ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილის "წინასწარმეტყველება" (ვიდეო)
FaceBook
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატზე, სალომე ზურაბიშვილზე რამდენიმე წლის წინ დადებით კონტექსტში საუბრობდა.
2004  წელს,  იგი საგარეო საქმეთა მინისტრად ზურაბიშვილის დანიშვნას ქართული ოცნების ახდენას უწოდებს, მოგვიანებით კი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდება, თუმცა, იქვე, განმარტავს, რომ ხუმრობს.


ვიდეო არქივიდან


წლების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის "წინასწარმეტყველება" ახდა.

2018 წლის 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ცესკომ  უკვე გამოაქვეყნა. პირველადი მონაცემებით,  პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.52% მიიღო, "გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კი 40.48%. 


Print