ეკონომიკა
ბიტკოინის მსოფლიო ვალუტად გადაქცევას პროგნოზირებენ
FaceBook
"10 წელიწადში ბიტკოინი ერთიანი მსოფლიო ვალუტა გახდება," - ამის თაობაზე  გენერალური დირექტორმა  ჯეკ დორსმა განაცხადა
მისი თქმით, მსოფლიოში საბოლოოდ ერთიანი ვალუტა იმოქმედებს, ინტერნეტს კი საკუთარი საერთო ვალუტა ექნება.

"მჯერა რომ ეს ვალუტა ბიტკოინი იქნება," - განმარტა დორსმა. მისივე თქმით, ამ პერიოდში ბიტკოინი უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება.

ბიტკოინი ვირტუალური ვალუტაა, ის 2008 წელს შეიქმნა და მისი ყიდვა ტრადიციული ვალუტის გაცვლით არის შესაძლებელი.
ბიტკოინს, რომელიმე ცენტრალური ინსტიტუტი ან ორგანიზაცია არ გამოსცემს. ის არ არის დაკავშირებული რეალურ აქტივებთან და მისი ფასი მოთხოვნა-მიწოდებით რეგულირდება.

კრიპტოგრაფიული ვალუტებიდან მიმდინარე ეტაპზე ყველაზე წარმატებული და გავრცელებული ბიტკოინია. ბიტკოინის ღირებულება ძალიან ცვალებადია და ამ ცვლილების ხარჯზე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მოგების მიღება.

2017  წლის დასაწყისში მსოფლლიო ბირჟაზე ბიტკოინის ღირებულება 1000 დოლარზე ნაკლებს შეადგენდა, სამაგიეროდ 2017-ის ბოლოს მან 20,000 დოლარამდე მიაღწია.

ბოლო ერთი წელია, ბიტკოინი დიდი ინტერესის საგანი გახდა საქართველოშიც.

წყარო: gizmodo.com

Print