ახალი ამბები
ზესტაფონის სასამართლომ მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
FaceBook
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ, მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.მ.-მ რამდენჯერმე იძალადა მეუღლეზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 1 აპრილს, მან ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის დაზიანება მიიღო.

როგორც გაირკვა, ეს გ.მ.-ს მიერ მეუღლეზე ძალადობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. მსჯავრდებული ოჯახში ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშაც იმყოფებოდა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და გ.მ-ს 1 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა შუფარდა.

გ.მ. სამართალდამცველებმა 2018 წლის 1 აპრილს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით ჰქონდა წარდგენილი.

Print