კვირის თემა
პროფესიას, რომელიც დიდ გაბედულებას მოითხოვს, ქუთაისში ბევრი წარმომადგენელი ჰყავს. 
სრულად
18:37 / 07.12.2018
მათ ჭრელი თავსახვევით და დიდი ჩანთებით იცნობთ.
სრულად
00:39 / 01.12.2018

ვალუტა
EUR
EUR
1
3.2172
GBP
GBP
1
3.6599
RUB
RUB
100
4.6518
USD
USD
1
2.7193
რეკლამა
„სულმან ლამაზმან ჩაბერა გონი, საქმემან მისმან წარმოაჩინა...“ ®
როდესაც გია მოშიაშვილის ახალ პოეტურ კრებულს „მრავალწერტილი“ვეცნობით, ვრწმუნდებით, რაოდენ გულწრფელი და ლამაზია ქართველი ებრაელის კალმით გადმოცემული ფიქრები.

როგორც თავად ამბობს: „მოსეს დიადი შთამომავალი ქართული სულით ჩემში იწვისა“... მისივე თქმით, მასში „ორივე ერთია - ებრაელიც და ქართველიც“.

მისი ქვეცნობიერი ბერმუხას ფიქრებით ფიქრობს ქართულად და ნაზარეთელის ასაკის ასოთა წყობით გადმოგვცემს ჩვენდა საამებლად. უმღერის ქართულ სულს - მსგავსს გაცი და გაიმის, ტაოს, ყაზბეგს, ემლექს, ბზიფს და ჩხალთას, არაგვს, ფსოუს და ენგურს, ნიკოფსიას და ჰერეთს, სამაჩაბლოს და სოხუმს, უმღერის ოქროს საწმისს, გრაალის მოპარულ ისტორიას, ამირანივით გაკრულნი, გუთანში შებმულნი როგორ მივათრევთ მძიმე ჭაპანს. ეცეკვება მთოვარეს, ჯუმას, მარიხს, დიას.

დიდი ტკივილით წერს ქართულ მიწაზე გაზრდილი კაცი :

„საქართველოს ისტორიას როდი აკლდა გმირთა სია...
ჭირსა შიგან გამაგრება, დალხინების იყო განა...
ნაწილ-ნაწილ დაჭრილია, დღესაც ტირის ჩემი ნანა...
ტირის ჩემი საქართველო, ტირის საყვარელი ნანა...“


ოპტიმისტი პოეტი აქვე ჰპირდება თავის საყვარელ საქართველოს:

„მე შენს ცრემლზე ხმალს ავლესავ ნაანდერძალს წინაპართა,
საკადრისად ვაზღვევინებ, ვინც გატკინა გული, ნანა,
მარტო არ ხარ, შენს თავს ვფიცავ, გყავს ვაჟები ჩემისთანა,
მე მანდილსაც დაგიბრუნებ, ღირსებასაც, ჩემო ნანა,
თუ ბრძოლაში დავიღუპე, შენ მიმღერე იავნანა,
ჩემისთანა შვილთა მოდგმა, რაც არსებობ, მუდამ გყავდა,
ჩვენ კი ერთი გაგვაჩნია, შენისთანა ტკბილი ნანა...“

სხვა თემებიდან განსაკუთრებით საინტერესოა ებრაელი კაცის პატივმიგებული დამოკიდებულება ნაზარეველ იეშუას, მართლმადიდებლური სამყაროს ძე ღვთისას მიმართ, მაშინ როდესაც: „მარცხენა ფერდქვეშ გულის არეში, ქვევიდან ზევით შეარჭო შუბი... მე დავინახე მისი სიკვდილი და უკვდავება ორივე ერთად როდესაც უკვე თავისუფალნი, სასუფეველში ავედით ღმერთთან.“

აქვე გვაძლევს განმარტებას: „კაცობრიობამ უნდა იცოდეს, მათი ფესვები საიდან მოდის...“ „...ყველანი ჩვენ ვართ უფლის შვილები. მეორეს მხრივ, სასწაულია, რომ ერთმანეთის ვერ ვძღებით სისხლით.“(ლექსი „რეინკარნაცია“).

წიგნში არის ლამაზი ლირიკული სტრიქონებიც, არის ეთიკური პრინციპებით გადმოცემული სათქმელიც. თავის მიმტევებელ, უბოროტო ბუნებას გვიჩვენებს პოეტი ლექსში „მადლობას გიხდით“, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ არ მოახდინა საკუთარი მენტალიტეტის პარალიზება. რაოდენ სულგრძელი უნდა იყო, საკუთარ თავში მოძირკვო ღვარძლი, ამაღლდე და შედგე იმად, ვინც ხარ.

„მადლობა ყველას, ვინც დამეხმარეთ,
ჩემთვის თქვენა ხართ მნიშვნელოვანი.“


მისი სიკეთე არ მთავრდება იქ, სადაც მავანთა უკეთურება დაიწყო, პირიქით, ხელი შეუწყო გაზრდა - განვითარებაში, რადგან გაისიგრძეგანა, რომ შურისაგან ადამიანები ბერდებიან, წყენისაგან ავადდებიან, სიყვარულისაგან - მაღლდებიან. ვინც გია მოშიაშვილს იცნობს, ხედავს, როგორ ჰგავს ის საკუთარი ცხოვრებით თავის გულწრფელ ლექსებს, როგორ უყვარს ადამიანები და მუდამ მზადაა სიკეთის, სიყვარულის უშურველად გასაცემად.

ისრაელის მიწაზე ამჟამად მყოფი თითოეული ქართველი ემიგრანტისათვის ის არის იმედის შუქურა, საკუთარი ნათესავივით სანდო და მხარდამჭერი. ვინ ჩამოთვლის იმ კეთილ საქმეებს და ამაღელვებელ ისტორიებს, რითაც მდიდარია დიდი პროფესიონალის, ექიმ გია მოშიაშვილის ბიოგრაფია. ჰიპოკრატეს ფიცის აღმსრულებელმა ამ პოეტური კრებულით სულიერი საზრდო მიაწოდა ქართველ მკითხველს.

„მრავალწერტილი“ - ესაა გულწრფელი წიგნი, რომლის ფურცლებზე განფენილია პოეტის მდიდარი სინაგანი სამყარო, მრავალი თემა, მრავალი კითხვა და პასუხი, რომელიც თითოეულმა მკითხველმა თავად უნდა მოიძიოს. მე პირადად, ამ წიგნის მიხედვით, ვხედავ ფოლადის ადამიანს ღია ჩარჩოდან.

გილოცავთ „მრავალწერტილი“-ს დაბადებას! გილოცავთ ებრაული კალენდრით 5779 წლის დადგომას! გილოცავთ თქვენს დაბადების დღე!

საუკეთესო სურვილებით ნატა თოდუა - გოლეთიანისა

2018 წელი, იერუსალიმი.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
"ქუთაისი 2010" სუპერთასის მფლობელია.
20:40 / 12-12-2018
2019 წლის 1 იანვრიდან მანდატურის სამსახურის თანამშრომლების ხელფასი 200 ლარით გაიზრდება.
20:00 / 12-12-2018
რა მოლოდინები აქვთ ახალგაზრდებს, როგორია მათი თვალით დანახული საახალწლოდ მორთული ქუთაისი.
17:47 / 11-12-2018
ბაღდათში, სოფელი როხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
00:26 / 11-12-2018
მსგავსი სიახლეები






ქუთაისში, “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრს“ ავსტრიელი
ნეიროქირურგი ეწვევა.
ქუთაისში, “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრს“ ავსტრიელი ნეიროქირურგი ეწვევა.
15:09 / 22.11.2018






სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ოკუპირებულ
აფხაზეთთან ახლოს მდებარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა
სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს მდებარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
16:22 / 16.11.2018






ახალი ფორმულირების მიხედვით, 2019 წელს მუნიციპალიტეტები მიიღებენ
107 მილიონი ლარით მეტს,
ახალი ფორმულირების მიხედვით, 2019 წელს მუნიციპალიტეტები მიიღებენ 107 მილიონი ლარით მეტს,
10:00 / 14.11.2018






ირაკლი კობახიძე:
ირაკლი კობახიძე: "ნაცმოძრაობის" ლიდერები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ დაგეგმილი აქვთ რევოლუციური სცენარი, თუმცა, ისინი დესტაბილიზაციას და რევოლუციას ვერ ეღირსებიან
09:13 / 13.11.2018






პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენა-გაყიდვას
ესტუმრა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენა-გაყიდვას ესტუმრა.

11:10 / 11.11.2018
კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.