ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს ნაცემი დეპუტატი
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს,  გია უკლებას,  ცემის შედეგად სახის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული. ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე 19 სექტემბერს,  უკლებასა და "ქართული ოცნების" დეპუტატს, იმედა საღინაძეს შორის მოხდა. 
დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გია უკლებას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა, სადაც უკლება სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველს აგინებდა.

ჩხუბი საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო და დერეფანში გაგრძელდა. 

უკლებას ცემაში საკრებულოს უმრავლესობის სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ჩხუბში მონაწილეობას იღებდა და დეპუტატს სახის არეში სცემდა "ქართული ოცნების" წევრები- ნიკოლოზ ჩეჩელაშვილიი,   კახა ბოჭორიშვილი და ამირან კოპალეიშვილი. ასევე, მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი. 

Print
თეგები: #გია უკლება