რეკლამა
კახა კალაძე – უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულად შენი - ერთი მოქალაქის ხმას (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსი კახა კალაძე მოქალაქეებს მიმართავს.

"მინდა მოგმართოთ ყველას: - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური გემოვნებისა, მიუხედავად განწყობისა ამა თუ იმ პარტიის ან პოლიტიკოსის მიმართ. ჩვენ ყველამ გამოვიარეთ უმძიმესი წლები. დამოუკიდებელი საქართველოს თითქმის 25 წლიანი ისტორია ჩვენს თვალწინ იქმნებოდა - ჩვენი საშუალებით და მონაწილეობით. ამ პროცესებში ჩვენი სისხლი, ჩვენი ცრემლი და ჩვენი პირადი პატარა თუ დიდი ტრაგედიებია ჩაქსოვილი... და ეს ჩვენი საერთო წარსულის სამუდამო შემადგენელი გახდა. ჩვენ დღეს ვქმნით საქართველოს მომავალს! ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულად შენი - ერთი მოქალაქის ხმას, იმისთვის რომ არჩევნები ჩატარდეს სრულფასოვნად და ნორმალურად. ისე, როგორც ტარდება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში!

განსაკუთრებით, გამორჩეულად მინდა მივმართო ახალგაზრდობას: ძალიან მინდა, რომ უკვე თქვენმა თაობამ მოასწროს თანამედროვე, დალაგებულ, აწყობილ და მოწყობილ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ არასწორად გვასწავლიდნენ პატრიოტიზმს- ამ სიტყვამ დაკარგა ფასი და მნიშვნელობა. დაკარგა ის საკრალური საწყისი, რაზეც საუკუნეებია იდგა ჩვენი ქვეყანა და აქამდე მოვედით. თუ ჩვენში არ იდება ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმის გრძნობა ისეთი, როგორიც გენეტიკურად მოგვდგამს ვერაფერს შევქმნით ღირებულს. თქვენ უნდა შექმნათ ---ახალმა სუფთა თაობამ ეროვნული იდეა, ქვეყნის სიყვარულის და პატრიოტიზმის ის კონცეფცია, -- რაც არ იქნება ხელოვნური, პროპაგანდისტული და უცხო სხეულივით თქვენს მენტალიტეტზე.

პატრიოტიზმი არც სხვა ეროვნებების სიძულვილია, არც ჩოხით სიარული და არც სამშობლოს სადღეგრძელო. ეს განათლებაა, ერთმანეთის სიყვარული, ქართულ გენში გამჯდარი ტოლერანტობის გამოყენება და ის საუკუნეებში გამოტარებული ერთობა, რაზეც ეროვნული "მე" აშენეს ჩვენმა წინაპრებმა. ხშირად მითქვამს უფროსი თაობისთვის, კონკრეტულად ჩვენი პარტიის აქტივისტებისთვის , რომ ჩვენ ყველა, მთელი გუნდი- ვართ ოცნების ჯარისკაცები. დღეს მინდა მოგმართოთ თქვენც – ჩვენ ყველა ვართ თქვენი ჯარისკაცები! - ახალგაზრდობის მომავლისთვის მებრძოლი ჯარისკაცები და ამაში ერთიანები უნდა ვიყოთ! მიიღეთ მონაწილეობა თქვენთვის სასურველი მომავლის შექმნაში- აუცილებლად მიდით არჩევნებზე ! თქვენი მონაწილეობა საერთო პასუხისლგებლობის შემადგენელი ნაწილია!"  – აღნიშნულია კახა კალაძის მიმართვაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.