ახალი ამბები
რა ხვდებათ ქუთაისში ჩამოსულ ტურისტებს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისიპოსტმა ერთი დღე ქუთაისში ჩამოსულ ტურისტებთან ერთად გაატარა, რათა გაეგო თუ რა მოსწონთ და არ მოსწონთ ქალაქში. 
ქუთაისს, ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, 10 098 ტურისტი ესტუმრა, რაც შარშანდელი შვიდი თვის მაჩვენებელს 81%-ით ჭარბობს.

რა ხვდებათ ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს, ნახეთ ვიდეო: 




ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით, ქალაქს ყველაზე მეტი ტურისტი გერმანიიდან სტუმრობს.

გერმანელმა ტურისტებმა მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით საგრძნობლად გადაუსწრეს პოლონელ ტურისტებს. შარშან პოლონელები ლიდერობდნენ.

ქვეყნების ხუთეული, საიდანაც ტურისტები ყველა ხშირად სტუმრობენ ქუთაისს ასე გამოიყურება:

1. გერმანია (2343 ტურისტი)
2. პოლონეთი (1887 ტურისტი)
3. რუსეთი (994 ტურისტი)
4. დიდი ბრიტანეთი (770 ტურისტი)
5. ჩეხეთი(500 ტურისტი)

Print