ახალი ამბები
თეთრ ხიდზე ამოტვიფრული ლექსის ავტორის შეცდომით დაწერის გამო მერია ბოდიშს იხდის
ქუთაისში თეთრ ხიდზე დაგებულ ლითონის ფილებზე ამოტვიფრულ ლექსზე ავტორების არევის შესახებ ქუთაისის მერია განცხადებას ავრცელებს.
"თეთრ ხიდზე, ერთ-ერთ ციტატაზე ავტორის ვინაობის შეცდომით ამოტვიფრა ტექნიკური სახის შეცდომაა. აბსოლუტურად გასაგებია, მოქალაქეების სამართლიანი წუხილი და შეშფოთება ამ ფაქტთან დაკავშირებით.

შეცდომა უმოკლეს დროში გამოსწორდება. ბოდიშს ვუხდით მოქალაქეებს შექმნილი უხერხულობისთვის", - ნათქვამია ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახლადგახსნილ თეთრ ხიდზე დაგებულ ლითონის ფილებზე ამოტვიფრული ლექსის ავტორები აერიათ. ტერენტი გრანელის ლექსზე ავტორად კოლაუ ნადირაძეა მითითებული.
შეცდომა აკაკი მამრიკიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა:

"დღეს პირველად გავიარე "განახლებულ" თეთრ ხიდზე, რომელიც ზარ-ზეიმით გახსნილა რამოდენიმე დღის წინ.

ჩემი ყურადღება, ნაკლებად იყო გამახვილებული ხიდის არქიტექტურულ თუ ვიზუალურ მხარეზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, რადგან ამ სფეროს შეფასების კრეტერიუმებში მოვიკოჭლებ, მოკლედ ბევრი არაფერი გამეგება რა!!! თან პირადად ჩემთვის სიტყვა თეთრი ხიდი თავად ქმნის ვიზუალს, არაფრის დამატება და შელამაზება არ ჭირდება, ეს ორი სიტყვა თავად მეუბნება სათქმელს, სამაგიეროდ ჩემში მძაფრ ინტერესს იწვევდა ლითონის ფილებზე, ამოტვიფრული ქუთაისისადმი მიძღვნილი სტრიქონები, ვფიქრობდი ქუთაისზე ქართული კულტურისა და პოეზიის მექაზე, რომელსაც სხვადასხვა ეპოქაში, უამრავმა გენიოსმა უძღვნა სადიდებელი და სალაღობო, რომელი ერთი გამოარჩიეს მეთქი ან ამ პატარა ხიდზე ყველას როგორ დაატევდნენთქო???!!!

3-4 წარწერის წაკითხვის შემდეგ მივადექი, იმ ფილას რომელსაც თქვენ ეხლა ხედავთ ფოტოზე და ავტორის(კოლაუ) წაკითხვის შემდეგ საოცარი გრძნობა დამეუფლა, სიტყვებით ძნელია ამის გადმოცემა, პირველად შემრცხვა ესე ძაან მგონი ცხოვრებაში და სასწრაფოდ წამოვედი სხვები აღარც წამიკითხავს!!!

ეს სიტყვები რომელსაც, თქვენ ეხლა ფოტოზე ხედავთ, აღებულია ლექსიდან "აღსარება ქუთაისს" და ეკუთვნის ტერენტი გრანელს.

კოლაუს და მის შემოქმედებას უდიდეს პატივს ვცემ, მიტაცება და მიმატება ნამდვილად არ სჭირდება თუნდაც ეს ტერენტისგან იყოს...
ამ სისულელის გამკეთებელი ან ნამდვილი უვიცია ან კიდევ ფეხებზე კიდია ჩვენი ქალაქი და მისი მთავარი სიამაყე.
იმედი მაქვს შესაბამისი სამსახურები სასწრაფოდ, გამოასწორებენ ამ შეცდომას.

ეს, რომ "სევდის მეფეს" წააკითხა, პირველად გაიღიმებდა ცხოვრებაში, ცოცხალი არავის ვახსოვდი და მკვდარიც არავის ვახსოვარო!!!
უვიცებო
"მისი გვარი გრანელი პოეზიას დარჩება!!!"
ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა❗️❗️❗️", – წერს აკაკი მამრიკიშვილი. 

თეთრი ხიდი საზეიმოდ სამ ნოემბერს გაიხსნა. ხიდზე გახსნიდან მესამე დაზიანებები ფიქსირდება.  



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე 16:30 საათზე, მერიის წინ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
16:04 / 16-11-2018
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო ჰოსპიტალი  გაიხსნა. სამედიცონო ცენტრი ჯარისკაცებთან ერთად მათი ოჯახის წევრებსაც მოემსახურება. 
13:10 / 15-11-2018
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას წარმომადგენლები"  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქალაქის ყოფილი მერის შოთა მურღულიას ჩართვას ეხმიანებიან.
10:00 / 15-11-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  2018 წელს 58%-ით შემცირდა ქალთა მკვლელობები, 
19:58 / 14-11-2018
მსგავსი სიახლეები






იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე 16:30 საათზე, მერიის წინ
საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე 16:30 საათზე, მერიის წინ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
16:04 / 16.11.2018






პარლამენტის ყოფილი წევრი ომარ ნიშნიანიძე, 17 ნოემბერს, ქუთაისში,
ოპოზიციის წინააღმდეგ შეკრებას სლოგანით -არა ნაციონალებს! არა
ვაშაძეს! აანონსებს.
პარლამენტის ყოფილი წევრი ომარ ნიშნიანიძე, 17 ნოემბერს, ქუთაისში, ოპოზიციის წინააღმდეგ შეკრებას სლოგანით -არა ნაციონალებს! არა ვაშაძეს! აანონსებს.
13:50 / 16.11.2018
"სოკარ ჯორჯია  გაზის" იმერეთის სერვიცენტრის ცხელ ხაზზე ( 16 114) გაზის გამათბობლების შემოწმებაზე  ბოლო ერთი თვის განმავლობაში  27 ზარი შევიდა, ხოლო გუშინ საღამოდან  ამ დრომდე უკვე ათი  შეტყობინება მიიღო.
12:28 / 16.11.2018






მამაკაცს, რომელმაც კალოფორნიაში ხანძრის დროს ადამიანების სიცოცხლე
გადაარჩინა, Toyota-მ ახალი
ავტომანქანა აჩუქა.
მამაკაცს, რომელმაც კალოფორნიაში ხანძრის დროს ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა, Toyota-მ ახალი ავტომანქანა აჩუქა.
12:08 / 16.11.2018






ქუთაისის მეორე საპყრობილეში 25 წლის ემილ ხოფერიამ, რომელსაც ციხე
ექვს თვეში უნდა დაეტოვებინა,  თავი მოიკლა.
ქუთაისის მეორე საპყრობილეში 25 წლის ემილ ხოფერიამ, რომელსაც ციხე ექვს თვეში უნდა დაეტოვებინა,  თავი მოიკლა.
11:09 / 16.11.2018
კალენდარი
«« ნოემბერი 2018 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.