ახალი ამბები
"დახმარება მჭირდება" - სოციალურად დაუცველი ქუთაისის მერიას ედავება
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ცისანა ბალავაძე მერიას სოციალურად დაუცველებზე უსამართლოდ მოპყრობაში ადანაშაულებს.

როგორც ის ამბობს, ადგილობრივ თვითმმართველობაში კუთვნილი დახმარება არ მისცეს და არც ქალაქის მერთან შეხვედრის უფლება დართეს.

"ვარ იპოთეკით დაზარალებული სოციალურად დაუცველი. გამოსახლების შემდეგ პატარა ფარდულში ქირით ვცხოვრობ და უკვე იმ 100 ლარის გადახდის საშუალებაც აღარ მაქვს. ამიტომ მერიას დახმარება ვთხოვე და მათგან უართან ერთად უგულისყურობაც მივიღე, რადგან ჩემი პრობლემების გასაცნობად ქალაქის მერამდე არ მიმიშვეს და მისაღებიდან უხეშად გამომისტუმრეს," - ამბობს ცისანა ბალავაძე.

სოციალურად დაუცველი ქუთაისის მერიიდან ერთჯერად მატერიალურ დახმარება მიმდინარე წლის 7 ივნისს მოითხოვა, რომელზეც უარი იმ მიზეზით ეთქვა, რომ აღნიშნული სოციალური პაკეტით უკვე ნასარგებლები აქვს. 

ქუთაისის მერიიდან მიღებულ უარს ცისანა ბალავაძე აპროტესტებს და ამბობს, რომ მიმდინარე წელს ფულადი დახმარება მერიისგან არ მიუღია.

"დახმარება ორი წლის წინ მივიღე,  ამიტომ ტყუილს ამბობს მერია, მე კი დახმარება მჭირდება," - აცხადებს ბალავაძე. ბალავაძესთან ერთად, აღნიშნული ფაქტი ოპოზიციურმა პარტიის წარმომადგენლებმაც გააპროტესტა. 

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ხელმძღვანელი, გოგი წულაია ამბობს, ქუთაისის მერიიდან სოციალური დახმარებები ადგილობრივი თვითმმართველობიდან სოციალური დახმარებები შერჩევითი პრინციპით გაიცემა.

"მატერიალურ დახმარებებს სარეზრვო ფონდიდან ზუსტად ვიცი რომ გასცემენ, მაგრამ მათზე ვინც უნდათ, რადგან ამით საარჩევნოდ პიარს გაიკეთებენ ნაცნობ-მეგობრებში," - აცხადებს წულაია.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში ამბობენ, რომ ცისანა ბალავაძეს მიმდინარე და 2017 წელსაც მიღებული აქვს ერთჯერადი მატერიალური დახმარება, რომელიც  წელიწადში ერთხელ გაიცემა გაჭირვებულ ადამიანზე.

"ძალიან ცუდია,  როცა მოქალაქე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. მითუმეტეს მაშინ როცა მას არაერთხელ გაეწია დახმარება მერიიდან. რაც შეეხება გოგი წულაიას მას ისევ კომპლექსები აწუხებს და საზოგადოება ისევ შეცდომაში შეჰყავთ," - ამბობენს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურში.

ქუთაისის მერიიდან მიღებული დოკუმენტის მიხედვით, ქალაქის მერმა მიმდინარე წლის 13 იანვარს გამოსცა ბრძანება, სადაც  ნათქვამია, რომ ცისანა ბალავაძეს მერის სარეზერვო ფონდიდან დახმარების სახით 200 ლარი პირად ანაგარიშზე უნდა ჩაერიცხოს.  


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.