ახალი ამბები
ლენტეხში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია შეწყდა - რა დაპირებები მიიღო მოსახლეობამ
FaceBook
ლენტეხში ხელედულა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო ქცია შეწყდა. 

ადგილობრივი მოსახლეობით თქმით, ეკონომიკის სამინისტროსგან ტექნიკის გაყვანის შესახებ ზეპირი დაპირება მიიღეს. უწყების წარმომადგენლებს სვანეთში ორშაბათს ელოდებიან. 

"30 ივლისს, ორშაბათს გადაწყდება ყველაფერი, როცა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები ჩამოვლენ, მანამდე აქცია შეწყვეტილი გვაქვს", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რაჯი ლიპარტელიანმა. 

ლენტეხში ხელედულა ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, ადგილობრივებმა პროტესტი 22 ივლისს დაიწყეს. მოსახლეობა ჰესის მშენებელ კომპანიას ტექნიკის გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. მათ შიმშილობაც გამოაცხადეს. თუმცა, ექვსი დღის შემდეგ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც 28 ივლისს შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა პროტესტი აქციის სახით კვლავ გაგრძელდა. მოსახლეობის მოთხოვნა ჰესის მშენებლობის შეჩერება და ტექნიკის გაყვანა გალხდათ. 

27 ივლისს ეკონომიკის მინისტრის მინისტრის მოადგილესა და ლენტეხის მცხოვრებლების შეხვედრა უშდეგოდ დასრულდა, გიორგი ჩიქოვანმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა, ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ პროტესტს მანამდე გააგრძელებდნე, ვიდრე ჰესის მშენებელი კომპანია ტერიტორიიდან ტექნიკას არ გაიყვანდა.
მოსახლეობა ამბობს, რომ ჰესის მშენებლობა მათ საცხოვრებელ სახლებს დააზიანებს, რადგან ჰესის მიმდებარე ტერიტორია მეწყრული ზონაა. ლენტეხის მცხოვრებლები, ასევე, შიშობენ, რომ მდინარე ხელედულას გვირაბში მოქცევის შემდეგ მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩება.

ხელედულა ჰესის მშენებელ კომპანიაში ამბობენ, რომ სინამდვილეში მოსახლეობა ჰესს არ ეწინააღმდეგება და პროტესტს მხოლოდ ის ადამიანები გამოთქვამენ, ვინც კომპენსაცია ვერ მიიღო.

ის, რომ ჰესის სამშენებლო ტერიტორია გეოლოგიურად საშიშ ზონას წარმოადგენს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს. ის 2017 წლის 24 მაისს არის დამტკიცებული. დოკუმენტის მიხედვით, მდინარე ხელედულას ხეობაში ჰესის მშენებლობა რამდენიმე მიმართულებით რისკს შეიცავს.

"მდინარე ხელედულას ხეობა ხასიათდება საშიში გეოდინამიკური პროცესების მაღალი რისკებით. ხეობაში მრავლადაა მეწყრული და ეროზიული პროცესების აქტიური კერები, შესაბამისად, მაღალია ეროზიული პროცესების გაქტიურების რისკები. მნიშვნელოვანი ზემოქმედებაა მოსალოდნელი ბიომრავალფეროვნებაზე. მოსალოდნელია ტყის გაჩეხვა 18-20 ჰა-ზე. ზემოქმედება მოსალოდნელია წყლის ფაუნის წარმომადგენლებზე, განსაკუთრებით ნაკადულის კალმახზე",- ნათქვამია გეოლოგიურ დასკვნაში.

"შპს "გამა კონსალტინგმა" მიერ 2017 წელს მომზადებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგურის ხელედულა–3 სეისმურად აქტიურ რეგიონში, კერძოდ, 1 ხარისხის სეისმურ ზონაში მდებარეობს.
"ხელედულა 3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა თურქულმა კომპანია "ანადოლუ ჯგუფმა" 2015 წელს მოიპოვა, რომელმაც შემდგომ საქართველოში ქართული კომპანია "ხელედულა ენერჯი" დაარსა.

ხელედულა 3 ჰესის დადგმულ სიმძლავრედ 50.767 მგვტ-ია განსაზღვრული. ჰესმა წლის განმავლობაში 232,8 მლნ.კვტ.სთ. ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს.

პროექტის ღირებულება 90 მილიონი დოლარია.


ამავე თემაზე:

ლენტეხში მოშიმშილეები ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მოთხოვნებს წაუყენებენ

ლენტეხში აქციის სამმა მონაწილემ ჯანმრთელობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა

შიმშილობის მეოთხე დღე ლენტეხში - აქციის მონაწილეები კონკრეტულ მოთხოვნებს გააჟღერებენ


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.