ახალი ამბები
ქუთაისის "მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში" სკეიტბორდის მოედანი მოეწყობა
FaceBook
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სკეიტბორდისთვის მოედანი მოეწყობა.
სკეიტბორდი გათვლილი იქნება როგორც დამწყები და მოყვარული, ასევე, პროფესიონალი მოზარდებისა და დიდებისთვის.

ქუთაისის მერიას სკეიტბორდის მოედნის მოწყობა 210 000 ლარი დაუჯდება.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაბამისი ტენდერი უკვე მეორედ  (NAT180007510)  გამოაცხადა. მერიამ  სკეიტ-პარკის მოსაწყობად  სახელმწიფო შესყიდვა პირველად მიმდინარე წლის თებერვალში, 6 000 ლარზე გამოცხადა, თუმცა, მაშინ ტენდერით არავინ დაინტერესებულა. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შემსრულებელმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

სკეიტბორდის მოედნის საგარანტიო ვადა 4 წლით განისაზღვრა. ამ დროის განმავლობაში, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მისი ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების გამოსწორება.

ქუთაისელი ახალგაზრდები რამდენიმე წელია სკეიტ-პარკის მოწყობას ითხოვენ.  მათ გასულ წელს საპროტესტო აქციაც გამართეს.  ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობდნენ, რომ მერია შესაბამის ადგილს არჩევდა, თუმცა, სკეიტ-პარკი ამ დრომდე არ მოუწყვიათ.


ამავე თემაზე:

ქუთაისის „მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში“ სკეიტ-პარკი მოეწყობა

"გვჭირდება სასრიალო მოედანი, რომელსაც დაგვპირდნენ" - ქუთაისელი სკეიტერების მოთხოვნა


ქუთაისში სკეიტპარკი გაიხსნება


Print