ახალი ამბები
„პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი განთავსდება“ – ნათია მეზვრიშვილი
FaceBook
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმება.
მეზვრიშვილის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას.

"აქ იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი, სადაც იქნება სხვადასხვა საპოლიციო სერვისი. ეს გარკვეულწილად ადგილობრივების დასაქმებას შეუწყობს ხელს. სხვადასხვა საპოლიციო სერვისი იქნება გაერთიანებული, როგორც მაგალითად, თბილისში გვაქვს ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც 50-მდე საპოლიციო სერვისის მიწოდება ხდება მოსახლეობისთვის. ანალოგიური იქნება დასავლეთ საქართველოშიც", – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

როგორც ცნობილია, 2019 წლის პირველი სესია დედაქალაქში ჩატარდება. ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობიდან კი ტექნიკის გადატანა იანვრიდან დაიწყება.

Print