ახალი ამბები
ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებს სოციალური დახმარება მოუხსნეს
ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ დარეჯან სანიკიძეს სოციალური დახმარება მოუხსნეს.
როგორც სოციალურად დაუცველი ამბობს, მისთვის გაურკვეველია, თუ რა მიზეზით მოხსნეს შემწეობის მიმღებთა ბაზიდან.

საუბარია, სახელმწიფო სოციალურ შემწეობაზე, რომლითაც სანიკიძეების 4 სულიანი ოჯახი უკვე მესამე წელია სარგებლობს. მაშინ სანიკიძეების სარეიტინგო ქულა 1000-ს  შეადგენდა. 

"ოჯახის არცერთი წევრი არ ვმუშაობთ. ჩემი ქმარი ავადაა, 12 და 5 წლის მცირეწლოვანი მყავს, არც მე ვარ სადმე დასაქმებული. ვცხოვრობთ სოციალური საცხოვრისის ერთ-ერთ დაგრეულ ოთახში და რა მიზეზით შემიწყდა დახმარება ეს ჩემთვის გაუგებარია," - აცხადებს დარეჯან სანიკიძე.

მისივე თქმით, სოციალური აგენტი, რომელიც მასთან რამდენიმე დღის წინ მივიდა და უთხრა, რომ სოციალური დახმარებით ვეღარ ისარგებლებდა.

"მიმტკიცებდა რომ ვმუშაობ, რის გამოც სოციალური დახმარება უნდა მოეხსნათ ჩემთვის," - ამბობს დარეჯან სანიკიძე.

სოციალურად დაუცველი სანიკიძეების ოჯახი საქმის მოკვლევას და სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს.

"არ გავჩერდები იქამდე ვიდრე არ გავარკვევ რა მოხდა. რადგან ეს სოციალური დახმარება 260 ლარი ჩემი გასაცოდავებული ოჯახის ერთადერთი შემოსავალია," - ამბობს სოციალურად დაუცველი დარეჯან სანიკიძე. 

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, სანიკიძეებს ამ ეტაპზე ნამდვილად შეჩერებული აქვთ სოციალური შემწეობა, თუმცა, ამბობენ, რომ ეს არ არის დაკავშირებული დასაქმებასთან.

"დარეჯან სანიკიძის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ოჯახი 2017 წლის ოქტომბრის თვეში ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის კომისიის გადაწყვეტილებით განთავსდა სოციალურ სახლში (ნიკეას 40გ/41). ოჯახს დეკლარაციის შევსების მომენტისათვის არ ქონდა დამონტაჟებული ელ. ენერგიის მრიცხველი, შესაბამისად „ოჯახის დეკლარაციაში“ ელექტროენერგიის აბონენტის ნომერი ვერ დაფიქსირდა.

ოჯახს აბონენტის ნომერი მიენიჭა 2018 წლის იანვრიდან და თებერვლის თვიდან უფიქსირდება მოხმარებული ელ.ენერგიის გადახდა. ოჯახმა 2018 წლის 11 ივნისს წარმოადგინა ელექტროენერგიის აბონენტის ნომერი და ვინაიდან ოჯახის დეკლარაციის შევსებიდან გასული იყო კორექტირებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა (90 დღე), დაექვემდებარა განმეორებით გადამოწმებას. გადამოწმების პერიოდში საარსებო შემწერობა შეჩერებულია და განახლდება მინიჭებული სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით," - ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი, ნინო ჭიღლაძე.
მისივე ინფორმაციით, სანიკიძეების ოჯახს ამ პროცედურების შემდეგ სოციალური შემწეობა ისევ დაენიშნება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა სიახლეები
დღის სიახლეები
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ პოსტზე წარდგენის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
14:26 / 20-08-2018
იმერეთის გუბერნატორად გენერალი  შავლეგ ტაბატაძე დაინიშნა.
10:44 / 20-08-2018
მაშველებმა მცხეთაში ძაღლის ლეკვი გადაარჩინეს.
13:42 / 19-08-2018
უძველეს ეგვიპტურ აკლდამაში 3200 წლის ყველის ნარჩენები აღმოაჩინეს.
18:57 / 18-08-2018
მსგავსი სიახლეები






იმერეთის ახალმა გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ პოსტზე წარდგენის
შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ პოსტზე წარდგენის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
14:26 / 20.08.2018






წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ველოტრეკის მოწყობა იგეგმება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ველოტრეკის მოწყობა იგეგმება.
14:01 / 20.08.2018






იმერეთის გუბერნატორად გენერალი  შავლეგ ტაბატაძე დაინიშნა.
იმერეთის გუბერნატორად გენერალი  შავლეგ ტაბატაძე დაინიშნა.
10:44 / 20.08.2018






ქუთაისში, რიოჰესის ჩასასვლელთან გზის ნაწილი ჩაიშალა.
ქუთაისში, რიოჰესის ჩასასვლელთან გზის ნაწილი ჩაიშალა.
10:24 / 20.08.2018







ადამიანის ინდივიდუალური და სოციალური უფლებების მდგომარეობა
საქართველოში - ეს და სხვა საკითხები გახდა სემინარის თემა,
რომელიც „კატო მიქელაძის სკოლაში“ გაიმართა.
ადამიანის ინდივიდუალური და სოციალური უფლებების მდგომარეობა საქართველოში - ეს და სხვა საკითხები გახდა სემინარის თემა, რომელიც „კატო მიქელაძის სკოლაში“ გაიმართა.
23:26 / 19.08.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.