ახალი ამბები
ქუთაისის "ტორპედო" 300 000 ლარად გაიყიდა
საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" აუქციონზე 16 ივნისს 15:00 საათზე გაიყიდა. კლუბი 100%-იანი წილით 300 000 ლარად შპს "ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსზე" გასხვისდა.

"ტორპედოთი" მხოლოდ ერთი მსურველი დაინტერესდა, რომელმაც აღნიშნული ფასი აუქციონზე ორი დღის წინ დააფიქსირა.

კლუბის საწყისის ფასი 295 000 ლარი იყო. ქუთაისის მერიამ საფეხბუთო კლუბი აუქციონზე მეორედ გამოიტანა. პირველ შემთხვევაში მისი ფასი 585 413 ლარი იყო, თუმცა მისი შეძენის სურვილი არავინ გამოთქვა. 

აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა კლუბში ყოველწლიურად მინიმუმ 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, "ფეხბურთის განვითარების ფონდის" ფუნქციონირების შემთხვევაში კი, რომელიც 2016 წლიდან არსებობს, კლუბში მინიმუმ 1 500 000 ლარი უნდა ჩაიდოს.

იმ შემთხვევაში თუ ფონდი შეწყვეტს "ტორპედოს" დაფინანსებას, ინვესტორმა კლუბის 1 500 000 ლარიანი ინვესტირების ვალდებულება მთლიანად საკუთარ თავზე უნდა აიღოს, იქნება ეს პირდაპირი ინვესტიცია თუ სპონსორი, რომელიც ასევე თავად უნდა მოიზიდოს.

ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის ნახევარი გასულია, ინვესტორი ვალდებულია 2018 წლის 1 იანვრამდე, ასევე პირდაპირი ინვესტირების გზით, კლუბი სრული კალენდარული წლის ვალდებულებით, 500 000 ლარით დააფინანსოს.

შემსყიდველი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა–აკადემიის და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება წელიწადში 100–200 ბავშვზე.

ინვესტორმა ფონდის მონაწილეობით ასევე უნდა დააფინანსოს კლუბის თანამშრომლებისა და ფეხბურთელების შრომის ანაზღაურება, ფეხბურთელების შეძენის, საფეხბურთო კლუბის ბაზაზე სკოლა-აკადემიის და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ხარჯები.

ქუთაისის მერია კლუბს 100%-იანი წილით ყიდის, გარდა საწესდებო კაპიტალისა და აკ. ხორავას ქუჩა N1-ში არსებული ნაკვეთისა.

ადგილობრივი თვითმმართველობა ქუთაისის "ტორპედოს" აუცქიონზე გატანას მას შემდეგ გეგმავდა, რაც მის ახალ ინვესტორთან, ზაალ ჩაჩავასთან შეთანხმება ვერ შედგა და ჩაჩავამ კლუბი დატოვა.

ქუთაისის მერიაში ამბობდნენ, რომ კლუბის გასხვისება ტექნიკური დეტალების გამო ფერხდებოდა.

ამავე თემაზე:

კომპანია, რომელმაც "ტორპედო" შეიძინა, კლუბის პრეზიდენტის მამის საკუთრებაშია

ქუთაისის მერია "ტორპედოს" აუქციონზე მეორედ გაიტანს

საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" აუქციონი ჩაიშალა


ქუთაისის "ტორპედო" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დატოვა

ქუთაისის "ტორპედოს" აუქციონზე გაიტანენ

700 000 ლარად შეფასებული "ტორპედო" აუქციონის მოლოდინში

„ტორპედო“ შესაძლოა 300 000 ლარად გაიყიდოს


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე 16:30 საათზე, მერიის წინ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
16:04 / 16-11-2018
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო ჰოსპიტალი  გაიხსნა. სამედიცონო ცენტრი ჯარისკაცებთან ერთად მათი ოჯახის წევრებსაც მოემსახურება. 
13:10 / 15-11-2018
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას წარმომადგენლები"  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქალაქის ყოფილი მერის შოთა მურღულიას ჩართვას ეხმიანებიან.
10:00 / 15-11-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  2018 წელს 58%-ით შემცირდა ქალთა მკვლელობები, 
19:58 / 14-11-2018
მსგავსი სიახლეები






იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე 16:30 საათზე, მერიის წინ
საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე 16:30 საათზე, მერიის წინ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
16:04 / 16.11.2018






პარლამენტის ყოფილი წევრი ომარ ნიშნიანიძე, 17 ნოემბერს, ქუთაისში,
ოპოზიციის წინააღმდეგ შეკრებას სლოგანით -არა ნაციონალებს! არა
ვაშაძეს! აანონსებს.
პარლამენტის ყოფილი წევრი ომარ ნიშნიანიძე, 17 ნოემბერს, ქუთაისში, ოპოზიციის წინააღმდეგ შეკრებას სლოგანით -არა ნაციონალებს! არა ვაშაძეს! აანონსებს.
13:50 / 16.11.2018
"სოკარ ჯორჯია  გაზის" იმერეთის სერვიცენტრის ცხელ ხაზზე ( 16 114) გაზის გამათბობლების შემოწმებაზე  ბოლო ერთი თვის განმავლობაში  27 ზარი შევიდა, ხოლო გუშინ საღამოდან  ამ დრომდე უკვე ათი  შეტყობინება მიიღო.
12:28 / 16.11.2018






მამაკაცს, რომელმაც კალოფორნიაში ხანძრის დროს ადამიანების სიცოცხლე
გადაარჩინა, Toyota-მ ახალი
ავტომანქანა აჩუქა.
მამაკაცს, რომელმაც კალოფორნიაში ხანძრის დროს ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა, Toyota-მ ახალი ავტომანქანა აჩუქა.
12:08 / 16.11.2018






ქუთაისის მეორე საპყრობილეში 25 წლის ემილ ხოფერიამ, რომელსაც ციხე
ექვს თვეში უნდა დაეტოვებინა,  თავი მოიკლა.
ქუთაისის მეორე საპყრობილეში 25 წლის ემილ ხოფერიამ, რომელსაც ციხე ექვს თვეში უნდა დაეტოვებინა,  თავი მოიკლა.
11:09 / 16.11.2018
კალენდარი
«« ნოემბერი 2018 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.