ახალი ამბები
"ისუნთქეთ ცემენტი" - აქცია ქუთაისის მერიის წინ
"არა ხეების მოჭრას", "მოგვეშველეთ გაიჩეხა ქალაქი", "ისუნთქეთ ცემენტი", "ისუნთქოს ქალაქმა"- ამ სლოგანით  ამ  წუთებში  ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები მერიის შენობის  წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან  ბუხაიძის ქუჩაზე   კაფე-ბარის "ფლამინგოს"  მშენებლობის ნებართვის გაუქმებას და ტერიტორიისთვის სკვერის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

აქციას   ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები, ნატო ქათამაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი  ბესო ბრეგაძე და პოლიტიკური პარტია "ევროპული  საქართველოს" წარმომადგენელი,  გია თევდორაძე შეუერთდა. 

აქციის მონაწილეები დახლოებით 30 წუთის განმავლობაში ითხოვდნენ ქალაქის მერთან შეხვედრას, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ შოთა მურღულია ქვეყანაში არ იმყოფება.

ამის შემდეგ, აქციაზე შეკრებილებმა ვიცე-მერთან, ნოდარ მიქიაშვილთან მოითხოვეს შეხვედრა, თუმცა, ისინი შენობაში ასვლაზე არ თანხმდებოდნენ და მერიის წარმომადგენლების მათთან ჩასვლას მოითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც, რამდენიმე მათგანი ნოდარ მიქიაშვილთან შესახვედრად კაბინეტში ავიდა.

მიქიაშვილსა და აქციის ონაწილეებს შორის მოლაპარაკება ამ დრომდე გრძელდება.

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლოებმა აქცია 15 ივნისსაც  გამართეს. მაშინაც მოქალაქეები ნოდარ მიქიაშვილმა და ვიცე-გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ მიიღო. ტუმცა, შეთანხმევა ვერ შედგა.

ქუთაისის  მერიაში შეხვდრის დასრულების შემდეგ განგვიმარტეს, რომ   აქციის მონაწილეებს პასუხს, 19 ივნისს  მიიღებდნენ.


ამჟამად, კაფე-ბარი "ფლამინგო" თამარ მეფის ქუჩაზე "კინო საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე მდეობარეობს. ქუთაისის მერიამ "ფლამინგოს" წარმომადგენლებს თამარ მეფის ქუჩის ნაცვლად, ფართი ბუხაიძის ქუჩაზე 300 კვ. მ მიწის ნაკვეთი 25 წლის ვადით გადასცა.

კაფე-ბარის მფლობელი, კახა მეფარიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მას ეს ტერიტორია სასამართლო დავის შემდეგ შეთავაზეს, რომელიც 2016 წელს მერიის წინააღმდეგ დაიწყო. ის ტერიტორიით სარგებლობისთვის, ადგილობრივი ხელისუფლებისგან საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას ითხოვდა.

კახა მეფარიშვილი ამბობს, რომ 2014 წლიდან მერიას ვადის გაგრძელების შესახებ არაერთხელ მიმართა. მისივე განმარტებით, რადგან უწყებისგან ვერც დადებითი და ვერც  უარყოფითი პასუხი მიიღო, სასამართლოს მიმართა.

"უფრო მეტიც, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი შევიწროების არაერთი ფაქტი მოხდა. 2016 წლის დეკემბრის ბოლოს დაგვაჯარიმეს 4 000 ლარით. ამის უფლება მერიას არ ჰქონდა, რადგან სასამართლოში საქმე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. თანხის ნაწილში სასამართლომ ჩვენ გაგვამართლა და მისი გადახდა არ მოგვიწევს," - ამბობს კახა მეფარიშვილი.

"ამ ადგილზე გვჭირდება ავტოსადგომი", - განაცხადა მიმდინარე წლის 29 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ. მისი თქმით, ინვესტორი ახალ კინოდარბაზებს მანამდე არ გახსნის, ვიდრე ამ ტერიტორიას ავტოსადგომის მოსაწყობად არ მიიღებს.

ამ დროისთვის, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული კაფე-ბარი "ფლამინგო" თურქ ბიზნესმენზეა გაიჯარებული.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის ორმხრივი გარიგება კინო "საქართველოს" გახსნის სანაცვლოდ

"თქვენ გინდათ ფულები, ჩვენ გვინდა სკვერი" - დაპირისპირება ქუთაისში კაფე-ბარის მშენებლობის გამო (ვიდეო)


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა სიახლეები
დღის სიახლეები
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ლაშა შალამბერიძე საუბნო კომისიებში "ქართული ოცნების" წევრების ნათესავების დასაქმებაზე საუბრობს.
11:53 / 19-09-2018
გაერთიანებული ოპოზიცია,  ქუთაისში, მუზეუმის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის,  ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას აპროტესტებს.
11:25 / 18-09-2018
ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ფონდებში რამდენიმე ათეული ხალიჩა -ფარდაგი ინახება.
14:22 / 16-09-2018
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყალში კონფლიქტის დროს 65 წლის ქალბატონი გარდაიცვალა.
14:14 / 16-09-2018
მსგავსი სიახლეები






შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, გია უკლებას ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, გია უკლებას ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
19:40 / 19.09.2018






პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, ქუთაისის საკრებულოს
პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ცემის ფაქტზე საგანგებო ბრიფინგი გამართა.
19:26 / 19.09.2018






ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით, რომლის დროსაც
ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით, რომლის დროსაც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, გია უკლებას  სცემეს, განცხადება გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.
17:09 / 19.09.2018






№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო კომისიებში
№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო კომისიებში "ქართული ოცნების" წევრების ნათესავების დასაქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
16:23 / 19.09.2018






ქუთაისის საკრებულოში ხელჩართული ჩხუბის დროს, მერიისა და საკრებულოს
წარმომადგენლები,
ქუთაისის საკრებულოში ხელჩართული ჩხუბის დროს, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ.
15:30 / 19.09.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.