ბლოგები
ქუთაისი უბრალოდ უნდა გიყვარდეს!
უსმენ ათასს სიმღერას ქუთაისზე შექმნილს და ვერც "ქუჩები გაქვს სავსე მუდამ გოგონებით ბიჭუნებით" გიცოცხლებს ქუთაისს და ვერც "გეფერება ნათესავად გამხდარი"…

ქუთაისის ხსენებაზე თქვენს წარმოსახვაში უცაბედად რა ამოტივტივდება ხოლმე?

თეთრი ხიდი? რიონი?

ვის არ გქონიათ პაემანი თეთრ ხიდზე? ან არ გაგისეირნებიათ შეყვარებულთან ერთად? არ მითხრათ, იქიდან რიონში არ გადაგიხედავთ, ან თეთრი ქვები არ მოგისაკლისებიათ… წყალტუბოდან მონაბერი ქარი?

გალაკტიონი? ბაგრატი?

მე თუ მეტყვი, ეს ჩამოთვლილი საკმარისია ქუთაისში რომ გადაგაფრინოს ფიქრებით.

არადა, უსმენ ათასს სიმღერას ქუთაისზე შექმნილს და ვერც "ქუჩები გაქვს სავსე მუდამ გოგონებით ბიჭუნებით" გიცოცხლებს ქუთაისს და ვერც "გეფერება ნათესავად გამხდარი"…

ლამაზი გოგონები და ბიჭუნები თბილისში უნდა ნახო, თუ ნახავ - სავსეა ქუჩები ლიკა ქავჟარაძეებით… ქუთაისის ქუჩები კი ცარიელია… ისე როგორც ქალაქი, ნახევარი ქუთაისი თესალონიკშია "გადატანილი" და დანარჩენი ნახევარი მიმოდებული მსოფლიოს…

ბათუმიც ხომ შეიძლება მოგეფეროს - ნათესავად გამხდარს…

ამ სიმღერებს, - არაფერი აქვს საერთო ქუთაისთან…

თან, დავითმა მკლავი გელათსა თუ ქუთაისში კი არა, მარტვილში გაიმამაცურა…

"ხალხი ასე ბედნიერი" კი არა, უბედურია - როდის იმღერეს ბოლოს ჩიხში დატოვებულ ქალაქში, არავის ახსოვს.

ჩემი ქვეყნის გემრიელი ლაზათი კი, ქუთაისი 1918-ში იყო, თუ იყო… დედაბუდიანად რომ ადგა ინტელიგენცია, ეს ნაღები, განათლებული ხალხი და სისხლი გადაუსხა თბილისს, - ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად და გასომხებისგან გადასარჩენად.

თუმცა ამაზე სხვა დროს…

1980-იანი წლების გაზეთ "ქუთაისში" რუბრიკაში "მაიაკოვსკის პრემიის ლაურეატები" ავტორის სურათთან ერთად დაიბეჭდა მაშინ ახალგაზრდა პოეტის ლაშა ნადარეიშვილის ერთი ლექსი, სულ სამად-სამი სტროფი…

ლექსი ქუთაისზეა, და ავტორი კი არ მიედ-მოედება ათას სისულელეს, როგორც ზოგიერთ ქუთაისზე შექმნილ ჰიმნებშია. არა! პირდაპირ უყვება თავის სათქმელს ქალაქს - სიყვარულს უხსნის.

ქუთაისო, ჩემთვის გალაკტიონი ხარო;
ისე მიმეჩქარება თეთრ ხიდთანო, რიონიც კი ვერ დამასწრებს მისვლასო;
რომ ჩამობინდდება, ბაგრატის გუმბათში ჩამოსული ვარსკვლავეთი მინდებაო.

იყო ასე, სანამ გუმბათს დაახურავდნენ ბაგრატს, ღამის ლოცვაზე რომ იდექი ტაძარში, ისეთი მოჭედილი იყო ცა ვარსკვლავებით და ისე ხელისგაწვდენაზე თითოეული ვარსკვლავი რომ, კარგად რომ დაკვირვებულიყავი, შეიძლება ქრისტე-ღმერთიც კი დაგენახა.

აი, ეს არის უბრალოება, რომელიც უხდება სიყვარულს და განსაკუთრებით ისეთი ქალაქის სიყვარულს, როგორიც  ქუ-თა-ი-სი-ა!

"ქუჩა-ქუჩა ქუთაისო -
ჩემო გალაკტიონო...
დღეს თეთრ ხიდთან პაემანზე
ვერ დამასწრებ, რიონო!

წყალტუბოდან მონაბერო
ჩემო ქარო ოცნების.
მაპატიე, თუ სიყვარულს,
მაჯობებენ მგოსნები.

და ბაგრატო, დაიხსომე,
როცა შემობინდდება,
შენს გუმბათში ჩამოსული
ვარსკვლავეთი მინდება."



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზესტაფონში "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით, კრიმინალური ავტორიტეტები და "ქურდული სამყაროს" აქტიური წევრები დააკავა.
11:37 / 18-06-2018
ქუთაისში, შარტავს ქუჩაზე ხანძარია.
14:45 / 17-06-2018
კოალიციის "განათლება ყველასათვის – საქართველო" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული დასახელდა,
17:53 / 15-06-2018
ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი,
11:38 / 14-06-2018
მსგავსი სიახლეები






საერთოდ, ქრისტეს აღდგომა, თავისთავად უნიკალური მოვლენაა. ამ
მოვლენის უნიკალურობა განსხვავებულად გამოხატვის არსებობის უფლებას
აძლევს ამ მოვლენას!
საერთოდ, ქრისტეს აღდგომა, თავისთავად უნიკალური მოვლენაა. ამ მოვლენის უნიკალურობა განსხვავებულად გამოხატვის არსებობის უფლებას აძლევს ამ მოვლენას!
07:11 / 08.04.2018






ქუ­თა­ის­მა რომ ძეგ­ლე­ბი არ გა­ა­ხა­რა, ეს სა­ყო­ველ­თა­ოდ
ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, მხო­ლოდ ისი­ნი გა­დარ­ჩა, რომ­ლებ­საც ხე­ლით ვერ
შეს­წვდა.
ქუ­თა­ის­მა რომ ძეგ­ლე­ბი არ გა­ა­ხა­რა, ეს სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, მხო­ლოდ ისი­ნი გა­დარ­ჩა, რომ­ლებ­საც ხე­ლით ვერ შეს­წვდა.
00:00 / 02.03.2018






გარ­და­სულ წლებ­ში მო­ხუც­თათ­ვის რომ გე­კით­ხა, რა მოხ­და
ისე­თი ორ მა­ისს ქუ­თა­ის­შიო, და­ზუს­ტე­ბით ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს
ამ­ბობ­და.
გარ­და­სულ წლებ­ში მო­ხუც­თათ­ვის რომ გე­კით­ხა, რა მოხ­და ისე­თი ორ მა­ისს ქუ­თა­ის­შიო, და­ზუს­ტე­ბით ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს ამ­ბობ­და.
00:14 / 01.03.2018






რო­ცა ქუ­თა­ის­ზე მიდ­გე­ბა სა­უ­ბა­რი, პირ­ვე­ლი სიტ­ყვა, რაც
გო­ნე­ბას მო­აწ­ყდე­ბა, ესაა ნაც­ვალ­სა­ხე­ლი
რო­ცა ქუ­თა­ის­ზე მიდ­გე­ბა სა­უ­ბა­რი, პირ­ვე­ლი სიტ­ყვა, რაც გო­ნე­ბას მო­აწ­ყდე­ბა, ესაა ნაც­ვალ­სა­ხე­ლი "ჩე­მი".
09:09 / 25.02.2018






ქუთაისში, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ობიექტები
დანგრევის პირას არის, რაც ხშირ შემთხვევაში ადგილობრივების პროტესტს
იწვევს.
ქუთაისში, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ობიექტები დანგრევის პირას არის, რაც ხშირ შემთხვევაში ადგილობრივების პროტესტს იწვევს.
11:10 / 24.01.2018
რეიტინგული ამბები
"ეს არის დამოუკიდებლობა?" - აქციის პატარა მონაწილის ემოციური გამოსვლა (ვიდეო)
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ დილიდან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ.
15:30 / 01.06.2018
16 წლის რობი კაპანაძემ 6 წლის ბიჭის სოცოცხლე იხსნა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ექვსი წლის პაატა ღამბაშიძე მეათეკლასელმა რობი კაპანაძემ გამოიყვანა.
13:58 / 31.05.2018
ტყიბულის შახტში უსაფრთოხების ახალი სისტემა დამონტაჟდა (ფოტო)
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში ექსპლოატაციაში უსასფრთხოების ახალი სისტემა დაინერგა.
13:55 / 12.06.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.