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რეკრეაციულ ზონებსა და მწვანე სივრცეებში.

მისივე თქმით, ყურადღება მიექცევა არამარტო ძველი უბნების, არამედ ზოგადად, ავარიული შენობების აღრიცხვის, რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების საკითხს, ასევე, მოაგვარებს დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების პრობლემას, სადაც ოჯახები ათეული წელია ცხოვრობენ.
კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ თბილისის მერიაში მოქმედი ოცდაორივე პროგრამა გაგრძელდება და განვითარდება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, რომელმაც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, სამინისტროს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის ღონისძიებებისა და გადაცემული საცხოვრებელი ფართების სტატისტიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
აფხაზეთიდან დევნილებმა მხარდაჭერა გამოხატეს თბილისის მერობის კანდიდატის მიმართ და აღნიშნეს, რომ კახა კალაძე ის რეალური კანდიდატურაა, რომელიც თბილისს ცვლილებებს მოუტანს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს ვილსონმა წინასაარჩევნო გარემოზე ქუთაისში ისაუბრა.
16:12 / 19-11-2018
ხონის რაიონში მცხოვრებ თ.ხ. – ს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით სისტემატურად ძალადობდა ორსულ მეუღლეზე, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
11:17 / 19-11-2018
გენერალურ ისპექციაში ცხელი ხაზი ამოქმედდა.  ცხელი ხაზი მოქალაქეებისთვის 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
11:14 / 19-11-2018
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა და იმერეთის რეგიონში მთელი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 
10:52 / 19-11-2018
მსგავსი სიახლეები






სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ოკუპირებულ
აფხაზეთთან ახლოს მდებარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა
სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს მდებარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
16:22 / 16.11.2018






ახალი ფორმულირების მიხედვით, 2019 წელს მუნიციპალიტეტები მიიღებენ
107 მილიონი ლარით მეტს,
ახალი ფორმულირების მიხედვით, 2019 წელს მუნიციპალიტეტები მიიღებენ 107 მილიონი ლარით მეტს,
10:00 / 14.11.2018






ირაკლი კობახიძე:
ირაკლი კობახიძე: "ნაცმოძრაობის" ლიდერები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ დაგეგმილი აქვთ რევოლუციური სცენარი, თუმცა, ისინი დესტაბილიზაციას და რევოლუციას ვერ ეღირსებიან
09:13 / 13.11.2018






პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენა-გაყიდვას
ესტუმრა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენა-გაყიდვას ესტუმრა.

11:10 / 11.11.2018






ქუთაისში!!! დაიწყო რეგისტრაცია 2 დღიან ტრენინგ-კურსზე:
ქუთაისში!!! დაიწყო რეგისტრაცია 2 დღიან ტრენინგ-კურსზე: "ღვინის წარმოება მცირე წარმადობის მარანში!"
13:33 / 10.11.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.