ახალი ამბები
ISFED მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს რეკომენდაციებს აძლევს
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს რეკომენდაციებს აძლევს.  

"კანონით უნდა განისაზღვროს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მოქალაქეთა მიმართვიანობის აღრიცხვის ერთიანი ფორმატი. საჭიროა დაინერგოს თითოეულ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების რეაგირების მექანიზმი.

გამომდინარე იქიდან, რომ მაჟორიტარ დეპუტატს მოქალაქეები ხშირად სხვადასხვა ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად მიმართავენ, უნდა შემუშავდეს სტრატეგია, რა შინაარსის განცხადება რომელ კომპეტენტურ ორგანოს ეგზავნება და საბოლოოდ უნდა აღირიცხოს განცხადებაში დასმული საკითხზე/პრობლემაზე რეაგირების შუალედური (შუამდგომლობა კომპეტენტურ ორგანოებთან) და საბოლოო (რა გადაწყვეტილება მიიღო შუამდგომლობაზე კომპეტენტურმა ორგანომ) შედეგი", - ნათქვამია "სამართლიანი არჩევნების" მიერ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნებულ მასალაში.

ორგანიზაციაში თვლიან,  რომ მაჟორიტარი დეპუტატების ამომრჩევლებთან ურთიერთობის ამ დრომდე არსებული პრაქტიკა  ხარვეზიანი იყო და უმეტესწილად ვერ უზრუნველყოფდა მოქალაქეებსა და დეპუტატებს შორის ეფექტურ კომუნიკაციას.


ქუთაისს  სამი მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ნარჩემაშვილი, დიმიტრი მხეიძე და გენადი მარგველაშვილი ჰყავს. ბიურო ამ ეტაპზე არც ერთ  მაჟორიტარ დეპუტატს აქვს. მხოლოდ ის  არის ცნობილი, რომ  ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში  თავის ბიუროს დიმიტრი მხეიძე  განათავსებს.


ამავე თემაზე:

გუბაზ სანიკიძის დეპუტატობის ოთხი წელი (ვიდეო)

გუბაზ სანიკიძე ქუთაისის მერიაში არსებულ დეპუტატის ბიუროში მოქალაქეებს აღარ ხვდება



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.