ახალი ამბები
დავტოვებთ ბავშვებს წრეების გარეშე - ქუთაისის საკრებულოს წევრები ააიპ-ებში სწავლის საფასურის შემოღებაზე
FaceBook

ქუთაისის მერიის სპორტულ და კულტურულ ააიპ გაერთიანებებში მომავალი წლიდან სწავლის საფასურის შემოღება, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების კრიტიკის საგანი გახდა.


საკრებულოს უმცირესობის წევრების შეფასებით, გადაწყვეტილების შედეგად სპორტულ და კულტურულ წრეებში მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდება. ეს კი, მათივე თქმით, მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ხელს შეუშლის.

"ეს გამოიწვევს იმას, რომ ბავშვი დარჩება სპორტული და კულტურული წრეების გარეშე და წლის ბოლოს მივიღებთ საგანგაშო შედეგს", - განაცხადა სხდომაზე საკრებულოს "ლეობორისტული პარტიის" წევრმა, სამსონ გუგავამ.

უმცირესობის მსგავსად, ააიპებში სწავლის საფასურის შემოღება, ქუთაისის საკრებულოს უმრავლეობის წევრებმაც დაიწუნეს.

"უმჯობესია, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ საკითხს. აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ პედაგოგების სტიმულირებაზე", - აღნიშნა უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირმა პეტრიაშვილმა.

"სწავლის გადასახადიდან მიღებული თანხის 33% აუცილებლად უნდა მოხმარდეს სპორტის პედაგოგებს, რათა მათ მეტი სტიმული და მოტივაცია ჰქონდეთ. სწორედ, მათ უნდა მოიზიდონ ამ წრეებში ბავშვები. ამის გარდა, ჩვენ რომ დავაწესებთ გადასახადებს, ხომ უნდა ვუთხრათ პედაგოგებს ამ თანხიდან რა პროცენტი იქნება მათი ხელფასებისთვის. თუკი ასე არ ვიზამთ, ცუდ შედეგს მივიღებთ", - განმარტა საკრებულოს უმარველობის კიდევ ერთმა წევრმა, ზაზა ლომინაძემ.

"რატომ უნდა ავუხსნათ? ვერ დაგეთანხმებით, რადგან ეს თანხა უნდა მოხმარდეს სპორტულ ინვენტარს", - ასე განუმარტა დეპუტატებს სხდომაზე ქალაქის მერის მოადგილემ ეკონომიკის საკითხებში, კოტე ქავთარაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ააიპ "ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა" და "კულტურულ სახელოვნებო, საგანმანათლებო დაწესებულებათა გაერთიანებებში" სწავლის სავარაუდო ღირებულება ყოველთვიურად 10-დან 20 ლარამდე იქნება.

მათივე განმარტებით, სწავლა უფასო იმ ბავშვებისთვის იქნება, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან და მათი სარეიტინგო ქულა 70001-მდეა.

ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში 39, ხოლო "კულტურულ სახელოვნებო, საგანმანათლებო დაწესებულებათა გაერთიანებაში" 15 სახეობაა გაერთიანებული.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.