ახალი ამბები
სასამართლომ "საქნახშირის" თანამშრომლებს პატიმრობა შეუფარდა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ  მურთაზ კაპანაძემ "საქნახშირის" დაკავებულ შვიდივე თანამშრომელს  პატიმრობა შეუფარდა. 

დაცვის მხარე აღმკვეთი ღონისძიების სახით თითოეულ ბრალდებულზე გირაოს სახით 5000 ლარი ითხოვდა. თუმცა, მათი შუამდგომლობა არც ერთ ბრალდებულზე მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

მოსამართლის განმარტებით,  სასამართლოსთვის  დაუსაბუთებელია  ადვოკატების შუამდგომლობა.  ბრალდებულების წინასწარ პატიმრობა ბრალდების მხარემ მოითხოვა. 

"არის რისკი იმის რომ ბრალდებულები მიიმალონ ან ზემოქმედება მოახდინონ მოწმეებზე. ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ ეს ადამიანები უნდა დარჩნენ პატიმრობაში", - განაცხადეს პროკურორებმა.

ბრალდების მხარის ამ განმარტებას გაუგებარი უწოდა დაცვის მხარემ. მათი თქმით, ეს არგუმენტი არის სრულიად დაუსაბუთებელი. რადგან ამ ადამიანებს არანირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ მტკიცებულებეების განადგურების ან მიმალვის.  მათი თქმით, ისინი მზად არიან  ყველანაირი დოკუმენტი სასამართლოს ჩააბარონ რათა მიმალვის ეჭვი გაქრეს.  

" ეს არის აბსტრაქტული. ეს ადამიანების ჯერ კიდევ თვეების წინ დაიკითხნენ და თუკი მიმალვა უნდოდათ ან რაიმე მტკიცებულების განადგურება აქამდეც შეძლევდნენ. როგორ ფიქრობთ ბატობო მოსამართლე ბრალდებულების ოჯახის წევრებს განა არ შეუძლიათ ზემოქმედების მოხდენა მოწმეებზე თუკი ეს მათ სურთ? მაშინ გამოდის რომ ისინიც უნდა დაიჭიროთ", - განაცხადა სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა.

ბრალდებულის აკაკი ახვლედიანის ადვოკატის გიორგი ლეკიშვილის თქმით, მისთვის სრულიად გაუგებარია რას ან რატომ ედავება  ბრალდების მხარე, რადგან  ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 5 აპრილს, (მაშინ როცა მოხდა უბედური შემთხვევა)  საერთოდ არ იმყოფებოდა შახტში. 

"ეს არის რეზონანსული საქმე და ამიტომაც ხდება ამ ადამაინების წიანსწარ პატიმრობის განსაზღვრა ბრალდების მიერ. ერთ მხარეს არის კანონი და მეორე მხარეს რეზონანსული საქმე", - განაცხადეს ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე. 

გასაჩივრდება თუ არა მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ამაზე დაცვის მხარე მას შემდეგ გადაწყვეტს როცა მათ ეს განჩინება ჩაბარდებათ. 

გამოძიება ბრალდებულებს  მათ შახტში უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება. დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

მორიგი სასამართლო პროცესი 20 სექტმებრს 14:00 საათზე არის ჩანიშნული. 

„საქნახშირის“ შვიდი თანამშრომელი 6 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება მათ სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმე 2018 წლის აპრილში მომხდარ შემთხვევას ეხება, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2დან - 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.