ახალი ამბები
ექიმების შეცდომის შესახებ მედიით გაშუქება, შესაძლოა, აიკრძალოს
პარლამენტში წარდგენილია საქართველოს კლინიკების ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება.
"მასმედიის საშუალებით, ბოლო პერიოდში იმატა ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის მიმართ დაუსაბუთებელი ფაქტების გავრცელებამ და უსაფუძვლო ბრალდებებმა. უდანაშაულობის პრეზუმციის მსგავსი სახით გაუთვალისწინებლობა სამედიცინო პერსონალის უფლებების უხეშ დარღვევას, მათი ღირსებისა და პატივის განზრახ შელახვას იწვევს. მიგვაჩნია, რომ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული თითოეული ფაქტი უნდა იყოს მყარად არგუმენტირებული და ეფუძნებოდეს ექსპერტიზის დასკვნას, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებას,"-აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათში.

შესაბამისად, როგორც პროექტში ვკითხულობთ, სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის, შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი შესაძლოა, დაუშვებელი გახდეს.

ამასთან, საკანონმდებლო წინადადებების თანახმად, დაუშვებელია: სამედიცინო საქმიანობის დროს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან, ექიმისთვის ან სხვა სამედიცინო პერსონალისთვის, რაიმე ფორმით ხელის შეშლა, ექიმის ღირსებისა და პატივის შელახვა, ექიმზე ფიზიკური ზემოქმედება ან ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაიმე სახით ზეწოლა ან მუქარა. ასევე დაუშვებელია - სამედიცინო დაწესებულებაში პირის ან პირთა ჯგუფის მიერ ძალით შეჭრა, რაიმე ფორმით მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა, სამედიცინო პერსონალის ნივთების, დაწესებულების ექსტერიერის, ინტერიერის, აპარატურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება.

ამასთან, როგორც პროექტშია აღნიშნული, დაუშვებელი იქნება - სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე პაციენტის, მისი ახლობლების ან სხვა პირთა ჯგუფის მიერ პროტესტის გამოხატვა, რაც გამოიწვევს: დაწესებულების ნორმალური ფუნქცინირების შეფერხებას, სხვა პაციენტების უფლებების და ინტერესების შელახვას, მათთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევაში ხელის შეშლას.

საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს ასევე ცვლილების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. კერძოდ, კოდექსს ემატება ახალი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ექიმის გადაცდომის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მასმედიის საშუალებით გავრცელება ამ საშუალების/მისი წარმომადგენლის 1 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 2 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამასთან, მასმედიის საშუალებას მოუწევს უარყოს მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია.

ანალოგიური ფულადი სანქცია იქნება გათვალისწინებული სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე პროტესტის გამოხატვის ან დაწესებულებაში ძალით შეჭრის შემთხვევაშიც. კერძოდ, მსგავის ქმედება პირთა 1000 ლარით; განმეორებითი ქმედების შემთხვევაში კი 2000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. სამედიცინო საქმიანობისას პაციენტის ან სხვა პირის მიერ ექიმის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე კი ჯარიმა 1000 ლარი იქნება.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა. 

ქუთაისში, გასულ წელს სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება რამდენიმე ექიმს, შეუჩერდა.

სამედიცინო საქმიანობის  სახელმწიფო რეგულირების  სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ექიმებისთვის სერთიფიკატის  გარკვეული დროით შეჩერების გადაწყვეტილება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს  მიერ იქნა განხილული.

2017 წელს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში, სულ  ექიმებზე 141  საჩივარი შევიდა, რომელიც ძირითადად პაციენტებისთვის გაწეულ სამედიცინო დახმარების ხარისხს ეხებოდა.

წყარო: /bpn.ge

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედოს" ფეხბურთელის, შოთა ბაბუნაშვილის გაცილების მატჩი მიმდინარეობს.
19:16 / 19-10-2018
ახალი თაობა გაცილებით თავისუფალია- ვისაც ამ თავისუფლების სიკეთის არ სჯერა შეუძლია 16 წლის მუსიკოსის ლექსო რატიანის მუსიკას მოუსმინოს და საკუთარ ეჭვებში, დიდი ალბათობით, კორექტივების შეტანა მოუნდება.
22:00 / 18-10-2018
თბილისიდან გატაცებული ბიზნესმენის, ამირან დეკანოიძის შვილის მოსაძებნად სპეცოპერაცია წყალტუბოს სოფელ მაღლაკში ჩატარდა.
21:05 / 18-10-2018
,,ა(ა)იპ მადლიერების სახლის დირექოტირი თამთა ბაკურაძე თანხების შესაძლო უკანონო ხარჯვის გამო საქმის აღძვირს თაობაზე განცხადებას ავრცელებს:
15:07 / 15-10-2018
მსგავსი სიახლეები






პარტია
პარტია "თეთრების" ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა,  ნინოშვილის სკვერში ბრიფინგი გამართა.
16:17 / 20.10.2018






ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და ოთხ
რეგიონში ავტომანაქანებზე ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი
ანგარიშების გაცემის 10 შემთხვევა გამოავლინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და ოთხ რეგიონში ავტომანაქანებზე ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიშების გაცემის 10 შემთხვევა გამოავლინა.
12:01 / 20.10.2018






ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, სადაც
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, სადაც "ტორპედოს" ფეხბურთელის, შოთა ბაბუნაშვილის გაცილების მატჩი მიმდინარეობს, სარწყავი სისტემა ჩაირთო.
19:36 / 19.10.2018






სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადებით, რომელიც
სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ
ცენტრს შეეხებოდა, ქუთაისიპოსტიც დაინტერესდა.
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადებით, რომელიც სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შეეხებოდა, ქუთაისიპოსტიც დაინტერესდა.
17:52 / 19.10.2018






ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია ფეისბუკის პირად გვერდზე ოპოზიციის
მიმართ შურაცხმყოფელ პოსტს აქვეყნებს.
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია ფეისბუკის პირად გვერდზე ოპოზიციის მიმართ შურაცხმყოფელ პოსტს აქვეყნებს.
17:23 / 19.10.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.