ახალი ამბები
"აუცილებელია შენარჩუნდეს მშვიდი ტონი "-ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისში
FaceBook
ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს ვილსონმა წინასაარჩევნო გარემოზე ქუთაისში ისაუბრა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, შეინიშნება გარკვეული დაძაბულობა, თუმცა, ეს წინასაარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელია.

"პოლიტიკურად საკმაოდ საინტერესო დროს ჩამოვედი საქართველოში. არის წინასაარჩევნო პერიოდი და რა თქმა უნდა არის გარკვეული დაძაბულობა, რაც დამახასიათებელია წინასაარჩევნო პერიოდისთვის. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს. გვქონდა შეხვედრები კანდიდატებთან და ასევე ვგეგმავთ შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოებასთანაც. არსებობს ცხარე რიტორიკა, მაგრამ აუცილებელია შენარჩუნდეს მშვიდი ტონი და ქვეყანამ გააგრძელოს თავისი სწრაფვა ღია დემოკრატიისკენ და ტოლერანტობისკენ "-განაცხადა როს ვილსონმა.

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისს სოფლის მეურნეობის ახალი პროგრამის გახსნაზე ეწვია.საგრანტო პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი ბიზნესის გასაძლიერებლად USAID -ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამით ისარგებლონ. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ დამწყები კომპანიები, რომლებსაც საშუალება აქვთ გრანტის მიღების შემთხვევაში საკუთარი ბიზნესის ტექნიკური გადაიარაღება მოახდინონ. 

USAID-ის სოფლის მეურნეობის ახალი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 3000 სამუშაო ადგილის შექმნა და 7 მილიონი ლარის ინვესტიციების მოზიდვა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი რუსულ კანონს გამოეხმაურა და
განაცხადა, რომ ის ხალხი, რომელიც ამ კანონს აპროტესტებს
15:53 / 15.04.2024
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი რუსულ კანონს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ხალხი, რომელიც ამ კანონს აპროტესტებს "შეცდომაშია შეყვანილი".
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 აპრილამდე, იმერეთის რეგიონში
ცხელი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.
12:45 / 15.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 აპრილამდე, იმერეთის რეგიონში ცხელი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.