ბლოგები
უცნაური ქუთაისი - წერილი მეორე
FaceBook
გარ­და­სულ წლებ­ში მო­ხუც­თათ­ვის რომ გე­კით­ხა, რა მოხ­და ისე­თი ორ მა­ისს ქუ­თა­ის­შიო, და­ზუს­ტე­ბით ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს ამ­ბობ­და.

ყვე­ლა ზე­იმ­სა და დღე­სას­წა­ულს რა­ღაც სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა გა­აჩ­ნია, ან რა­ღაც ღირ­სსახ­სო­ვარ თა­რიღ­თა­ნაა ის უსა­თუ­ოდ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. დედამიწაზე არ მო­ი­ძებ­ნე­ბა კა­ლენ­და­რუ­ლი დღე, რო­მელ­საც თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი, რე­ლი­გი­უ­რი ან სხვა მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­დეს.

ერ­თა­დერ­თია ასე­თი თა­რი­ღი და ისიც ქუ­თა­ის­ში, რო­მელ­საც არ გა­აჩ­ნია თა­ვი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბის სპე­ცი­ფი­უ­რი წა­ნამ­ძღვრე­ბი.

ორი მაისი...

ერ­თი რამ ტრა­დი­ცი­ად დამ­კვიდ­რდა - ორ­მა­ი­სო­ბას აუ­ცი­ლებ­ლად იმარ­თე­ბა სა­ყო­ველ­თაო სე­ირ­ნო­ბე­ბი სა­ღო­რი­ის ტყე­ში. ეს არის და ეს.

გა­ნა ცო­ტა უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტა­ლი ასა­ხავს ქუ­თა­ისს? დღეს რა­ღა, მაგ­რამ გარ­და­სულ წლებ­ში მო­ხუც­თათ­ვის რომ გე­კით­ხა, რა მოხ­და ისე­თი ორ მა­ისს ქუ­თა­ის­შიო, და­ზუს­ტე­ბით ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს ამ­ბობ­და. 

ნა­ბოლ­შე­ვი­კა­რი პენ­სი­ო­ნე­რე­ბი იმას ამ­ბობ­დნენ, რომ ამ დღეს ჟან­დარ­მებ­მა ქუ­თა­ის­ში სა­პირ­ველ­მა­ი­სო მი­ტინ­გი და­არ­ბი­ე­სო; დენ­დე­ბი ასე იტ­ყოდ­ნენ, ამ დღეს ყვე­ლა­ზე დი­დი სუფ­რა გა­ი­შა­ლა და ქა­ლაქ­ში რომ არ და­ე­ტია, სა­ღო­რი­ის ტყე­ში სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­შა­ლე­სო; მსა­ხი­ო­ბე­ბი იმას ამ­ბობ­დნენ, რომ ორ მა­ისს ქუ­თა­ის­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრე­მი­ე­რა ჩა­ტარ­დაო; მწერ­ლე­ბი ვი­ღაც მწერ­ლის რა­ღაც შე­დევ­რზე იტ­ყოდ­ნენ, ეს და­ი­წე­რაო; ვაჭ­რე­ბი ყვე­ლა­ზე სარ­ფი­ან ნა­ვაჭრ დღედ მო­ნათ­ლავ­დნენ ამ დღეს.

ერ­თის სიტ­ყვით, ორ­მა­ი­სო­ბა ყვე­ლა ქუ­თა­თუ­რის­თვის თა­ვი­სე­ბუ­რად აღ­ქმა­დია. ის კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ფე­ნის, ეროვ­ნე­ბის თუ კონ­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე არაა. ის ქუ­თა­ი­სის დღეა და მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ამის შე­სა­ხებ იცის. ორ­მა­ი­სო­ბას ქუ­თა­ი­სი ნე­ბის­მი­ე­რი ჯუ­რის სტუმ­რისთვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მას­პინ­ძე­ლია.

და მა­ინც: რა­ტომ სა­ყო­ველ­თაო სე­ირ­ნო­ბე­ბი და ისიც ტყე­ში და თუ სე­ირ­ნო­ბე­ბი, რა­ტომ მა­ინ­ცა და მა­ინც ორ მა­ისს. ნუ­თუ სამ მა­ისს ვერ ისე­ირ­ნებ­დნენ? ან თუ სე­ირ­ნო­ბა, რა­ტომ მა­ინ­ცა და მა­ინც სა­ღო­რი­ის ტყე­ში?

ამა­ზე რომ პა­სუ­ხი გავ­ცეთ, ქუ­თა­ი­სის ტვინ­ში უნ­და ჩა­ვი­ხე­დოთ. ამას კი მხო­ლოდ თა­ვი­სი ქა­ლა­ქის უაღ­რე­სად მოყ­ვა­რუ­ლი შეს­ძლებს. მე ისე ვერ გავ­კად­ნი­ერ­დე­ბი, რომ ასე­თად ჩავ­თვა­ლო თა­ვი, თუმ­ცა­ღა ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი ჩე­მი ქა­ლა­ქის მი­მართ უაღ­რე­სია, მის ტვინ­ში კი ჯერ არ ჩა­მი­ხედ­ნია, - ალ­ბათ არც მიც­დია.

ბუ­ლო­ნის ტყე­შიც სე­ირ­ნო­ბენ ფრან­გე­ბი, მაგ­რამ სა­ა­მი­სოდ კონ­კრე­ტუ­ლი დღე არ და­უ­წე­სე­ბი­ათ - ვი­საც რო­დის უნ­და, მა­შინ სე­ირ­ნობს. ამის­თვის დღე­სას­წა­უ­ლის რან­გში არც ერ­თი დღე არ გა­მო­უყ­ვი­ათ წე­ლი­წად­ში. ამ უც­ნა­უ­რო­ბა­შიც ვლინ­დე­ბა ქუ­თა­ი­სის უნი­კა­ლო­ბა.

მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სო­ბა ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი დღე­ო­ბაა და ჩვენს ეპო­ქა­ში შე­იქ­მნა და ვი­ცით, რა­ტო­მაც. საქ­მე იმა­ში გახ­ლავთ, რომ ორ­მა­ი­სო­ბა ქუ­თა­ი­სო­ბა არაა. მას მხო­ლოდ საქ­მე­ში ჩა­უ­ხე­და­ვე­ბი აი­გი­ვე­ბენ.

ქუ­თა­ი­სო­ბა, რო­გორც ასე­თი, არ არ­სე­ბობს და რომ შე­იქ­მნას და თუ შე­იქ­მნა, თბი­ლი­სო­ბა­სა­ვით ხე­ლოვ­ნუ­რი დღე­ო­ბა იქ­ნე­ბა და რაც მთა­ვა­რია, უტ­რა­დი­ციო. ორ­მა­ი­სო­ბას კი თა­ვი­სი ძირ­ძვე­ლი ტრა­დი­ცია გა­აჩ­ნია, რომ­ლის დარ­ღვე­ვა იმას ნიშ­ნავს, რომ უგუ­ლე­ბელ­ჰყო ეს ზე­ი­მი. სა­ღო­რი­ის ტყე­ში - თუნ­დაც ყი­რა­მა­ლა და­დე­ქი, მა­ინც იზე­ი­მებ, სხვა შემ­თხვე­ვა­ში თა­ვისი პე­წი ეკარ­გე­ბა ზე­იმს. ერ­თხანს დო­ღიც იმარ­თე­ბო­და, ძაღ­ლე­ბის შე­ჯიბ­რიც, სპორ­ტუ­ლი კრო­სი და სხვა მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ორ­მა­ი­სო­ბა ყვე­ლას უხა­რია და რა უხა­რიათ, არ იცი­ან. ქვეც­ნო­ბი­ერ­ში თუ ჩა­ვი­ხე­დავთ, ამ დღეს სი­ცოც­ხლე უხა­რი­ათ, თვით სი­ხა­რუ­ლი უხა­რი­ათ. ყვე­ლა ქე­ი­ფობს, ყვე­ლა ულო­ცავს ერ­თმა­ნეთს! ულო­ცა­ვენ და ქე­ი­ფო­ბენ იმას, რომ ცოც­ხლე­ბი არი­ან (ეს ახ­ლა), რომ არ­სე­ბობს რა­ღაც იდუ­მა­ლი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა, ერ­თმა­ნე­თის­კენ რომ იზი­დავს ერ­თმა­ნე­თის შე­უ­თავ­სებ­ლებ­საც კი. 

არ­ქი­მე­დე ამ დროს საყ­რდენს ე­ძებ­და, დე­და­მი­წა რომ გა­და­ეტ­რი­ა­ლე­ბი­ნა, არა­და, არ იცო­და, რო­გო­რი მი­წი­ე­რი საყ­რდე­ნია ქუ­თა­ი­სი ყვე­ლა­ნა­ი­რი ახი­რე­ბუ­ლი იდე­ის, ყვე­ლა­ნა­ი­რი თავ­ქა­რი­ა­ნი წა­მოწ­ყე­ბის, ოღონდ თვ­ითონ ქუ­თა­ი­სი არ უნ­და გა­ხა­დო ყვე­ლა­ფერ ამის მედ­რო­შედ და ეპი­ცენ­ტრად. საყ­რდე­ნი, და არა სა­თა­ვე, ან მო­თა­ვე - ესაა მთე­ლი ქუ­თა­ი­სი თა­ვი­სი არ­სით, თო­რემ სხვაფ­რივ გინდ ქვე­ყა­ნა გა­და­ატ­რი­ა­ლე, გინდ დე­და­მი­წა, და თუ გინ­და ზე­ცაც, მის­თვის ეს სულ ერ­თია, ყვე­ლა­ფერ­ში მხარს აგი­ბამს, და­გეხ­მა­რე­ბა.

ამი­ტომ არ ჩანს ორ­მა­ი­სო­ბის სა­თა­ვე, მაგ­რამ ორ­მა­ი­სო­ბა არ­სე­ბობს და გა­ნაგ­რძობს არ­სე­ბო­ბას მხო­ლოდ ქუ­თა­ის­ში, რადგან ქუ­თა­ის­ში ნა­ხა საყ­რდე­ნი. ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ ხდე­ბა ასე, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი პორ­ტრე­ტია ის. არაა მას­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი (თუმ­ცა­ღა, თუ დავ­კონ­კრეტ­დე­ბით, მთე­ლი წყე­ბაა ადა­მი­ან­თა, რომ­ლებ­მაც თა­ვი­სი ღირ­სე­უ­ლი და უც­ვლე­ლი ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რეს ქუ­თა­ი­სის ცხოვ­რე­ბა­ში, ისი­ნი არა­თუ მხო­ლოდ ქა­ლა­ქის, თვით ეპო­ქის კო­ლო­რი­ტე­ბად იქ­ცნენ).

რო­ცა ქუ­თა­ის­ზეა სა­უ­ბა­რი და არა კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბებ­ზე, მხო­ლოდ მა­შინ აღიქ­ვამ მა­ს მთე­ლი სიგ­რძე-სი­გა­ნით, რა­მე­თუ ისი­ნი თა­ვის­თა­ვად ჩაქ­სო­ვილ­ნი არი­ან ქა­ლა­ქის სა­ხის­მეტ­ყვე­ლე­ბა­ში და რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი რომ ვახ­სე­ნო, გა­მო­ი­ყო­ფა მხო­ლოდ ქუ­თა­ი­სის ერ­თი მცი­რე­დი დე­ტა­ლი და და­ირ­ღვე­ვა მთლი­ა­ნო­ბა, თვალს ვერ გა­ვა­დევ­ნებთ მის სრულ­მომ­ცველ ფსი­ქო­ლო­გი­ას.

მე­რე რა, რომ ქა­ლაქ­მა გა­ნი­ცა­და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გე­ნო­ცი­დი და დარ­ჩა და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი და ფაქ­ტობ­რი­ვად უფუნ­ქცი­ოდ, ამა­შიც კი ქუ­თა­ი­სი შე­უ­და­რებ­ლად მდი­და­რია, რად­გან ყო­ველ­თვის ფე­ნიქ­სი­ვით წა­მო­ი­მარ­თე­ბა მა­შინ, რო­ცა მის ფეხ­ზე დად­გო­მას აღა­რა­ვინ ელის. ამა­შია სწო­რედ მი­სი ძა­ლა. თუ ხდე­ბა ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი გა­დი­ნე­ბა ქა­ლა­ქი­დან, სა­მა­გი­ე­როდ ულე­ვი მა­და­ნი­ვით იბა­დე­ბი­ან ახა­ლი ძა­ლე­ბი, რა­თა ისევ კვე­ბონ სუ­ლი­ე­რე­ბით სა­ტახ­ტო ქა­ლა­ქი, რა­თა მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბა ქუ­თა­ის­ზე არა­სო­დეს გაქ­რეს.

ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რად სა­სა­ცი­ლო სა­ნა­ხა­ო­ბაც ქუ­თა­ის­შია, შე­იძ­ლე­ბა სხვა­გა­ნაც, მაგ­რამ აქა­ურს მა­ინც თა­ვი­სი აზარ­ტუ­ლი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა გა­აჩ­ნია - ღა­მის ქუ­თა­ი­სი. ის მკვდა­რი­ვით თვლემს, თით­ქოს­და სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მე­ბის მსგავ­სად შე­ბინ­დე­ბულ­ზე უკაც­რი­ელ­დე­ბა მთე­ლი ქა­ლა­ქი. მხო­ლოდ­ღა ახ­ლად­გა­რე­მონ­ტე­ბულ-რეს­ტავ­რირ­ე­ბუ­ლი ქუ­ჩე­ბია გა­ნა­თე­ბუ­ლი უკა­ნას­კნელ კენ­ჭამ­დე. შე­ნო­ბა­თა თი­თო­ე­ულ სვეტს და­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს პრო­ჟექ­ტო­რი და ბრჭყვი­ა­ლე­ბენ შე­ნო­ბის კონ­ტუ­რე­ბი ღა­მის სიბ­ნე­ლე­ში.

ლა­მა­ზია ღა­მის ქუ­თა­ი­სი და მით უფ­რო გადმოსახედი, სა­დაც და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ძეგ­ლია აღ­მარ­თუ­ლი მა­ღალ პი­ე­დეს­ტალ­ზე.

მარ­თა­ლია დი­დი მე­ფის ძეგ­ლი მე­ტალ­ში ჩა­მოს­ხმუ­ლი ღა­მის ბუ­რუს­ში იკარ­გე­ბა და უჩი­ნარ­დე­ბა, სა­მა­გი­ე­როდ პი­ე­დეს­ტალს ხვდე­ბა შუ­ქი, უფ­რო სწო­რად გა­მო­ნა­შუ­ქის ანა­რეკ­ლე­ბი და ასე გგო­ნია, ქალაქის თავზე სტე­ლა აღუ­მარ­თავთ ვი­ღა­ცის ან რა­ღა­ცის გან­სას­ვე­ნა­რით.

ქუთაისში, მსოფლიო ადამიანებიც მკვიდრდებიან! და ამას მესამე წერილში მოგითხრობთ.
Print