ახალი ამბები
წყალტუბოს გამგებელს ყოფილი საჯარო მოხელე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს
FaceBook
"ეროვნული ფორუმის" წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ იბრძვის.

გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ყოფილი უფროსი, ბადრი ონიანი ადგილობრივ ხელისუფლებას თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებში ადანაშაულებს.

მისი თქმით, გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა იგი პოსტიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა.

"წარდგენამდე ორი დღით ადრე გამათავისუფლეს ახსნა-განმარტების გარეშე. ჯერ არც ვიყავი ოფიციალურად წარდგენილი, მაგრამ გაიგეს ალბათ ვინმესგან", - აცხადებს ბადრი ონიანი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

მისი თქმით, გამგებელთან მას ადრე პრობლემები არ ჰქონია.

"ეროვნული ფორუმის" მაჟორიტარი დეპუატობის კანდიდატის თანამდებობიდან გათავისუფელბის საქმეში არის თუ არა პოლიტიკური მოტივი, ამას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალი სწავლობს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ბადრი ონიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზად პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება,  მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო იქნა მიღებული.

"ბადრი ონიანს, უფლებამოსილება შეუწყდა სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო, ამ ფაქტს რაიმე პოლიტიკური მოტივი არ ჰქონია",- აცხადებენ მუნიციპალიტეტში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.