ახალი ამბები
ჩალით სასამართლოში - გოგი წულაიას ახალი პერფორმანსი (ვიდეო)
FaceBook
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ჩალით მივიდა.

ამ ქმედებით წულაიამ აღნიშნა, რომ "ეს ქვეყანა ჩალით არის დახურული".

წულაიამ წყალტუბოს მუნიციპალიტის სოფელ ჟონეთში მცხოვრები მაყვალა დანგაძის პროტესტი გაახმოვანა, რომელიც ამბობს, რომ მის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გრანიტის მოპოვებას ახორციელებენ. წულაიას განცხადებით, ქალბატონი სამართალს ვერ პოულობს. მაყვალა დანგაძის თქმით, სასამართლო დავა უკვე 4 წელია გრძელდება.



"იძულებული გამხადეს, რომ სასამართლო შენობასთან ამ ფორმით მოვსულიყავი. მოსამართლე, მალხაზ ჩუბინიძესა და მთავრობას ვთხოვ, რომ დამიბრუნონ ჩემი კუთვნილი ტერიტორია. მივჩერებივარ შორიდან ჩემს საკუთრებას", - ამბობს მაყვალა დანგაძე.

Print