კვირის თემა
პროფესიას, რომელიც დიდ გაბედულებას მოითხოვს, ქუთაისში ბევრი წარმომადგენელი ჰყავს. 
სრულად
18:37 / 07.12.2018
მათ ჭრელი თავსახვევით და დიდი ჩანთებით იცნობთ.
სრულად
00:39 / 01.12.2018

ვალუტა
EUR
EUR
1
3.2172
GBP
GBP
1
3.6599
RUB
RUB
100
4.6518
USD
USD
1
2.7193
რეკლამა
ალექსანდრე მოწერელია: „ჩვენ შევძლებთ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესებას, მოზიდვას და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციას (R)
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს მდებარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მაქსიმალურად არიან ჩართული რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესში. რუხის ინოვაციური ცენტრის პროექტი მათი აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.

რუხის ტექნოპარკის გახსნის მიზანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა და ადგილობრივმა მთავრობამ საკუთარი ბიზნესსაქმიანობის განვითარებისთვის გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები და მიიღონ საჭირო ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე, მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.

"სამეგრელოში ეს უკვე მეორე ინოვაციების ცენტრია. აქ, რუხში, ე.წ. საზღვართან ახლოს, ინოვაციური ცენტრის გახსნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამით ჩვენ შევძლებთ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესებას, მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობასთან ინტეგრაციას. გარდა ამისა, ეს ცენტრი ხელს შეუწყობს სამეწარმეო და ბიზნესმოტივაციების ზრდას, რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის",- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე.

ახალ ცენტრში პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულების ტრენინგები ჩატარდება. რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, თავიანთი ინოვაციური იდეები განავითარონ და რეალურ ბიზნესად აქციონ.

ინოვაციების ცენტრი განთავსებულია სოფელ რუხის ევროპული სტანდარტებით აღჭურვილ და სავაჭრო ცენტრ "რუხი მოლში", რომელიც ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარეობს და "საპარტნიორო ფონდმა" ააშენა. მრავალფუნქციური ცენტრი 2016 წელს გაიხსნა. ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება აქვს, სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციური სერვისით ისარგებლოს. ტექნოპარკის გახსნა რუხის სავაჭრო ცენტრს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას შესძენს და ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით საინტერესო ბიზნეს პროექტების განხორციელების საშუალებას მისცემს.

ეს არის მეშვიდე ინოვაციური ცენტრი, რომელიც 2016 წლიდან დღემდე საქართველოში გაიხსნა. 2016 წლის 4 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ქალაქ ზუგდიდში მეორე ტექნოლოგიური პარკი გახსნა
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
"ქუთაისი 2010" სუპერთასის მფლობელია.
20:40 / 12-12-2018
2019 წლის 1 იანვრიდან მანდატურის სამსახურის თანამშრომლების ხელფასი 200 ლარით გაიზრდება.
20:00 / 12-12-2018
რა მოლოდინები აქვთ ახალგაზრდებს, როგორია მათი თვალით დანახული საახალწლოდ მორთული ქუთაისი.
17:47 / 11-12-2018
ბაღდათში, სოფელი როხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
00:26 / 11-12-2018
მსგავსი სიახლეები






ქუთაისში, “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრს“ ავსტრიელი
ნეიროქირურგი ეწვევა.
ქუთაისში, “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრს“ ავსტრიელი ნეიროქირურგი ეწვევა.
15:09 / 22.11.2018






ახალი ფორმულირების მიხედვით, 2019 წელს მუნიციპალიტეტები მიიღებენ
107 მილიონი ლარით მეტს,
ახალი ფორმულირების მიხედვით, 2019 წელს მუნიციპალიტეტები მიიღებენ 107 მილიონი ლარით მეტს,
10:00 / 14.11.2018






ირაკლი კობახიძე:
ირაკლი კობახიძე: "ნაცმოძრაობის" ლიდერები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ დაგეგმილი აქვთ რევოლუციური სცენარი, თუმცა, ისინი დესტაბილიზაციას და რევოლუციას ვერ ეღირსებიან
09:13 / 13.11.2018






პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენა-გაყიდვას
ესტუმრა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენა-გაყიდვას ესტუმრა.

11:10 / 11.11.2018






ქუთაისში!!! დაიწყო რეგისტრაცია 2 დღიან ტრენინგ-კურსზე:
ქუთაისში!!! დაიწყო რეგისტრაცია 2 დღიან ტრენინგ-კურსზე: "ღვინის წარმოება მცირე წარმადობის მარანში!"
13:33 / 10.11.2018
კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.