კვირის თემა
პროფესიას, რომელიც დიდ გაბედულებას მოითხოვს, ქუთაისში ბევრი წარმომადგენელი ჰყავს. 
სრულად
18:37 / 07.12.2018
მათ ჭრელი თავსახვევით და დიდი ჩანთებით იცნობთ.
სრულად
00:39 / 01.12.2018

ვალუტა
EUR
EUR
1
3.2172
GBP
GBP
1
3.6599
RUB
RUB
100
4.6518
USD
USD
1
2.7193
ახალი ამბები
ქუთაისის მერიის განმარტება "ალმა რუსისთვის" ხელშეკრულების შეწყვეტაზე
ქუთაისში, თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანია "ალმა რუსს" ხელშეკრულება უხარისხოდ შესრულებეული სამუშაოების გამო შეუწყდა.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ყურაშვილის თქმით, განხორციელებულ სამუშაოებზე მონიტორინგის ჯგუფს პრეტენზიები აქვს. აღნიშნილის გარდა, მერიამ, კომპანიის მიერ თეთრ ხიდზე მიტანილი თეთრი ქვებიც აიღო.

"კომპანიისთვის, თეთრი ხიდის სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი 445 000 ლარიდან, სულ გადარიცხული გვქონდა 290 000 ლარი. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ჩვენ ხუთდღიანი გონივრული ვადა მივეცით მათ სახელმწიფო ხაზინაში 185 000 ლარის დასაბრუნებლად. აქედან 174 000 ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 11 000 ლარამდე კომპანიისთვის დაკისრებულ ჯარიმებს უწევს. დანარჩენი რაც პრეტენზიები, აქვთ შეუძლიათ სასამართლოში იჩივლონ", - ამბობს ბექა ყურაშვილი.

მისივე თქმით შესრულებული სამუშაოების ხარისხის გადასამოწმებლად სამხარაულის ექსპერტიზასაც მიმართავენ.

მერიის მიერ "ალმა რუსისთვის" ხელშეკრულების შეწყვეტას არ ეთანხმებიან კომპანიაში. "ალმა რუსში" განმარტავენ, რომ ხელშეკრულების შესაძლო გაწყვეტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

"ჯერ ხომ უნდა გავეფრთხილებინეთ. ადგე და ხელშეკრულება გაწყვიტო, მე მგონი ასე არ ხდება", – აღნიშნავენ კომპანიაში.

"ალმა რუსში" აცხადებენ, რომ ისინი მერიის წინააღმდეგ სასამართლოში დავას აპირებენ.

კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ მათი მხრიდან თეთრ ხიდზე თეთრი ქვების მიტანის თაობაზე მერიაში ინფორმირებულნი იყვვნენ.

"გვქონდა კომუნიკაცია, რომ ქვები უნდა მიგვეტანა გუშინ (5 დეკემბერს), მაგრამ ოთხი საათი დაგვაგვიანდა. იმის თქმა, რომ ეს არ იცოდნენ არასწორია. მაგრამ, თუნდაც არ სცოდნოდათ, რამდენი სარეკონსტრუქციო მასალა მიგვიტანია, მაგალითად, საღებავი, მერიისგან უნდა აგვეღო ნებართვა? ასე იყო ქვაზეც. ხიდზე ქვების მიტანა პროექტით გვქონდა გათვალისწინებული და დავალებულიც. ახლა ვინც ამბობს, რომ ქვა ლამაზი არ არისო, ვინ მყავს მერიაში სპეციალისტი რომ ეს შეაფასოს? ქვების მიტანის შემდეგ უნდა მომხდარიყო მისი მონტაჟი, მაგრამ არ დაგვაცადეს", – აცხადებს "ალმა რუსის" წარმომადგენელი, ზურაბ ყურუა.

თეთრი ქვები თეთრ ხიდზე "ალმა რუსმა" ხუთი დეკემბრის საღამოს მიიტანა. მერიაში განმარტეს რომ ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ. რის გამოც, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ქვები აიღო.

თეთრი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 1 ივნისიდან დაიწყო. სამუშაოები 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანიამ სამუშაოების გადავადება რამდენჯერმე მოითხოვა.

ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი თვე ელოდნენ, სამ ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა.

ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის. რამდენიმე ფილა ფეხის დაბიჯების დროს მოძრაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

ქუთაისის მერიამ ხიდის რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი გამოყო. სამუშაოები "ალმა რუსმა"შეასრულა, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ.


ამავე თემაზე:

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი ხიდი

განახლებული თეთრი ხიდი ღამით (ფოტო)

თეთრ ხიდზე თეთრი ქვები მიიტანეს

თეთრი ხიდიდან ქვები აიღეს

სად წაიღეს თეთრ ხიდზე მიტანილი 13 ქვა
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
"ქუთაისი 2010" სუპერთასის მფლობელია.
20:40 / 12-12-2018
2019 წლის 1 იანვრიდან მანდატურის სამსახურის თანამშრომლების ხელფასი 200 ლარით გაიზრდება.
20:00 / 12-12-2018
რა მოლოდინები აქვთ ახალგაზრდებს, როგორია მათი თვალით დანახული საახალწლოდ მორთული ქუთაისი.
17:47 / 11-12-2018
ბაღდათში, სოფელი როხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
00:26 / 11-12-2018
მსგავსი სიახლეები






შინაგან საქმეთა
სამინისტრომ საფრანგეთში 2 ქართველი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთში 2 ქართველი "კანონიერი ქურდი", მათგან ერთ–ერთი ქუთაისელი დააკავა.

16:15 / 13.12.2018






18 წლამდე პირისთვის პიროტექნიკის მიყიდვა, შესაძლოა, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევად ჩაითვალოს.
18 წლამდე პირისთვის პიროტექნიკის მიყიდვა, შესაძლოა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვალოს.
13:52 / 13.12.2018






ქუთაისელი მოსწავლე ანა ჯგერენაია კარნეგი-ჰოლის სცენაზე
იმღერებს.
ქუთაისელი მოსწავლე ანა ჯგერენაია კარნეგი-ჰოლის სცენაზე იმღერებს.
13:24 / 13.12.2018
ქუთაისელი მოსწავლე ანა ჯგერენაია კარნეგი-ჰოლის სცენაზე იმღერებს.
13:24 / 13.12.2018






ქუთაისელი მოსწავლე ანა ჯგერენაია კარნეგი-ჰოლის სცენაზე
იმღერებს.
ქუთაისელი მოსწავლე ანა ჯგერენაია კარნეგი-ჰოლის სცენაზე იმღერებს.
13:24 / 13.12.2018
კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.