რეკლამა
RICDOG-ში მმართველობის გადაცემის ცერემონია გაიმართა (R)
FaceBook
RICDOG-ს ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. დღეს ორგანიზაციაში მმართველობის გადაცემის ცერემონია გაიმართა და ეკატერინე მარუქაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინეს. მან შეცვალა გვანცა თოთაძე, რომელიც ორგანიზაციას 2014-2017 წლებში ხელმძღვანელობდა.

"იყო RICDOG-ის გენერალური მდივანი არის საპატიო, საპასუხისმგებლო და საინტერესო პოზიცია. ორგანიზაციას გააჩნია მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტები, რომელიც განსაზღვრავს მისი მუშაობის სფეციფიკას ასევე, მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ქუთაისში შესაბამისად, სრულად ვიაზრებ ყველა ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, რომელიც მეკისრება მომდევნო სამუშაო წლების განმავლობაში" - ამბობს ეკატერინე მარუქაშვილი, RICDOG გენერალური მდივანი.

ეკატერინე მარუქაშვილი პროფესიით ფილოლოგია. მოსკოვში, "რუსეთის ხალხთა მეგობრობის"(РУДН) უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ჟურნალისტიკაში. 2012 წლიდან მუშაობს ორგანიზაციაში გამგეობის წევრად და გენერალური მდივნის მოადგილედ. ეკატერინე მარუქაშვილის კანდიდატურა გვანცა თოთაძემ წარადგინა, საბოლოო გადაწყვეტილება კი გამგეობამ მიიღო. გვანცა თოთაძე ორგანიზაციაში მუშაობას ახალი სტატუსის ქვეშ განაგრძობს. იგი იქნება საპატიო გენერალური მდივანი, რომელის უფლება-მოვალეობები წესდებით არის განსაზღვრული და ასევე ფრილანსერი.

"ჩემთვის ორგანიზაცია იყო მეტი ვიდრე მხოლოდ დასაქმების ადგილი. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ორგანიზაციის ხელმძღვანელი. აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ ორგანიზაცია არ არის ერთი ადამიანის ხედვაზე დამოკიდებული. არც ერთპიროვნულად ჩემზე იყო დამოკიდებული თუ როგორი იქნებოდა RICDOG. ორგანიზაციას აქვს თავისი სტრატეგია, ხედვა და შესაბამისად მას სჭირდება ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის და გრძნობს ორგანიზაციის ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ დოკუმენტს და ხედვას. ეს მიდგომა არის მთავარი და მუდმივი - სწორედ აქედან გამოვედი და წარვადგინე გამგეობასთან ეკატერინე მარუქაშვილი გენერალური მდივნის პოზიციაზე. ის იქნება გარანტი ამ მიდგომების გაგრძელებისა და ყველა სტრატეგიული დოკუმენტების აღსრულებისა." - ამბობს გვანცა თოთაძე, საპატიო გენერალური მდივანი და ფრილანსერი.

მმართველობის გადაცემის ცერემონიაზე ნაჩვენები იყო გვანცა თოთაძის სამწლიანი მოღვაწეობის შესახებ ფილმი. შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზაციის წევრები, მოხალისეები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ასევე სპეციალირად შეხვედრისთვის ორგანიზაციას ესტუმრნენ უკრაინიდან ა/ო “სოციალური და პოლიტიკური კვლევის ცენტრი”. მმართველობის გადაცემის ცერემონიის ბოლოს RICDOG-სა და “სოციალური და პოლიტიკური ცენტრის” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბს "თაობათა დიალოგი" არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. ორგანიზაცია 12 წლის წინ დაარსდა და ახალი წესდების მიხედვით უკვე მესამე ხელმძღვანელი აირჩია. ხელმძღვანელის არჩევა გამგეობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ეკატერინე მარუქაშვიი 1 წლის ვადით არის არჩეული, 3-ჯერ გადარჩევის პრინციპით.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.