კვირის თემა
2019 წელს დასრულდება ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი და 60 000 სტუდენტზე გათვლილი,
სრულად
16:42 / 02.12.2018
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში ამ ეტაპისთვის 82 ბენეფიციარი ცხოვრობს.
სრულად
18:52 / 08.12.2018
პროფესიას, რომელიც დიდ გაბედულებას მოითხოვს, ქუთაისში ბევრი წარმომადგენელი ჰყავს. 
სრულად
18:37 / 07.12.2018

ვალუტა
EUR
EUR
1
3.2172
GBP
GBP
1
3.6599
RUB
RUB
100
4.6518
USD
USD
1
2.7193
ახალი ამბები
სამსახურები ჩინოვნიკების ოჯახის წევრებისთვის ქუთაისის მერიაში
ქუთაისის ხელმძღვანელი პირების ახლობლები ადგილობრივ თვითმმართველობაში სხვადასხვა თანამდებობაზე არიან დასაქმებულნი.
ისინი 2016 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაინიშნენ.

არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე თვეში, კულტურის ააიპ-ში თანამდებობა დაიკავა საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ოთარ ლორთქიფანიძის მეუღლემ, მარიამ ჯანელიძემ.  „არ ვაპირებ ამ შემთხვევაში კითხვებზე პასუხის გაცემას“, - გვითხრა მარიამ ჯანელიძემ. თავად ოთარ ლორთქიფანიძე კი ამბობს, რომ თვითმმართველობაში მოსვლის შემდეგ კულტურის ააიპში მეუღლის დასაქმებაში პრობლემას ვერ ხედავს. "უხერხულობას რატომ უნდა მიქმნიდეს, ჩემი მეუღლე კულტურის ააიპში ყველაზე დაბალ პოზიციაზეა და ისედაც, თავისი საქმის კარგი მცოდნეა", - ამბობს ლორთქიფანიძე.

მარინა ჯანელიძისგან განსახვავებით, საკითხის შეფასებისგან თავს არ იკავებს ზაზა ჩხიკვაძე, რომელიც ქუთაისის სპორტის სასახლის დირექტორად არჩევნების დასრულების შემდეგ დანიშნეს. ზაზა ჩხიკვაძე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რამაზ ჩხიკვაძის ძმაა. თუმცა, თანამდებობის დაკავებას არა ნათესაურ კავშირს, არამედ საკუთარ პროფესიონალიზმს უკავშირებს. ამის შესახებ მან ქუთაისიპოსტს ორი თვის წინ განუცხადა: "მე მაქვს ჩემი წარსული, ჩემი CV. ქუთაისში შეიძლება ერთეულები იყვნენ, ვისაც ასეთი CV ექნება. იცოდნენ, რომ მქონდა რაღაც წარსული, ვმუშაობდი სერიოზულ ორგანიზაციებში და სწორედ ჩემი მენეჯერული საქმიანობიდან გამომდინარე მოხდა შერჩევა". ზაზა ჩხიკვაძემ ამჯერად განმარტების გაკეთება არ ისურვა.

თავად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე კი აცხადებს, რომ უხერხულობას არ გრძნობს სპორტის სასახლის დირექტორად მისი ძმის დანიშვნის გამო: "რატომ გგონიათ, რომ დისკომფორტი უნდა შემიქმნას იმ კაცის დანიშვნამ, რომელსაც უამრავი თანამდებობა აქვს გამოცვლილი თავისი კარიერის განმავლობაში. ის თავისი საქმის პროფესიონალია, რასაც ძალიან კარგად აკეთებდა ყველგან".

ჩხიკვაძის მსგავსად, ნეპოტიზმს უარყოფს ქუთაისის მეოთხე პოლიკლინიკის დირექტორი ნანა ჩალაძეც. ის იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის გრიგოლ დალაქიშვილის მეუღლეა. ჩალაძე პოლიკლინიკის დირექტორის თანამდებობაზე მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა, მაშინ როცა მისი მეუღლე ქუთაისის მერის მოადგილე გახლდათ. მე-4 შერეული პოლიკლინიკის 100%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის მერიაა. „ჩემმა მეუღლემ მეოთხე პოლიკლინიკის არსებობაც არ იცოდა. ეს იყო შემოთავაზება მერიიდან, რაზედაც დავთანხმდი“, - ამბობს ნინო ჩალაძე. ის პოლიკლინიკის დირექტორად დანიშვნამდე სისხლის ბანკში მუშაობდა.

დასაქმებაში ნათესაური კავშირის გავლენას უარყოფს მერიის ახლადშექმნილ ააიპ „ქუთგანათებაში“ კადრების სპეციალისტის პოზიციაზე დანიშნული მარიამ ჩინჩალაძეც, რომელიც იმერეთის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სალომე ჩინჩალაძის დაა. „ნათესაურ კავშირს არანაირად არ უკავშირდება ჩემი დასაქმება, რადგან მე პარტიაში ვმუშაობდი ორი წელი“, - ამბობს მარიამ ჩინჩალაძე. ააიპ ორგანიზაცია მიმდინარე წლის იანვარში შეიქმნა.

ნათესაური გავლენით სამსახურებში დასაქმების ფაქტებს უარყოფენ ქუთაისის მერიაშიც.

"ადგილობრივი თვითმმართველობა კატეგორიულად გამორიცხავს საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის ნიშნით ადამიანების დანიშვნას. ყველა ის მოქალაქე, რომელიც საჯარო სამსახურში დასაქმდა, კანონის შესაბამისად აკმაყოფილებს ყველა საკვალიფიკაციო დონეს. ყველა დასაქმებული შეირჩა პროფესიონალიზმისა და გამოცდილების მიხედვით", - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

იურისტები განმარტავენ, რომ ნეპოტიზმის საკითხი კანონმდებლობით არ რეგულირდება. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიის" ქუთაისის ფილიალის ხელმძღვნელი ზაალ გორგიძე ამბობს, რომ ნათესაური გავლენით პირების თანამდებობზე დანიშვნა, სულ უფრო აქტუალური და მზარდი ხდება.

„ასე იყო შევარდნაძის პერიოდშიც, სააკაშვილის დროსაც და ახლაც. მაგრამ, ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ნათესაური გავლენით არაკომპეტენტური პირები ინიშნებიან. ვერ გეტყვით, ქუთაისის მერიაში მურღულიას დროს უფრო იყო ნეპოტიზმი თუ ახლა, მაგრამ, დღეს თვითმმართველობაში არაპროფესიონალი კადრი არის ძალიან ბევრი," - ამბობს ზაალ გორგიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარის, კოტე კანდელაკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნათესაური გავლენით თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ კანონი არაფერს ამბობს, ნებისმიერი მთავრობის თანამდებობის პირებმა ამისგან თავი უნდა შეიკავონ.

"ნეპოტიზმი რომ ცუდია, ამას საუბარი არ უნდა. ამ ფორმით, თუნდაც პროფესიონალები დაინიშნონ, მაინც არ არის სწორი გადაწყვეტილება," - მიიჩნევს კანდელაკი. მისი თქმით, სამსახურებში ადამიანები კონკურსის გზით უნდა დასაქმდნენ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
თბილისში, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად  19 წლის ქუთაისელი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 
13:57 / 09-12-2018
2018-2020 წლებში საქართველოში 210-მდე ახალი სასტუმრო აშენდება.
11:04 / 09-12-2018
ქუთაისის ერთ-ერთ უბანში, ჭახათაში მღვიმე აღმოაჩინეს.
11:34 / 08-12-2018
პროფესიას, რომელიც დიდ გაბედულებას მოითხოვს, ქუთაისში ბევრი წარმომადგენელი ჰყავს. 
14:37 / 07-12-2018
მსგავსი სიახლეები






ზესტაფონის  მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე
ზესტაფონის მოქმედი მერის კახა მახათაძის გადადგომის მოთხვნით დღეიდან
აქციას იწყებს.
ზესტაფონის  მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის მოქმედი მერის კახა მახათაძის გადადგომის მოთხვნით დღეიდან აქციას იწყებს.
18:55 / 09.12.2018






ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ ზესტაფონის
მოქმედი მერის კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით, 10
დეკემბრიდან პერმანენტული აქციების დაწყება დაანონსა.
ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ ზესტაფონის მოქმედი მერის კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით, 10 დეკემბრიდან პერმანენტული აქციების დაწყება დაანონსა.
18:48 / 09.12.2018






თბილისში, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად  19 წლის
ქუთაისელი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 
თბილისში, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად  19 წლის ქუთაისელი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 
13:57 / 09.12.2018






2018-2020 წლებში საქართველოში 210-მდე ახალი სასტუმრო აშენდება.
2018-2020 წლებში საქართველოში 210-მდე ახალი სასტუმრო აშენდება.
11:04 / 09.12.2018






ქუთაისში, ჭახათას უბანში რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილ მღვიმეს,
პროფესორმა ირაკლი ჯულაყიძემ ორი წლის წინ მიაგნო.
ქუთაისში, ჭახათას უბანში რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილ მღვიმეს, პროფესორმა ირაკლი ჯულაყიძემ ორი წლის წინ მიაგნო.
13:28 / 08.12.2018
კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.