რეგიონი
არჩილ გოგსაძეს ძმამ და დეიდაშვილმა 45 000 ლარი აჩუქა
ბაღდათის მერმა არჩილ გოგსაძემ 2016-2017 წლებში 45 000 ლარის ოდენების ფულადი საჩუქარი მიიღო. 2016 წელს 20 000 ლარი მას ძმამ და დეიდაშვილმა აჩუქა, ხოლო 2017 წელს 25 000 ლარი საჩუქარად ძმისგან მიიღო.

"არჩილ გოგსაძე "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონს არღვევს, ვინაიდან მას საჯარო რეესტრის მონაცემებით "აქტიური" სტატუსის მქონე საწარმოში დირექტორის პოსტი უკავია. ამავე დროს, მისი ოჯახის დეკლარირებული გასავალი მნიშვნელოვნად აღემატება მათ შემოსავალს, რაც საჯარო სამსახურის ბიუროსთვის ქონებრივი დეკლარაციის გადამოწმების საფუძველი უნდა გახდეს", -  ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვლობა საქართველოს" კვლევაში.

2018 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არჩილ გოგსაძე ორ კომპანიაშია 50 %-იანი წლის მფლობელი, ხოლო ერთ-ერთში დირექტორის პოზიცია უკავია. თუმცა, მისივე ცნობით, კომპანიებს საქმიანობა ამ დროისთვის შეჩერებული აქვს. მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს „აგუნა” მოქმედი კომპანიაა, და სწორედ მასშია რეგისტრირებული დირექტორად არჩილ გოგსაძე, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს ეწინააღმდეგება. ამავდროულად, მისი ბიზნესპარტნიორი ლევან გოგსაძეა. საყურადღებოა, რომ ლევან გოგსაძეს 2016 წელს „ქართული ოცნებისთვის” 37 950 ლარი აქვს შეწირული.

რაც შეეხება დეკლარაციაში მითითებულ მეორე კომპანიას, შპს „გრანდს”, რეესტრში უკანასკნელი ამონაწერი 2017 წლის 11 მაისში ფიქსირდება, რომლის მიხედვითაც არჩილ გოგსაძე კომპანიის მოქმედი მეწილეა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბაღდათის მერის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის გასავალი მნიშვნელოვნად აღემატება შემოსავალს.
კვლევის თანანხმად 2017 წელს ბაღდატის მერის შემოსავალი 52 882 ლარი, ხოლო გასავალი 58 867 ლარი იყო.

არჩილ გოგსაძე ბაღდათის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. თუმცა, მანამდე (2016 წელს)  იგი მერის მოვალეობას ასრულებდა.

ის 1990-1995 წლებში სარაგბო კლუბ "თბილისის"-ს შერკინების მეორე ხაზში თამაშობდა. მას ასევე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის აღმასრულებლი დირექტორის პოსტიც ეკავა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა სიახლეები
მსგავსი სიახლეები






სოფელ მექვენას მკვიდრი, მაკა სულაძე, მის ეზოში ფრანგი
სპეციალისტების მიერ გამოყვანილ ვაზს საკუთარი შვილებივით უვლის.
სოფელ მექვენას მკვიდრი, მაკა სულაძე, მის ეზოში ფრანგი სპეციალისტების მიერ გამოყვანილ ვაზს საკუთარი შვილებივით უვლის.
10:17 / 14.08.2018






ტყიბულის მინდელის შახტის ეზო მეშახტებით ნელ-ნელა ივსება. ზოგი
პატარა, ყვითელ ვაგონებში ზის, ზოგიერთები ეზოში დგანან. ხუმრობენ,
ერთმანეთს სიყვრულით  და  პატივისცემით  უყვებიან
სახალისო ამბებს.
ტყიბულის მინდელის შახტის ეზო მეშახტებით ნელ-ნელა ივსება. ზოგი პატარა, ყვითელ ვაგონებში ზის, ზოგიერთები ეზოში დგანან. ხუმრობენ, ერთმანეთს სიყვრულით  და  პატივისცემით  უყვებიან სახალისო ამბებს.
10:00 / 16.06.2018






ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში ექსპლოატაციაში უსასფრთხოების
ახალი სისტემა დაინერგა.
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში ექსპლოატაციაში უსასფრთხოების ახალი სისტემა დაინერგა.
13:55 / 12.06.2018






საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოს
საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოს "რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფისკენ" მოუწოდებს.
12:40 / 21.03.2018






სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში საჯარო სკოლა და საბავშვო
ბაღი არ აქვთ. სკოლა 2016-2017 წლებში დაანგრიეს. შენობაში კი, სადაც
ადრე საბავშო ბაღი იყო, ახლა მაღაზია ფუნქციონირებს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი არ აქვთ. სკოლა 2016-2017 წლებში დაანგრიეს. შენობაში კი, სადაც ადრე საბავშო ბაღი იყო, ახლა მაღაზია ფუნქციონირებს.
15:44 / 17.03.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.