ახალი ამბები
ოჯახური ძალადობის მსხვერპლი სახელმწიფოს მისი უსაფრთხოების დაცვას სთხოვს
ოჯახური ძალადობის მსხვერპლი დეა გოშხეთელიანი სახელმწიფოს მისი უსაფრთხოების დაცვას სთხოვს.

მისი თქმით, სასამართლო პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, ოქტომბერში კი წინასწარი პატიმრობის ცხრა თვიანი ვადა სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით ყოფილმა მეუღლემ სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დატოვოს. გოშხეთელიანი შიშობს, რომ ის და მისი ოჯახის წევრები საფრთხის და ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებიან. შესაბამის უწყებებს სთხოვს, რომ მომხდარო დროულად და სამართლიანად გამოიძიონ.

,,ოთხჯერ გადაიდო სასამართლოზე ჩემი დაკითხვა. დაცვის მხარე აჭიანურებს სხვადასხვა მიზეზით პროცესს. ჩემი ყოფილი მამათლი დამემუქრა, ყველა გავლენას გამოიყენებდა იმისთვის, რომ მინიმალური სასჯელით დატოვოს ციხე ჩემმა ყოფილმა მეუღლემ და მიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ასეც ხდება. ვთხოვ შესაბამის უწყებებს, სენსიტიურად მიუდგნენ ჩემს პრობლემას და დროულად, სამართლიანად გამოიძიონ მომხდარი" - აღნიშნა გოშხეთელიანმა.

მისი განმარტებით, ყოფილი მეუღელე მას 3 იანვარს სახლში მიუვარდა და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა. გოშხეთელიანის მიმართ ძალადობის საქმეზე საქალაქო სასამარლომ  ბრალდებულს 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. თუმცა,   გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც ყოფილ მეუღლეს პატიმრობა შეუფარდა.

"დეა გოშხეთელიანისა და მისი მამის მიმართ 2018 წლის 3 იანვარს ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და მოძალადე მისცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. აგრეთვე, 2018 წლის 3 იანვარს ამავე ფაქტზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეს აეკრძალა ყველა სახის კომუნიკაცია მსხვერპლთან, მათ შორის, სოციალური ქსელების მეშვეობით. თუმცა, 2018 წლის 8 იანვარს მოძალადემ დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, რაც გამოიხატა სოციალური ქსელის ((Facebook) მეშვეობით მსხვერპლთან კომუნიკაციის დამყარებაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია ორდერის დარღვევის ფაქტი დადასტურებულად და არ შეუფარდა პირს პასუხისმგებლობა.

2018 წლის თებერვლიდან ძალადობისგან დაცვის ღონისძიებების გამოყენება დაიწყო არა დეა გოშხეთელიანის დასაცავად, არამედ მის წინააღმდეგ. 6 თებერვალს ქუთაისის პოლიციამ დეა გოშხეთელიანის წინააღმდეგ გამოსცა შემაკავებელი ორდერი დეას ყოფილი მამამთილის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც იგი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას დეას მხრიდან. ძალადობის მტკიცებულებად პოლიციამ მხედველობაში მიიღო დეა გოშხეთელიანის მიერ (Facebook)-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსი, სადაც საუბარი იყო წლების მანძილზე ყოფილი მეუღლის ოჯახის მხრიდან დეას მიერ გადატანილ ძალადობის ფაქტებზე. დეას მიერ გამოქვეყნებული პოსტი პოლიციამ ყოფილი მამამთილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმად მიიჩნია. აღნიშნული ორდერი საიამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ იგი ძალაში დატოვა.

ზემოხსენებული გადაწყვეტილებით სასამართლომ შექმნა სარისკო და მსხვერპლის ინტერესების საწინააღმდეგო პრეცედენტი, რომლითაც მსხვერპლს გაუმართლებლად შეუზღუდა საჯარო სივრცეში გადატანილ ძალადობრივ ფაქტებზე საუბარი და მოსაზრებების დაფიქსირება. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა მსხვერპლის მოძალადედ მიჩნევა, რაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს სახელმწიფოსგან უგზავნის მესიჯს, რომ არ უნდა ისაუბრონ მათ მიერ გამოვლილ ძალადობის ფაქტებზე, ვინაიდან აღნიშნული შესაძლოა მათ წინააღმდეგ შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენების საფუძველი გახდეს", - ნათქვამია საიას მიერ 2018 წლის 19 თებერვალს გავრცელებულ განცხდებაში.



ამავე თემაზე:

"სახელმწიფო მსხვერპლს აიძულებს არ ისაუბროს განცდილ ძალადობაზე" - საია ოჯახური კონფლიქტზე

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს

მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულმა თვითმკვლელობა სცადა

სასამართლოს გადაწყვეტილებით ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედოს" ფეხბურთელის, შოთა ბაბუნაშვილის გაცილების მატჩი მიმდინარეობს.
19:16 / 19-10-2018
ახალი თაობა გაცილებით თავისუფალია- ვისაც ამ თავისუფლების სიკეთის არ სჯერა შეუძლია 16 წლის მუსიკოსის ლექსო რატიანის მუსიკას მოუსმინოს და საკუთარ ეჭვებში, დიდი ალბათობით, კორექტივების შეტანა მოუნდება.
22:00 / 18-10-2018
თბილისიდან გატაცებული ბიზნესმენის, ამირან დეკანოიძის შვილის მოსაძებნად სპეცოპერაცია წყალტუბოს სოფელ მაღლაკში ჩატარდა.
21:05 / 18-10-2018
,,ა(ა)იპ მადლიერების სახლის დირექოტირი თამთა ბაკურაძე თანხების შესაძლო უკანონო ხარჯვის გამო საქმის აღძვირს თაობაზე განცხადებას ავრცელებს:
15:07 / 15-10-2018
მსგავსი სიახლეები






პარტია
პარტია "თეთრების" ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა,  ნინოშვილის სკვერში ბრიფინგი გამართა.
16:17 / 20.10.2018






ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და ოთხ
რეგიონში ავტომანაქანებზე ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი
ანგარიშების გაცემის 10 შემთხვევა გამოავლინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და ოთხ რეგიონში ავტომანაქანებზე ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიშების გაცემის 10 შემთხვევა გამოავლინა.
12:01 / 20.10.2018






ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, სადაც
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, სადაც "ტორპედოს" ფეხბურთელის, შოთა ბაბუნაშვილის გაცილების მატჩი მიმდინარეობს, სარწყავი სისტემა ჩაირთო.
19:36 / 19.10.2018






სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადებით, რომელიც
სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ
ცენტრს შეეხებოდა, ქუთაისიპოსტიც დაინტერესდა.
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადებით, რომელიც სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შეეხებოდა, ქუთაისიპოსტიც დაინტერესდა.
17:52 / 19.10.2018






ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია ფეისბუკის პირად გვერდზე ოპოზიციის
მიმართ შურაცხმყოფელ პოსტს აქვეყნებს.
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია ფეისბუკის პირად გვერდზე ოპოზიციის მიმართ შურაცხმყოფელ პოსტს აქვეყნებს.
17:23 / 19.10.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.