რეგიონი
ხარაგაულში გაფიცული მუშები მუშაობას განაახლებენ
ხარაგაულში რკინისგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ორდღიანი გაფიცვა დასრულებულია. დამსაქმებელმა მუშების მოთხოვნები დააკმაყოფილა.
საშვებულებო თანხის ანაზღაურება, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და შვებულების გამოუყენებელი დღეებით სარგებლობის უფლება - ამ საკითხების მოგვარებას სთხოვდნენ უცხოურ კომპანიას მშენებლობაზე დასაქმებული მუშები.

ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მუშა ამბობს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვას შეჰპირდნენ. რაც შეეხება, სხვა მოთხოვნებს, მისი თქმით, ესეც შესრულებული იქნება.

გიორგი კიკნაძე რკინიგზაში დასაქმებული ერთ-ერთი გაფიცულია, რომელიც საშვებულებო თანხის, 600 ლარის ანაზღაურებას ითხოვდა.

"ამინაზღაურდება ჩემი დანაკლისი და ყველა ასეა. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, ამიტომ განვაახლებთ მუშაობას, " - ამბობს კიკნაძე.

რკინიგზაში დასაქმებულები მუშაობას მას შემდეგ გააგრძელებენ, რაც სიტყვიერად მიღწეული შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდება, რაც მათი ვარაუდით ორი დღის ვადაში უნდა მოხდეს.

"ჩვენი იურისტებისა და რკინიგზაში დასაქმებულების ერთობლვი მუშაობით მოეწერა ხელი შუალედურ შეთანხმებას, რომლის საფუძველზე გამოუყენებელი და დარჩენილი შვებულებების გამოყენების საშუალება მიეცემათ ადამიანებს. ასევე, კონტრაქტით მითითებულ ვადებში გააგრძელებს მუშაობას თითოეული დასაქმებული. არიან ისეთები, რომლებიც მარტის ბოლომდე იმუშავებენ და ასეთი 20 ადამიანია, ხოლო დანარჩენები იანვრის ბოლოს შეწყვეტენ მუშაობას, ისე როგორც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებით თავად მუშები კმაყოფილები არიან," - ამბობს "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების" პრეზიდენტი ვიტალი გიორგაძე.

ხარაგაულის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის სამუშაოებზე 60-მდე დასაქმებული  15 იანვარს გაიფიცა.

ხარაგაულში მუშები 2016 წელსაც გაიფიცნენ. ისინი მაშინაც მძიმე და გაუსაძლის სამუშაო პირობებს უჩიოდნენ.

გაფიცული მუშების მოთხოვნა უცხოურ კომპანიისგან  (ჩინური)  სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო. 

გაფიცულები მაშინ აცხადებდნენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდებოდა, ვიდრე დამსაქმებლები მათ ინტერესებს არ გაითვალისწინებდნენ. თუმცა, ოთხდღიანი პროტესის შემდეგ სამუშაოს ისევ დაუბრუნდნენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
იმერეთის რეგიონის ოთხი საჯარო სკოლა 2018 წელს სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.
13:36 / 21-02-2018
ზესტაფონის მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი 1000 ლარით დააჯარიმეს.
12:00 / 21-02-2018
ქუთაისში, კინოთეატრ "საქართველოში" ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცის" პრემიერა მოეწყობა.
11:17 / 21-02-2018
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შვეიცარიის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია, CERN-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მასტერკლასი ჩატარდა.
11:01 / 21-02-2018
მსგავსი სიახლეები






ლია უკლებას განოფენა „გასვლა აკრძალულია“ ჭიათურის აკაკი წერეთლის
სახელობის თეატრის ფოიეში გაიმართება.
ლია უკლებას განოფენა „გასვლა აკრძალულია“ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის ფოიეში გაიმართება.
12:49 / 20.02.2018






წყალტუბოში 2018 წელს ჯანდაცვის სკოლა გაიხსნას. ამ ეტაპზე კი,
სასწავლებლისთვის ადგილს არჩევენ.

წყალტუბოში 2018 წელს ჯანდაცვის სკოლა გაიხსნას. ამ ეტაპზე კი, სასწავლებლისთვის ადგილს არჩევენ.

16:45 / 01.02.2018






ხარაგაულში, ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბში, სადაც 22 იანვარს აფეთქება მოხდა,
სამუშაოები  დღეს განახლდა.
ხარაგაულში, ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბში, სადაც 22 იანვარს აფეთქება მოხდა, სამუშაოები  დღეს განახლდა.
12:24 / 29.01.2018






წყალტუბოს 2018 წლის ზაფხულისთვის ბუნებრივსაფარიანი სტადიონი
ექნება.
წყალტუბოს 2018 წლის ზაფხულისთვის ბუნებრივსაფარიანი სტადიონი ექნება.
11:47 / 25.01.2018






ხარაგაულში, ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბში, სადაც
22 იანვარს ააფეთქეს, სამუშაოები ამ დრომდე არ განახლებულა.
ხარაგაულში, ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბში, სადაც 22 იანვარს ააფეთქეს, სამუშაოები ამ დრომდე არ განახლებულა.
10:33 / 23.01.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.