ახალი ამბები
საქართველოში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი "თეთრი ხიდის" სახელით ქუთაისში დაარსდება
FaceBook
საქართველოში პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი "თეთრი ხიდი" ქუთაისში დაარსდება.

ფესტივალი, 2019 წლიდან, ყოველწლიურად ქუთაისში გაიმართება. 

ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის, თამთა თურმანიძის თქმით,  ფესტივალის დაარსება 16-19 ნოემბერს ქუთაისში გასამართ ქართული კინოს ფორუმზე დაანონსდება. ახალი ფესტივალის შესახებ ცნობილი ქართველი მწერალი – რეზო გაბრიაძე ვიდეომიმართვის საშუალებით ისაუბრებს.

"არის დოკუმენტური, საავტორო, თბილისის კინო ფესტივალი, მაგრამ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი არ არსებობს და გვინდა, რომ ქუთაისი გახდეს ამის მასპინძელი", - ამბობს თამთა თურმანიძე. 

მისივე თქმით ფესტივალის სახელწოდება "თეთრი ხიდი" სიმბოლურად შეირჩა, რადგან კინო ერთგვარად არის ხიდი კულტურებს შორის. 

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება კინოთეატრ "საქართველოში" ქუთაისის მერიისა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობით მოხდება.


ამავე თემაზე:

ქუთაისში ქართული კინოს ფორუმი გაიმართება
Print