ახალი ამბები
14 000–მდე ბავშვი არასრული სასკოლო ასაკის გამო წელს პირველკლასელი ვერ გახდა
FaceBook
რამდენი ბავშვი რჩება ყოველწლიურად სკოლის გარეთ იმის გამო, რომ სასკოლო ასაკი – 6 წელი – სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღის, ან თვის შემდეგ უსრულდება? – აღნიშნული ინფორმაცია EDU.ARIS.GE– მ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვალა და აღმოაჩინა, რომ მხოლოდ წელს, სკოლის გარეთ დაახლოებით 13 862 ბავშვი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ 2018-2019 სასწავლო წლისთვის სკოლაში შესასვლელად რეგისტრაცია 48 ათასზე მეტმა პირველკლასელმა გაიარა. სწავლა კი 18 სექტემბერს იწყება. შესაბამისად, დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყება იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 17 სექტემბერს უსრულდებათ.

ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სასწავლო წლის დასაწყისისთვის ბავშვის ასაკი 6 წელი უნდა იყოს და მნიშვნელობა არ აქვს ის სასწავლო წლის დაწყებიდან მეორე დღეს ხდება 6 წლის თუ ერთი თვის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონის მიღებას თავის დროზე მშობლებსა და დარგის სპეციალისტებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და კანონს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, სამინისტროს გადაწყვეტილება არ შეუცვლია და ცვლილება 2015-2016 სასწავლო წლიდან ამოქმედდა.

განხორციელებულ ცვლილებამდე კი, პირველ კლასში შესვლა იმ მოსწავლეებსაც, შეეძლოთ, რომლებსაც 6 წელი წლის ბოლოს უსრულდებოდათ. მეტი თვალსაჩინოებისთვის, მაგალითად ცვლილების დამტკიცებამდე ანუ 2014-2015 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება იმ პირებსაც ჰქონდათ, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე 6 წელი შეუსრულდებოდათ, ანუ სწავლას 5 წლის ასაკში იწყებდნენ და შემდგომ ხდებოდნენ 6 წლის.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, 2015-2016 სასწავლო წლიდან დღემდე რამდენმა ბავშვმა ვეღარ შეძლო ზოგადი განათლების კანონში მიღებული ცვლილების შემდგომ პირველ კლასში შესვლა და აღმოვაჩინეთ, რომ ბოლო 4 სასწავლო წლის განმავლობაში ცვლილების გამო, დროებით, სკოლის გარეთ დაახლოებით 61 146 ბავშვი დარჩა.

სასწავლო წლების მიხედვით იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ასაკის გამო პირველ კლასში ვერ შევიდნენ, შემდეგნაირად გამოიყურება:

2015-2016 სასწავლო წელს – დაახლოებით 16 429 ბავშვი;

2016-2017 სასწავლო წელს – დაახლოებით 15 791 ბავშვი;

2017-2018 სასწავლო წელს – დაახლოებით 15 064 ბავშვი;

2018-2019 სასწავლო წელს – დაახლოებით 13 862 ბავშვი.

აღსანიშნავია, რომ ცვლილების მიზეზად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საერთაშორისო კვლევები დაასახელა, რომლის მიხედვით, გონებრივი და ფიზიკური მზადყოფნისთვის, აუცილებელია, მოსწავლეს 6 წელი შეუსრულდეს, მანამდე კი ის მზად არ არის სასკოლო ცხოვრებაში ჩასართავად.

წყარო: EDU.ARIS.GE
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.