ვალუტა
EUR
EUR
1
2.5405
GBP
GBP
1
3.5136
RUB
RUB
100
4.3209
USD
USD
1
2.3049
ახალი ამბები
ბზის კორომების შეწამვლის მესამე ეტაპი სექტემბერში დაიწყება

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბზის კორომების შეწამვლის პირველი ორი ეტაპი დასრულდა


სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, ენტომოლოგის გიორგი მამადაშვილის თქმით, ბზის კორომების დაცვის მიზნით, ხემცენარეები შეიწამლა გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში,მათ შორის გელათისა და მოწამეთას მიმდებარედ.

"დაიგეგმა მომდევნო წელს განსახორციელებელი ბრძოლის ღონისძიებები, რაც შესულია ასევე კოლხური ბზის გადარჩენის მრავალწლიან ეროვნულ სამოქმედო გეგმაში," - ამბობს ენტომოლოგი გიორგი მამადაშვილი.

სპეციალისტების ინფორმაციითვე, შეწამვლის დროს ვიყენებთ სპეციალურად შერჩეულ ბიოლოგიურ ინსექტიციდს.

"ეფექტურია ადრეული ხნოვანების მატლებზე და არ მოქმედებს არც ფუტკრებზე ან რაიმე სხვა სასარგებლო მწერზე, არაა საზიანო არც ადამიანისთვის და არც შინაური ცხოველებისთვის. მეორე შეწამლვითი ღონისძიება უკვე განხორციელდა ორ რეგიონში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში იმერეთში. აღნიშნულ რეგიონში ბზის ალურა გამოვლინდა ძევრის, ორპირის (გელათისა და მოწამეთას მიმდებარედ), ტყიბულისა და მუხურას ტერიტორიებზე. აღსანიშნია, რომ შეწამლვითი ღონისძიება ხორციელდება არა მხოლოდ ბზის ალურას გავრცელების კერებში, არამედ იმ სარისკო ფართობებზეც, სადაც დიდი ალბათობაა მისი გავრცელების" - განმარტავენ სააგენტოში.

სატყეო-დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ინვაზიური მავნებელი სახეობის პეპლის ალურასაგან დაცვა მიმდინარე წელს სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
"ბზის კორომებს ვიცავთ ინვაზიური მავნებელი სახეობის პეპლის - ბზის ალურასაგან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო სამი წელია ფიქსირდება," - ამბობენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლისათვის სპეციალურად შეირჩა ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც დამზადებულია ბაქტერიის Bacillus thuringiensis ბაზაზე, რომლის ტოქსინებიც ზემოქმედებენ მავნებლის ადრეული ხნოვანების მატლებზე.

"ლეპიდინი - არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს აღნიშნულ ბაქტერიას და მათ მიერ დაგროვებული ტოქსინების ბუნებაში გაფრქვევა ხდება სპეციალური აეროზოლური შემსხურებლის საშუალებით. ბზა საქართველოს ტყეებში უმეტესად ქმნის ქვეტყეს. აეროზოლური შესხურებისას ხდება ქარის მიმართულების გამოყენება და იქმნება ნისლი, რაც უზრუნველყოფს ხეობაში ან/და კორომში ბზით დაფარული ფართობების უფრო სრულყოფილად დამუშავებას," - აცხადებენ სატყეო დეპარტამენტში.

ბზის ალურას გავრცელება საქართველოში მხოლოდ სამ რეგიონში : იმერეთი, გურია სამეგრელო-ზემო სვანეთი, სულ 400 ჰა ფართობზე დაფიქსირდა.

 

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა სიახლეები
დღის სიახლეები
მომავალ წლებში, ჯანდაცვის მიმართულებით, ორი მუნიციპალური პროგრამა გაფართოვდება. ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.
16:35 / 25-09-2017
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მერად არჩევის შემდეგ, მუნიციპალური საბინაო ფონდის კონცეფციის შემუშავებას გეგმავს. ამის შესახებ მან თბილისის სოციალური პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა.
13:24 / 25-09-2017
კახა კალაძე, მერად არჩევის შემდეგ, ჯანდაცვის სხვა პროგრამების განვითარებასთან ერთად, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლებას გეგმავს. ამის შესახებ მან სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციისას ისაუბრა.
13:17 / 25-09-2017
"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამასა და პროექტებს ძელქვიანის ოლქის ამომრჩეველი ყოველდღიურად ისმენს.
12:46 / 25-09-2017
მსგავსი სიახლეები
"ლეიბორისტულმა პარტიამ" მერობის კანდიდატად საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, სამსონ გუგავა ოფიციალურად დასახელა.
18:13 / 25.09.2017
ჩავარდნილი იატაკი და კიბე, დაზიანებული კედლები, ჩამოშლილი
ჭერი, აჭედილი კარი - ეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის
პირველი საჯარო სკოლის სამსართულიანი შენობაა, სადაც  153
მოსწავლე სწავლობს. 
ჩავარდნილი იატაკი და კიბე, დაზიანებული კედლები, ჩამოშლილი ჭერი, აჭედილი კარი - ეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის პირველი საჯარო სკოლის სამსართულიანი შენობაა, სადაც  153 მოსწავლე სწავლობს. 
16:45 / 25.09.2017
"მწვანე ბარათის" გათამაშებასთან დაკავშირებით ქუთაისის ამერიკულ კუთხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 
13:23 / 25.09.2017
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სამი სალონი
გაძარცვეს.
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სამი სალონი გაძარცვეს.
12:44 / 25.09.2017
"ლეიბროსიტული პარტია" ქუთაისის მერობის კანდიდატს, სამსონ გუგავას ოფიციალურად 25 სექტემბერს წარადგენს.
12:36 / 25.09.2017
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.